კოვონია საინჰალაციო წვეთები – COVONIA vapour drops

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული შემადგენლობის დეკონგენსტანტი ადგილბრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები:
მენთოლი – 17.5% w/v
პიტნის ზეთი – 0.2% v/v
სხვა ინგრედიენტები: ევკალიპტის ზეთი Ph Fur, ცერცვის ზეთი BPC 1973 ლავანდის არომატული ზეთი HSH, ინდუსტრიული სპირტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოვონია წვეთები არის საინჰალაციო სითხე, წარმოდგენილია ბოთლში, რომელიც შეიცავს 15 ან 30 მლ სითხეს. შეიცავს მენთოლს და პიტნის ზეთს, რომელიც ცხვირის გაჭედვის შეგრძნებას ხსნის.
ჩვენებები:
კოვონია წვეთები გამოიყენება სურდოს, ჭინჭრის ციების და ცხვირის გაგუდვის სიმპტომების მოსახსნელად.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდლებში, ხანდაზმულებში და ბავშვებში 3 თვის ასაკის ზევით: შეასხურეთ ცხვირსახოცს და შეისუნთქეთ.
ბავშვებში 3 თვის ასაკის ქვემოთ კოვონია წვეთები არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შეთხვევებში: ჰიპერმგრძნობელობა გამოხატული ალერგიით. ასეთი სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციის მიხედვით.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
* ახალშობილებში 3 თვემდე;
* სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში 3 თვის ასაკის ზემოთ, რადგან მენთოლმა შეიძლება გამოიწვიოს სპაზმი და კოლაფსი;
* პრეპარატის თვალებზე მოხვედრა; პრეპარატის პერორალური და პარენტერალური მიღება;
* სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია:
მკურნალ ექიმს აცნობეთ ხართ თუ არა ორსული ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გარკვეული რაოდენობის ან ბოთლში არსებული მთელი დოზის შემთხვევითი გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: საინჰალაციო წვეთები ბოთლში 15 მლ
მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება