დოქტორ ნემო / Doctor Nemo

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
BioPure DHA® (თევზის ქონი)  –  500 მგ
ომეგა – 3 ცხიმოვანი მჟავები:  150 მგ (DHA – 119 მგ,  EPA – 31 მგ)
D-ალფა-ტოკოფეროლი (ვიტ. E) – 2,5 მგ
ქოლეკალციფეროლი (ვიტ. D3) – 2,5 მკგ
ფორთოხლის ზეთი
დამატკბობელი სუკრალოზა
არომატიზატორი

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, სახამებელი, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ომეგა 3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, აგრეთვე ცხიმში ხსნადი ვიტამინების (E და D3) ერთობლივი მოქმედება განაპირობებს პრეპარატ დოქტორ ნემოს ანთებისსაწინააღმდეგო და იშემიისსაწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზულ და ანტიჰიპერტენზიულ, აგრეთვე იმუნომასტიმულირებელ და ანტიკანცეროგენულ მოქმედებას.

ჩვენებები:
დოქტორ ნემო გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით:
_ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მ.შ. არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება
_ მეტაბოლური სინდრომი, მ.შ. სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა გენეზის დისლიპიდემია, ზრდაში ჩამორჩენა
_ ნერვული სისტემის დაავადებები, მ.შ. მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კოგნიტიური (დასწავლის) ფუნქციის დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ნეიროდეგენერაციული დაავადებები
_ თვალის დაავადებები, მ.შ. კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია
_ კანის და რბილი ქსოვილების პათოლოგიები, მ.შ. ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლული
_ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, მ.შ. ართროზო-ართრიტები, რევმატოიდული ართრიტი, მოტეხილობა, რაქიტი, ოსტეომალაცია, ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია
_ ორსულთა პათოლოგიები, მ.შ. გესტოზი, ნაყოფის ჰიპოტროფია, ნაყოფის ჰიპოქსია, პლაცენტის ფუნქციური უკმარისობა
_ სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნური პათოლოგიები
_ იმუნიტეტის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები
_ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე ქრონ. ენტერიტი, ღვიძლისმიერი ოსტეოდისტროფია, უმადობა
_ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი და ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, პერიოდონტიტი, კარიესი, თანკბილვის დარღვევა

მიღების წესი:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზებია:
3-დან 12 წლამდე ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში;
12 წლიდან და მოზრდილებში _ 2 კაფსულა დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 4 კაფსულა. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე, სასურველია მკურნალობა განმეორდეს წელიწადში 2-3-ჯერ.
უსაფრთხოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის, აგრეთვე, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის!

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შეფუთვა: არომატიზებული საღეჭი კაფსულა #30

გაფრთხილება:
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას 25ºC ტემპერატურამდე დახურულ ქილაში. გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვადამდე. საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
არ შეიცავს გლუტეინს!
გამოშვების ფორმა: არომატიზებული საღეჭი კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: VITAR s.r.o. ჩეხეთი

გაფრთხილება