კრილომაქსი კაფსულა / KriloMax Capsule

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავებში ნაღვლის მჟავას და ქოლესტერინის შეწოვის დამაბრკოლებელი პრეპარატები

ერთი კაფსულის შემადგენლობა:
თევზის ქონი –  948 მგ.
ომეგა – 3 – 640 მგ.
ეიკოზაპენტაენის მჟავა – 340 მგ.
დოკოზაჰექსაენის მჟავა – 235 მგ.
კრილის ზეთი – 2 მგ.
ასტაქსანტინი – 0,11 მგ.

დამხმარე
ნივთიერებები:
ჟელატინი (ხარის ჟელატინი), გამოხდილი წყალი, გლიცერინი (E422), ფორთოხლის არომატიზატორი, ვიტამინი E.

ფარმაკოლოგიური
მოქმედება:
თევზის ქონიშეიცავს A და D ვიტამინებს, პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, იცავს ცნს-ს ემოციური გადატვირთვისა და ჰიპერაგზნებისგან. ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზდება ორგანიზმში; იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსაენისა (DHA) და ეიკოზაპენტაენის (EPA) მჟავების სახით.  ომეგა -3 აძლიერებს გულსისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, აგრეთვე აუმჯობესებს კანის ტროფიკას. ომეგა-3 ანორმალიზებს ცხიმოვან ცვლას, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციას სისხლში, ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 ეწინააღმდეგება ორგანიზმში ანთებითი პროცესის ჩამოყალიბებას, თრგუნავს რა ციტოკინაზებისა და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბწარმოქმნის რისკს, სისხლის წებოვნებას. აქვეითებს საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის იშემიური დაავადებების განვითარებას. ომეგა-3 ახდენს ინსულინრეზისტენტობისა და დიაბეტის განვითარების პრევენციას. ომეგა-3 აუმჯობესებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას, იცავს თავის ტვინს სტრესის დამანგრეველი მოქმედებისგან. ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას. ფოსფოლიპიდები, DHA და EPA წარმოადგენენ უჯრედის პლაზმური მემბრანის მნიშვნელოვან ნაწილს, ისინი უზრუნველყოფენ მემბრანის ელასტიურობასა და სტაბილურობას. DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას. E ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში; ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ასტაქსანტინი მიეკუთვნება კაროტინოიდების ჯგუფს. ის წარმოადგენს ნატურალურ წითელ პიგმენტს. ასტაქსანტინი ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის კომბინაციაში E ვიტამინსა და ომეგა-3-თან ერთად უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.

ფარმაკოლოგიური
თვისებები:
კრილომაქსი უზრუნველყოფს უჯრედის მემბრანის მთლიანობის შენარჩუნებას. მხედველობის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კრილომაქსი ხელს უწყობს ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს შორის ბალანსის შენარჩუნებას, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. კრილომაქსი იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან; ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას, კონცენტრაციის უნარს.

ჩვენებები:

– მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
დამხმარე თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სხვა სტანდარტულ თერაპიაზე დამატებით (მაგ., სტატინები, ანტითრომბოციტული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები).
ჰიპერტრიგლიცერიდემია
ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია, როგორც დამატება დიეტაზე, როდესაც დიეტური ღონისძიებები არასაკმარისად ეფექტურია:
– ტიპი IV – მონოთერაპია
– ტიპი IIბ/III – კომბინირებულ თერაპიაში სტატინებთან, ტრიგლიცერიდების დონის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში.

დოზირება
და
მიღების
წესი:
 მიიღება 12 წლიდან ზევით, 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს ან შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.

გვერდითი
ეფექტები:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის
წესი:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის
ვადა:
იხ. შეფუთვაზე.
გამოშვების ფორმა:
ჟელატინის რბილი კაფსულა №30
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება