კორდიამინი – CORDIAMINE

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კორდიამინი წარმოადგენს ანალეფსიურ საშუალებას. იგი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ააგზნებს ვაზომოტორულ და სუნთქვით ცენტრებს. სუნთქვის ცენტრის რეფლექსური აგზნება ნაწილობრივ დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების რეფლექსურ სტიმულირებასთან, კორდიამინის არ ახასიათებს გულზე უშუალო ზეგავლენა და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება.
ჩვენებები
კოლაფსი და ასფიქსია შოკური მდგომარეობაა ქირურგიული ოპერაციების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში;
სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება;
სუნთქვის შესუსტება სხვადასხვა ინფექციური დაავადებით შეპყრობილ პირებსა და რეკონვალესცენტებში;
ახალშობილთა ასფიქსია;
ნარკოტიკებით, საძილე საშუალებებით და ალკოჰოლით მოწამვლა.
დოზირების რეჟიმი
კორდიამინს იყენებენ შიგნით მისაღებად, ასევე შეჰყავთ კანქვეშ, კუნთებში და ვენაში.
– მოზრდილებში შიგნით მისაღები დოზაა – 15-40 წვეთი დღეში ჭამის წინ.
– ბავშვებში იყენებენ იმდენ წვეთს, რამდენი წლისაც არის იგი.
– მოზრდილებს კანქვეშ, კუნთებში და ვენაში შესაყვანად ენიშნებათ 1-2 მლ 1-3-ჯერ დღეში;
– ბავშვების კანქვეშ შესაყვანად ასაკის მიხედვით ენიშნებათ 0.1-0.75 მლ.
– კორდიამინის ვენაში ინექცია მიმდინარეობს ნელა.
– ნარკოტიკებით, ანალგეტიკებით და საძილე საშუალებებით ინტოქსიკაციის დროს, მოზრდილებში ვენაში ნელა შეჰყავთ 3-5 მლ პრეპარატი (შესაძლებელია აგრეთვე კორდიამინის შეყვანა კანქვეშ და კუნთებში). რადგან კორდიამინის კანქვეშა და კუნთებში ინექციები მტკივნეულია. ტკივილების შემცირების მიზნით მდგომარეობის მიხედვით ინექციის ადგილას წინასწარ შეჰყავთ ნოვოკაინი (მოზრდილებში – 1 მლ 0.5 % ხსნარი, ბავშვებში – ასაკის შესაბამისად).
მოზრდილებში კორდიამინის უმაღლესი დოზა: შიგნით მისაღებად 2 მლ (60 წვეთი), სადღეღამისო 6 მლ (180 წვეთი); კანქვეშა ინექციის უმაღლესი დოზა: ერთჯერადი – 2 მლ, სადღეღამისო – 6 მლ. ნარკოტიკებით მოწამვლისას კორდიამინის უმაღლესი ერთჯერადი დოზა კანქვეშ და ვენაში ინექციისათვის შეადგენს 5 მლ-ს.
გვერდითი მოვლენები
ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.
უკუჩვენებები
კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– კორდიამინის და რეზერპინის კომბინაცია იწვევს კრუნჩხვების გაძლიერებას. სუნთქვის ცენტრის აგზნების კუპირება შესაძლებელია ზოგადი სანარკოზო საშუალებების გამოყენებით.
– პასკი და სალუზიდი ამცირებენ კორდიამინის მოქმედების ეფქეტს.
– ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები იწვევენ კორდიამინის ანალეფსიური ეფექტის და მისი კრუნჩხვითი მოქმედების შესუსტებას.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook