კოვონია ღამის ფორმულა – COVONIA night time formula

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული შემადგენლობის ხველის დამაწყნარებელი საშუალება.
შემადგენლობა
5 მლ
დექსტრომეთორფანის ჰიდრობრომიდი……………..      6.65 მგ
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი…………………….10.0 მგ
ნატრიუმის ბენზოატი……………………………………      6.0 მგ
გლიცეროლი…………………………………………………    0.5 მლ
სორბიტოლი…………………………………………………….0.8 გ
ალკოჰოლი…………………………………………………….. 7.3%.
სხვა ინგრედიენტები: ეთანოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, პოვიდონი K30, ლიკაზინი 80/55 (ჰიდროგენირებული გლუკოზის სიროფი), ნატრიუმის საქარინი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი), მენთოლი, პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), მაკროგოლ ცეტოსტეარილის ეთერი, კარამელი, შავი მოცხარის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოვონია ღამის ფორმულა შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: დექსტრომეთორფანის ჰიდრობრომიდს, რომელიც ამცირებს ხველებას და დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის (ანტიჰისტამინური), რომელიც ხელს უწყობს ცხვირის შეშუგებებითი პროცესის ალაგებას.
ჩვენებები:
საღამოს პერიოდში სიმპტომურად ხსნის არაპროდუქტიულ ხველებას და გაციებასთან დაკავშირებულ შეგუბებით პროცესებს.
მიღების წესი და დოზირება:
მიღების წესი:
პერორალური გამოყენებისთვის: გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 15 მლ ხსნარი ძილის წინ, საჭიროებისამებრ, განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია 6 საათის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად: ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენებები:
* არ არის რეკომენდებული წამლის მიღება პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულობის, ღვიძლის ფუნქციური დარღვევების, პროდუქტიული ხველების, ასთმის ან სასუნთქი სისტემის სხვა გართულებების, მაო-ს ინჰიბიტორების ბოლო 2 კვირის მანძილზე მიღების შემთხვევაში ან ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, საჭიროა ექიმის ინფორმირება.
განსაკუთრებული მითითებები:
* დაწესებულ დოზას არ გადააჭარბოთ.
* ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვემოთ არ არის რეკომენებული.
სიფრთხილის ზომები:
ვინაიდან წამლის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, სიფრთხილით ინიშნება მანქანისა და მექანიზმების მართვის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: გაუხსნელად 3 წელი.
გამოშვების ფორმა: ორალური ხსნარი ბოთლში 150 მლ
მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook