ევკალიპტი / Eucaliptus

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა
ევკალიპტის ეთერზეთი (Eucalyptus Globulus)
მოქმედი ნივთიერებები
1,8-ცინეოლი (eucalyptol), ალფა-პინენი, ლიმონენი
ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმი
ევკალიპტი არის ამოსახველებელი საშუალება, მისი ეთერზეთის და ფოთლების გამოყენება ბრონხიტებისა და ხველების სამკურნალოდ დამტკიცებულია გერმანიის E Commission-ის მიერ.
ჩვენებები
• გაციების სიმპტომები,
• რესპირატორული ინფექციები

• ლორწოვანი გარსის ანთება.
დოზირება და მიღების წესი
ერთი კაფსულა 2-3 ჯერ დღეში.
უკუჩვენებები
• 12 წლამდე ბავშვები.
• პაციენტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებებით, ღვიძლის მძიმე დაავადებებით და ასთმით.
• ორსულობა და ლაქტაცია
• მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში, არსებობს რისკი გულისრევის, ღებინების, დიარეის და კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების.
ურთიერთქმედება სხვა წამალთან
• ევკალიპტის ეთერზეთი ასტიმულირებს ღვიძლის ფერმენტების დეტოქსიკაციურ სისტემას, აქედან გამომდინარე მან შესაძლოა შეამციროს სხვა პრეპარატების- ფენობარბიტალის და ამფეტამინის ეფექტები.
• თუ ევკალიპტი მიღებულ იქნა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის  და შაქრის დაბალი დონის სიმპტომების რეგულარული კონტროლი.
• ერთდროული გამოყენება ევკალიპტის შემცველი პროდუქტების და ბარბიტურატების ან პიროლიზიდინის ალკალოიდების შემცველი მცენარეების, როგორიცაა კიტრისუნა  თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღებ
გამოყენება დაუშვებელია  ორსულობის და ლაქტაციის დროს.
დამატებითი შენიშვნები
• ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• შეინახეთ სინათლისგან მიუწვდომელ ადგილას 15-30 °C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
რბილი კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება