კომფორტი ნაითი / Comfort night

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედაციური საშუალება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
შემადგენლობა:
თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
კატაბალახას ექსტრაქტი 200 მგ.
სვიის ექსტრაქტი 60 მგ.
ბარამბოს ექსტრაქტი 80 მგ.
მელატონინი 0.1 მგ.
მოქმედების მექნიზმი:
კატაბალახა  ახდენს დამაწყნარებელ ზეგავლენას ნერვულ სისტემაზე. არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აწონასწორებს აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესებს. ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას.

სვია- ახდენს დამამშვიდებელ, სპაზმოლიზურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.  გააჩნია მსუბუქი საძილე ეფექტი ნატურალური ნივთიერების- მეთილბუტინოლის მოქმედების გამო.
ბარამბო- რბილი მოქმედების ტრანკვილიზატორია. ახდენს სედატიურ და ანქსიოლიტურ მოქმედებას, ხსნის შიშის და ფსიქიური დაძაბულობის შეგრძნებას, ადუნებს გლუვ კუნთებს.

მელატონინი- ეპიფიზის ძირითადი ჰორმონია, ორგანიზმის დღე-ღამის ბიორითმის მარეგულირებელი ნივთიერება. ძირითადად (70%) გამოიყოფა ღამის საათებში და მისი ფუნქცია- ძილის რეგულაცია. მელატონინი- არეგულირებს ენდოკრინული და იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს სტრესისგან, გაციებისა და ონკოლოგიური დაავადებებისაგან, ანელებს დაბერების პროცესს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნერვული სისტემის სამკურნალო პრეპარატი. საძილე და სედაციური საშუალება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ჩვენებები:
გამოიყენება ძილის დარღვევების მკურნალობაში.
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
• მელატონინის მიღება არ შეიძლება აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში.
• 18 წლამდე ასაკი
• ორსულობა და ლაქტაცია
დოზირება და გამოყენების წესი:
მოზრდილებში პრეპარატი მიიღება ძილის წინ 30-40 წუთით ადრე. რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 კაფსულას.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოხსნის სინდრომი არ აღინიშნება. არ იწვევს მიჩვევას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს საკმარისი გამოცდილება ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ. მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობას და ლაქტაციის დროს.  მელატონინს შეუძლია ოვულაციის შეფერხება.
ბავშვებში გამოყენება:
არასაკმარისი ინფორმაციის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობვირ ჯგუფში.

სიფრთხილის სხვა ზომები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კოაგულოპათიის, შაქრიანი დიაბეტის და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ერთდროული გამოყენებისას, ზრდის  ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების და ბეტა-ადრენობლოკატორების მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება ჰორმონალურ პრეპარატებთან.
არ მიიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ჰიდროკორტიკოსტეროიდებთან და ციკლოსპორინთან.
გვერდითი მოვლენები:
შეიძლება განვითარდეს შემდეგო გვერდითი რეაქციები: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის ტკვილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება:
გვერდითი მოვლენების გაღრმავება. მკურნალობა სიმპტომურია.
შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
გამოშვების ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულები #20
შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: OCEAN HEALTHCARE PVT. ინდოეთი

გაფრთხილება