კლიმარა – CLIMARA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ესტრადიოლი/ESTRADIOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ესტროგენული პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სალბუნი (ესტადიოლის ტრანსდერმული სიტემა) ფართობით 12.5 კვ.სმ. შეფუთვაში 4 ც.
1 სალბუნი
ესტრადიოლი………            3.9 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცხოვრების გარკვეული პერიოდის შემედგ ყოველი ქალის ორგანიზმში იწყება საკვერცხეებში ესტროგენების წარმოქმნის დაქვეითებით მიმდინარე პროცესები, რაც იწვევს მათი დეფიციტით გამოწვეულ სხვადასხვა გართულებებს, სანამ არ მოხდება ამ მდგომარეობის მიმართ ორგანიზმის ადაპტაცია.
პოსტმენოპაუზის პერიოდში ესტროგენების უკმარისობის და მისი თანხმლები სიმპტომების სწრაფი და ეფექტური კუპირება შესაძლებელია ესტროგენული ჰორმონის რეგულარული შეყვანის საშუალებით.
ესტრადიოლი ქალის ორგანიზმში, ავსებს მენოპაუზის პერიოდში ესტროგენებით გამოწვეულ დეფიციტს და ხელს უწყობს კლიმაქსის პერიოდში ფსიქოემოციური და ვეგეტატური სიმპტომების ეფექტური მკურნალობის პროცესს. ესტრადიოლი კლიმარას სალბუნიდან გამონთავისუფლდება თანდათან. იგი განიცდის რეზორბციას სისხლში კანიდან (ტრანსდერმულად). ტრანსდერმული სისტემა ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის მუდმივი და სტაბილური მაჩვენებლების შენარჩუნებას.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია: კლიმარას პლასტირის კანზე აპლიკაციის შემდეგ შეიწოვება 50 მკგ დღეში, ამასთან მისი კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 35 პგ/მლ-ს.
განაწილება: პრეპარატის განმეორებითი გამოყენებისას ესტრადიოლის კუმულაციური ეფექტი არ აღინიშნება.
მეტაბოლიზმი: ესტრადიოლი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლირდება, თუმცა განიცდის ღვიძლისგარეშე (ნაწლავებში, თირკმელებში, ჩონჩხის კუნთებში, სამიზნე ორგანოებში) მეტაბოლიზმსაც. წარმოიქმნება ესტრონი, ესტრიოლი, კატექოლესტროგენები, აგრეთვე მათი კონიუგატები (სულფატები და გლუკურონიდები). ესტრადიოლ/ესტრონის შეფარდება ერთის ტოლია, რაც შეესატყვისება ცხოვრების რეპროდუქცილი პერიოდის ადრეულ ფოლიკულარულ ფაზას.
ელიმინაცია: ესტრადიოლის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 15-30 მლ/წთ/კგ-ს. ესტრადიოლი მეტაბოლიტების (სულფატები და გლუკურონიდები) სახით ძირითადად შარდით გამოიყოფა. მეტაბოლიტების მცირე ნაწილი გამოიყოფა ნაღველით და ერთვება ჰეპატოენტერალურ ცირკულაციაში.
ჩვენებები:
ბუნებრივი ან ქირურგიული ჩარევით (მხოლოდ არასიმსივნური დაავადებების დროს) ინდუცირებული კლიმაქტერული დარღვევების (მათ შორის ვეგეტო-სისხლძარღვოვანი, ფსიქოემოციური, უროგენიტალური) ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ქალებში;
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის თავიდან აცილება.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია სრული სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება (სარძევე ჯირკვლების და ცერვიკალური ნაცხის ციტოლოგიის ჩათვლით) და ორსულობის შესაძლებლობის გამორიცხვა. უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია მკურნალობიდან დაახლოებით ყოველი 6 თვის განმავლობაში.
დამცავი აპკის მოცილების შემდეგ, საჭიროა კლიმარას მოთავსება წებოვანი ზედაპირით სხეულის კანის მშრალ ზედაპირზე. კლიმარას სალბუნის მოთავსება სარძევე ჯირკვლებზე ნებადართული არ არის. პრეპარატის აპლიკაციის ადგილის შეცვლა წარმოებს კვირაში ერთხელ. კანის აღნიშნული ადგილი არ უნდა იყოს ცხიმიანი, დაზიანებული ან გაღიზიანებული. პრეპარატის მოთავსება წელზე, ტანსაცმლით გამოწვეული ხახუნის გამო, რაც იწვევს სალბუნის მოქმედების შესუსტებას, რეკომენდებული არ არის. სალბუნის გახსნის და დამცავი აპკის მოცილების შემდეგ საჭიროა პრეპარატის სწრაფად მოთავსება კანზე. იმისათვის, რომ სალბუნი კარგად მიეკრას კანს, განსაკუთრებით კი მისი გვერდითი ნაწილი, საჭიროა თითებით მისი მჭიდროდ დაფიქსირება 10 წამის განმავლობაში.
სალბუნის შეცვლა წარმოებს კვირაში ერთხელ, სალბუნის ადექვატურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია აბაზანის მიღება. მის მოცილება კანიდან შესაძლებელია ცხელი წყლის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო კანიდან ხდება სალბუნის მოცილება, საჭიროა 7 დღიანი მკურნალობის პერიოდის დარჩენილ დღეებში ახალი სალბუნის მოთავსება.
სალბუნის შეცვლა წარმოებს კვირაში ერთხელ, მკურნალობა წარმოებს უწყვეტი ან ციკლური რეჟიმით (სამკვირიანი კურსის შემდეგ კეთდება შესვენება 1 კვირა).
ესტროგენებით მონოთერაპია შესაძლებელია პაციენტებში საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ. ყველა დანარჩენ შემთხვევებში, ენდომეტრიული ჰიპერპლაზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა პროგესტაგენის შესაბამის დოზებში შეყვანა, ყოველი თვე, 10-12 დღის განმავლობაში. უწყვეტი თერაპიისას გესტაგენის შეყვანა შეიძლება როგორც თვის დასაწყისში, ასევე თვის ბოლოს.
საჭიროა მკურნალობის რეგულარულად განმეორება დაახლოებით 4 კვირიანი ინტერვალებით.
მკურნალობის ციკლური (3 კვირიანი) რეჟიმის შერჩევისას პროგესტაგენის შეყვანა წარმოებს ბოლო 10-12 დღიანი ციკლის განმავლობაში. მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენები ჩვეულებრივ შესაძლებელია განვითარდეს პროგესტაგენის შეყვანიდან 2-3 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ხშირად ადგილი აქვს კანის გაღიზიანებას აპლიკაციის ადგილზე.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: საშვილოსნოდან სისხლდენის ხასიათის შეცვლა, პროფუზული სისხლდენები, სისხლიანი გამონადენი, საშვილოსნოს ლეიომიომის ზომებში გაზრდა, ცერვიკალური სეკრეციის მხრივ დარღვევები.
სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ტკივილი.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, მეტეორიზმი, ქოლესტაზური სიყვითლე.
კანის მხრივ რეაქციები: ქლოაზმები ან მელანოდერმია, ერთეულ შემთხვევებში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, გენერალიზებული გამონაყარი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა.
სხვადასხვა: სხეულის წონის ცვლილება, შეშუპება, პორფირია, ლიბიდოს შეცვლა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ორსულობა და ლაქტაცია;
* საშვილოსნო, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები;
* ენდომეტრიოზი;
* ღვიძლის მძიმე დაავადებები;
* ღვიძლის სიმსივნეები, მათ შორის ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი);
* თრომბოემბოლიები (მათ შორის ანამნეზში);
* სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე მძიმე შაქრიანი დიაბეტი;
* ნამგლისებრ-უჯრედული ანემია;
* ლიპიდური ცვლის დარღვევა;
* ორსულობით გამოწვეული ჰერპესი, ოტოსკლეროზი, სიყვითლე ან ქავილი.
პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები: შაკიკის მსგავსი ან ძლიერი ხასიათის თავის ტკივილები მხედველობის და სმენის დარღვევა, თრომბოფლებიტის ან თრომბოემბოლიის პირველადი სიმპტომები (მაგ. კიდურებში ძლიერი ხასიათის ტკივილები, ან შეშუპებები, უცნობი ეტიოლოგიის მქონე მწვავე ტკივილები სუნთქვის ან ხველების დროს), ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის არეში, მოსალოდნელი ოპერაციები (6 კვირით ადრე), იმობილიზაცია, სიყვითლე, ჰეპატიტი, ქავილი, ეპილეფსიური კრუნჩხვები, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, ორსულობა.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკფაქტორი მოიცავს: ინდივიდუალურ და ოჯახურ ანამნეზს ვენური თრომბოემბოლიების შემთხვევების შესახებ (ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები ახლო ნათესავებში, შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მიუთითებს დაავადების მიმართ გენეტიკურ მიდრეკილებაზე) და ძლიერ სიმსუქნეს. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი ასაკთან ერთად ზრდება.
დიდი გეგმიური და ტრავმული ოპერაციებით ან მასიური ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი იმობილიზაციის შედეგად შესაძლებელია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის დროებითი გაზრდა. ამ შემთხვევაში სასურველია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროებითი შეწყვეტა.
ორსულობა და ლაქტაცია:
* პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნებადართული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
* იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაცეპცია აუცილებელია, იყენებენ არაჰორმონულ მეთოდებს (კნაუს-ოგინოს და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით).
* ზოგიერთ პაციენტებში კლიმარას გამოყენების დროს ადგილი აქვს საშვილოსნოდან პათოლოგიურ სისხლდენებს. ამ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
* აპლიკაციის ადგილზე კანის გაღიზიანების (მაგ. პერსისტიული ერითემა ან ქავილი) შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და ზოგჯერ აღნიშნული მეთოდით მკურნალობის შეწყვეტა.
* ესტროგენებით ხანგრძლივი მონოთერაპიის შედეგად იზრდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ან კარცინომის განვითარების რისკი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ გესტაგენების დამატებითი გამოყენებით (ძირითადად თვეში 10-12 დღის განმავლობაში) მცირდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბოს განვითარების საშიშროება.
* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით, არტერიული ჰიპერტონიით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით, ოტოსკლეროზით, ეპილეფსიით, ტეტანიით, მცირე ქორეით, პორფირიით, გულის უკმარისობით, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობით, შაკიკით შეპყრობილ პაციენტებს.
* პრეპარატით ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიების და კეთილთვისებიანი მიომების, აგრეთვე ანამნეზში სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
* სასქესო ჰორმონების გამოყენების შედეგად იშვიათად ვითარდება ღვიძლის სიმსივნეები. მუცლის არეში ძლიერი ტკივილები, ღვიძლის გადიდება ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების განვითარება, რომლებიც ხანმოკლე დროის მონაკვეთში თავისით არ ქრება, საჭიროა გათვალისწინებული იქნას დიფერენციული დიაგნოზის დროს.
* სალბუნის გამოყენებისას კანზე, ხშირი ადგილობრივი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების დროებით შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ბარბიტურატების, ფენილბუტაზონის, ჰიდანტოინის და რიფამპიცინის რეგულარულად მიღების შემთხვევაში, რომლებიც აქვეითებენ კლიმარას ეფექტურობას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
–  ცალკეულ შემთხვევებში, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს გამოყენებული საშუალებები ცვლიან გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას, რის გამოც იცვლება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებზზე და ინსულინზე მოთხოვნილება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: ScheringGnbH & CO. Production KG FOR Schering AG, გერმანია

გაფრთხილება