ვაგიზოლი / Vagizol

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიკონაზოლი, მეტრონიდაზოლი/
miconazole, metronidazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოური და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში
შემადგენლობა:
ყოველი ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
მეტრონიდაზოლი 750 მგ;
მიკონაზოლის ნიტრატი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ვიტეპსოლი S55.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
კომბინირებული პრეპარატი ინტრავაგინალური გამოყენებისათვის ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოური და სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედებით.
მიკონაზოლის ნიტრატი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, იმიდაზოლის წარმოებული. ქტიურია შემდეგი სოკოების უმრავლესობის წინააღმდეგ – Candida spp., Aspergillus spp., Dimorphons fungi, Criptococcus neofarmans, Pityrosporum spp., Torulopsisglabrata,, აგრეთვე ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.
მეტრონიდაზოლი – ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოურისაშუალება. აქტიურიათრიცჰომონას Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalisis მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
ინტრავაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი აბსორბირდება უმნიშვნელოდ (დაახლოებით დოზის 1.3%). მეტრონიდაზოლის ბიოშეღწევადობა ინტრავაგინალური გამოყენებისას შეადგენს 20%-ს პერორალურად გამოყენებასთან შედარებით. ინტრავაგინალური გამოყენების შემდეგ მიკონაზოლის ნიტრატი სისხლის პლაზმაში არ განისაზღვრება.
მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური ჰიდროქსილური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
მეტრონიდაზოლის T1/2 შეადგენს 6-11 საათს. დოზის დაახლოებით 20% გამოიდევნება შარდით უცვლელი სახით.
ჩვენებები:
ვაგინალური კანდიდოზი
– ტრიქომონადური ვულვოვაგინიტი
– ბაქტერიული ვაგინოზი
– შერეული ვაგინალური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიული ვაგინოზის, ვაგინალური კანდიდოზის და ტრიქომონადური ვულვოგანიტის გამომწვევებით.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის გამოყენება II და III ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას სძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების განახლება შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის ინტრავაგინალური გამოყენების გათვალისწინებით (დაბალი სისტემური აბსორბციით) შესაძლო გვერდითი ეფექტები ვითარდება იშვიათად, თუმცა გამორიცხული არ არის.
უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების დარღვევები, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები, ჰომეოსტაზის დარღვევა. არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება ანტაბუსური ეფექტის განვითარების სგამო. თავი უნდაშეიკავოთ ალკოჰოლის მოხმარებისგან მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 24 საათის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ტრიქომონიაზის დროს მიზანშეწონილია სქესობრივი პარტნიორის იმავდროული მკურნალობა.
პრეპარატისა და კონტრაცეპციული დიაფრაგმის ან პრეზერვატივის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლატექსთან ვაგინალური სუპოზიტორიების კომპონენტების ურთიერთქმედება.
არ შეიძლება დანიშნული დოზის გადამეტება.
დოზირება:
ვაგიზოლი, ვაგინალური სუპოზიტორიები გამოიყენება დოზით 1 ვაგინალური სუპოზიტორია (ღრმად საშოში) ღამით, 7 დღის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

გვერდითი რეაქციები:
პრეპარატის გამოყენება დაკავშირებულია სისტემური გვერდითი ეფექტების სიხშირის დაბალ დონესთან. პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება და სისტემური გვერდითი ეფექტები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. თითოეული გვერდითი ეფექტის სიხშირე შეადგენდა 1%-ზე ნაკლებს.
უროგენიტალური ტრაქტის მხრივ:
საშოს ლორწოვანი გარსის წვა და ქავილი, რომელიც შეიძლება განვითარდეს პირველი სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ ან მკურნალობის მესამე დღეს. დისკომფორტი მალე გადის მკურნალობის გაგრძელების ფონზე.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
მუცლის ტკივილი ან სპაზმები მუცლის არეში, ლითონის გემო (6%), ყაბზობა, პირის სიმშრალე, ზოგჯერ დიარეა, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
თავის ტკივილი, ატაქსია, თავბრუ (2%), კრუნჩხვები, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, პერიფერიული ნეიროპათია ხანგრძლივი გამოყენებისას).
სისხლმბადი სისტემის მხრივ:
ლეიკოპენია ან ლეიკოციტოზი.
ალერგიული რეაქციები:
ერითემა, გამონაყარი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ:
ლეიკოპენია.
შარდგამომყოფი სისტემი სმხრივ:
შარდის მოწითალო-მოყავსფრო შეფერილობა წყალში ხსნადი პიგმენტის (მეტრონიდაზოლის-2 ოქსიმეტრონიდაზოლის მეტაბოლიტი) არსებობის შედეგად, რომელიც წარმოიქმნება მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმის შედეგად.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს დაღლილობას და ტკივილს საზარდულის არეში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მეტრონიდაზოლის ეთანოლთან ერთად გამოყენებისას ვითარდება დისულფარიმ მაგვარი რეაქციები.
მეტრონიდაზოლის დისულფირამთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემი სმხრივ (ფსიქიკური რეაქციები).
იმავდროული გამოყენებისას ძლიერდება არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედება.
ლითიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება ლითიუმის ტოქსიკურობის მომატება.
მეტრონიდაზოლის ფენიტოინთან ერთად გამოყენებისას იზრდება სისხლში ფენიტოინის დონე, ხოლო მეტრონიდაზოლის დონე სისხლში კლებულობს.
ფენობარბიტალი იმავდროული გამოყენებისას ამცირებს სისხლში მეტრონიდაზოლის დონეს.
ციმეტიდინთან ერთადგამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში მეტრონიდაზოლის დონე და შედეგად, გაიზარდოს ვნევროლოგიური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი აინჰიბირებენ ასტემიზოლისა და ტერფენადინის მეტაბოლიტებს, რის შედეგადაც მატულობს ასტემიზოლისა და ტერფენადინის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.
შეიძლება აღინიშნოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის, გლუკოზისა და პროკაინამიდის კონცენტრაციების ცვლილება ამ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას.
ჭარბი დოზა:
მონაცემები მეტრონიდაზოლის ინტრავაგინალურად გამოყენებისას ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს. თუმცა, მეტრონიდაზოლთან ერთად შიგნით გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური ეფექტები.
მეტრონიდაზოლის ჭარბი დოზის სიმპტომები:
გულისრევა, ღებინება, მუცლისტკივილი, დიარეა, ქავილი, პირში ლითონის გემო, ატაქსია, თავბრუსხვევა, პარესთეზიები, კრუნჩხვები, ლეიკოპენია, შარდის გამუქება. აგინალური სუპოზიტორიების დიდი რაოდენობით შემთხვევით შიგნით მიღებისას აუცილებლობისას შეიძლება ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა. ჭარბი დოზის ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას რეკომენდებულია სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას 30ºC-მდე ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი გამოიყენება ინტრავაგინალურად.
გამოშვების ფორმა: 750მგ+200მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Laboratorio ELEA S.A.C.I.F.yA. არგენტინა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook