ელაფრა – ELAFRA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ლეფლუნომიდი
ქიმიური დასახელება: 5-მეთილ-N-(4-(ტრიფტორომეთილ)ფენილი)-4-კარბოქსამიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნოსუპრესანტი
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება:
ლეფლუნომიდი-10 მგ ან 20მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი-80,0მგ ან 160,0მგ, დაბალ ჩანაცვლებული ჰიპრომელოზა-5,0მგ ან 10,0მგ, ღვინის მჟავა-3,0მგ ან 6,0მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი-0,5მგ ან 1,0მგ, მაგნიუმის სტეარატი-1,5მგ ან 3,0მგ.
გარსის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი-1,3656მგ ან 2,7312მგ, ტიტანის დიოქსიდი-0,9600მგ ან 1,9200მგ, ტალკი-0,6000მგ ან 1,2000მგ, ლეციტინი-0,0600მგ ან 0,1200მგ, ქსანტანის გომიზი -0.0144მგ ან 0,0288მგ.
აღწერილობა
დოზა 10მგ -აპკით დაფარული ტაბლეტები. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ორმხრივ ამობურცული, მრგვალი ფორმის ტაბლეტები.
დოზა 20მგ – აპკით დაფარული ტაბლეტები. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ორმხრივ ამობურცული, მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს დატანილია ხაზი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
ელაფრა წარმოადგენს ბაზისურ, ანტირევმატულ პრეპარატს, რომელიც ახდენს დაავადების მიმდინარეობის მოდიფიცირებას ანტიპროლიფერაციული მოქმედებით. ლეფლუნომიდის აქტიური მეტაბოლიტი A771726 აინჰიბირებს ფერმენტს დიჰიდროოროტატდეჰიდროგენაზას და გააჩნია ანტიპროლიფერაციული აქტივობა. A771726 ინ ვირტო პირობებში აფერხებს მიტოგენებით გამოწვეულ პროლიფერაციას და თ-ლიმფოციტების დნმ-ის სინთეზს. A771726-ს ანტიპროლიფერაციული აქტივობა ვლინდება პირიმიდინის ბიოსინთეზის დონეზე, რამდენადაც ურიდინის უჯრედულ კულტურაზე დამატებისას ითრგუნება მეტაბოლიტი A771726-ის იჰიბიტორული მოქმედება. რადიოიზოტოპური ლიგანდის გამოყენებისას ნაჩვენებია, რომ A771726 არჩევითად უკავშირდება დიჰიდროოროტატდეჰიდროგენაზას ფერმენტებს, რითაც აიხსნება მისი საშუალებით G1სტადიაზე აღნიშნული ფერმენტის ინჰიბირების და ლიმფოციტების პროლიფერაციის თვისება. A771726 ერთდროულად თრგუნავს რეცეპტორების ინტერლეიკინი 2-ის და ბირთვის ანტიგენის Kი-67 და PჩNA-ს მიმართ ექსპრესიას, რომლებიც დაკავშირებული არიან უჯრედულ ციკლთან.
ლეფლუნომიდის თერაპიული მოქმედება ნაჩვენები იყო აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის რევმატოიდული ართრიტის რამდენიმე ექსპერიმენტულ მაგალითში.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის აბსორბცია შეადგენს 82-95% და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. სისხლის პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციის მიღწევის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 თვეს პრეპარატის ყოველდღიურად მიღებისას, იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის საწყის ეტაპზე არ ინიშნება დარტყმითი დოზა.
A771726-ს ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის (თ1/2) გამო გამოიყენებოდა დატვირთული დოზა 100მგ-ს 3 დღის მანძილზე, რაც ხელს უწყობს A771726-ს თანაბარი პლაზმური კონცენტრაციის სწრაფად მიღწევას. A771726-ს ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს გააჩნია ხაზოვანი დამოკიდებულება  5მგ-20მგ დოზების შემთხვევაში. აღნიშნულ კვლევებში კლინიკური ეფექტი მჭიდროდ უკავშირდება A771726-ს პლაზმურ კონცენტრაციას და ლეფლუნომიდის დღიურ დოზას. დღეში 20 მგ-ს მიღებისას A771726-ს საშუალო პლაზმური კონცენტრაცია სტაციონარულ მდგომარეობაში შეადგენდა 35მკგ/მლ. პრეპარატის მრავალჯერადად მიღებისას მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება 33-35-ჯერ ერთჯერად მიღებასთან შედარებით.
A771726 პლაზმაში სწრაფად უკავშირდება ალბუმინს. შეუკავშირებელი ნაწილი შეადგენს 0,62%. A771726-ს შეკავშირება უფრო ცვალებადია და გარკვეულწილად მცირდება რევმატოიდული ართრიტის ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.
ლეფლუნომიდი სწრაფად მეტაბოლიზირდება ნაწლავის კედელში და თირკმელებში ერთ მთავარ მეტაბოლიტად(A771726) და რამდენიმე მეორეხარისხოვან მეტაბოლიტად, მათ შორის 4-ტრიფლუოპომეთილალანინად. ლეფლუნომიდის ბიოტრანსფორმაცია A771726-ში და თავად A77172-ს შემდგომი მეტაბოლიზმი კონტროლირდება რამდენიმე ფერმენტით და გაივლის მიკროსომალურ და სხვა უჯრედულ ფრაქციებს.
პლაზმაში, შარდში და ფეკალიებში აღინიშნება ლეფლუნომიდის შესამჩნევი რაოდენობა. A771726-ს გამოყოფა ნელია და ახასიათებს კლირენსი 31მლ/სთ.  T1/2-დაახლოებით 2 კვირაა.
ჩვენებები
– რევმატოიდული ართრიტის აქტიური ფორმა.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. თირკმლის უკმარისობა, მწვავე იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (მათ შორის შიდსი), ძვლის ტვინის ფუნქციის გამოხატული დარღვევა ან ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, რაც გამოწვეულია სხვა მიზეზებით(გარდა რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტისა), მწვავე ინფექციები, თირკმის საშუალო ან მწვავე უკმარისობა, მწვავე ჰიპოპროტეინემია (მათ შორის ნეფროტული სინდრომი), ორსულობის (აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა ლეფლუნომიდით მკურნალობის დაწყებამდე) და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და მომწიფების პერიოდში, როდესაც არ გამოიყენება სანდო კონტრაცეპტული საშუალებები.  პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ აუცილებელი ქალმა 2 წლის განმავლობაში დაიცვას თავი ორსულობისაგან.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა. ქალები, რომლებიც ღებულობენ ლეფლუნომიდს და სურთ დაორსულება (ან უკვე დადგა ორსულობა) რეკომენდირებულია “გამორეცხვის” პროცედურის ჩატარება, რაც ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში შემავალი აქტიური მეტაბოლიტის დონის სწრაფად შემცირებას (ლეფლუნომიდის შეწყვეტის შემდეგ ინიშნება ქოლესტირამინი დოზით 8გ დღეში სამჯერ 11 დღის განმავლობაში ან 50გ გააქტივებული ნახშირი, ფხვნილის სახით დღეში ოთხჯერ 11 დღე). შემდგომ აუცილებელია მეტაბოლიტის A771726 კონცენტრაციის განსაზღვრა ორჯერ, 14 დღიანი ინტერვალით. იმ მომენტიდან, როდესაც პრეპარატის კონცენტრაცია დაფიქსირდება 20მკგ/ლ დაორსულებამდე უნდა გავიდეს 1.5 თვე. გასათვალისწინებელია, რომ “გამორეცხვის” პროცედურის გარეშე პრეპარატის კონცენტრაციის დაწევა 20მკგ/ლ-ს ქვემოთ აღინიშნება 2 წლის შემდეგ. ქოლესტირამინმა და გააქტივებულმა ნახშირმა შესაძლებელია გავლენა მოახდისნოს ესტროგენის და პროგესტერონის აბსორბციაზე იმ თვალსაზრისით, რომ სანდო პერორალური კონტრაცეპტული საშუალებები არ იძლევა საჭირო კონტრაცეპციის გარანტიას პრეპარატის გამოყენების პერიოდში. რეკომენდირებულია კონტრაცეპციის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება.
ლეფლუნომიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. სწორედ ამიტომ ლეფლუნომიდის მიღება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
მიღების მეთოდი და დოზირება
მიიღება შინაგანად, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარი რაოდენობის სითხესთან ერთად. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ლეფლუნომიდის შეწოვაზე.
ლეფლუნომიდით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის სათანადო გამოცდილება.
ლეფლუნომიდით მკურნალობა იწყება დარტყმითი დოზით 100მგ 3 დღის მანძილზე. შემანარჩუნებელი დოზის თვალსაზრისით რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში რეკომენდირებულია 10-20მგ ლეფლუნომიდის მიღება დღეში ერთჯერ.
თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 4-6 კვირის შემდეგ და შესაძლებელია გაიზარდოს 4-6 თვემდე.
განსხვავებული დოზირება არ არის რეკომენდირებული ისეთი პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ იოლი ფორმის თირკმლის უკმარისობა.
დოზის დაკორექტირება არ არის საჭირო 65 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება
უფრო მეტად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (1-10%): ლეიკოპენია, ალერგიული რეაქციები, მადის დაკარგვა, წონის დაკლება (როგორც წესი, უმნიშვნელოა), დაღლილობა (სისუსტე), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, არტერიული წნევის ზომიერად მომატება, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, პირის ღურს ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება, თმის ცვენა, ეგზემა, კანის სიმშრალე, გამონაყარი, ქავილი, ტენდოვაგინიტი, სისხლში გარკევული ფერმენტების მომატება (კრეატინფოსფოკინაზა).
არატიპიური გვერდითი ეფექტები (0,1-1%): სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლში კალიუმის დონის შემცირება, შფოთვა, გემოს დაქვეითება, ჭინჭრის ციება, სისხლში ცხიმების დონის მომატება (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები), სისხლში ფოსფატის დონის შემცირება.

იშვიათად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (0,01-0,1%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, არტერიული წნევის უეცარი მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ჰეპატიტის სახით, ქოლესტაზი, სიყვითლე, სეფსისი, რაც შესაძლებელია ლეტალური აღმოჩნდეს.
ძალიან იშვიათად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (£0,001%): აგრანულოციტოზი, მწვავე ალერგიული რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, ვასკულიტი, პერიფერიული ნევროპათია, პანკრეატიტი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ლეიკოპენია, ანემია და ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება.
მკურნალობა: ჭარბი დოზირების ან ტოქსიკურობის შემთხვევაში რეკომენდირებულია ქოლესტირამინის ან აქტივირებული ნახშირის მიღება, რომ დაჩქარდეს ორგანიზმის გაწმენდა. ქოლესტირამინის 8გ დღეში სამჯერ 24 სთ-ის განმავლობაში  სამ მოხალისე ჯანმრთელ პიროვნებაში პერორალურად მიღებისას სისხლის პლაზმაში A771726- შემცველობა შემცირდა დაახლოებით 40%-24 სთ-ში და 49-65%-48 სთ-ში. ნაჩვენებია, რომ აქტივირებული ნახშირის (ფხვილი, სუსპენზიის სახით) პერორალურად ან კუჭის ზონდით მიღებისას (50გ ყოველ 6სთ-ში ერთი დღის მანძილზე) აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია მცირდება 37%-24სთ-ში და 48%-48სთ-ში.
“გამორეცხვის” პროცედურების განმეორება შესაძლებელია კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით. კვლევა, რომელშიც გამოყენებოდა ჰემოდიალიზი და ქრონიკული ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი აჩვენებს, რომ A771726, ლეფლუნომიდის მთავარი მეტაბოლიტი არ გამოიყოფა დიალიზის გზით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
გვერდითი რეაქციები შესაძლებელია გაძლიერდეს თუ მიიღება ან ბოლო პერიოდში მიიღებოდა ჰემატოტოქსიური ან ჰემატოტოქსიური პრეპარატები ან თუ აღნიშნული პრეპარატები “გამორეცხვის” გარეშე მიიღება ლეფლუნომიდის მკურნალობის დაწყების შემდეგ. არ არის დადგენილი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლეფლუნომიდს (10-20მგ/დღ.) და მეტოტრექსატომს (10-25მგ/დღ.) შორის.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის დადგენილი ლეფლუნომიდის და სამფაზიანი პერორალული კონტრაცეპტივების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, ციმეტიდინის, რიფამპიცინის ერთობლივად გამოყენებისას.
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ლეფლუნომიდის მეტაბოლიტი A771726 თრგუნავს ციტოქრომ P450 2ჩ9-ს აქტივობას. ლეფლუნომიდი სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან მოცემული ფერმენტების სისტემით (ფენიტოინი, ვარფარინი, ტოლბუტამიდი).
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ლეფლუნომიდს არ არის რეკომენდირებული ქოლესტირამინის ან აქტივირებული ნახშირის მიღება, რადგან იწვევს სისხლის პლაზმაში A771726-ს (ლეფლუნომიდის აქტიური მეტაბოლიტი) კონცენტრაციის სწრაფად და მნიშვნელოვნად შემცირებას. ითვლება, რომ ეს განპირობებულია A771726-ს რეცირკულაციის დარღვევით ღვიძლში და წვრილ ნაწლავში და/ან კუჭ-ნაწლავური დიალიზის დარღვევით.
ლეფლუნომიდის ერთჯერადი დოზის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ რიფამპიცინის მრავალჯერად დოზებს (ციტოქრომა P450 არასპეციფიკური ინდუქტორი) A771726-ს პიკური დონე გაიზარდა დაახლოებით 40%, მაშინ როდესაც AUС მრუდი კონცენტრაციის დრო მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. აღნიშნული ეფექტის მექანიზმი არ არის დადგენილი.
ლეფლუნომიდი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არ წარმოადგენენ ანთების საწინააღმდეო არასტეროიდულ პრეპარატებს, მეტაბოლიზირდებიან ჩYP2ჩ9-ს დახმარებით, როგორც არის ფენიტოინი, ვარფარინი და ტოლბუტამიდი.
კვლევაში, როდესაც ლეფლუნომიდს ღებულობდნენ ჯანმრთელი, მდედრობითი სქესის მოხალისეები 30მკგ ეთინილესტრადიოლის შემცველ სამფაზიან პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად არ აღინიშნა კონტრაცეპტივის ეფექტის შემცირება, ხოლო A771726-ის ფარმაკოკინეტიკა სრულად შეესაბამებოდა განსაზღვრულ დიაპაზონს.
დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ლეფლუნომიდის მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რევმტოლოგიაში გამოსაყენებლ პრეპარატებთან (მაგ: ქლოროქინი და ჰიდროქსიქლორინი), ოქროს პრეპარატებთან (კუნთში მისაღები ან პერორალური), დ-პენიცილამინთან, აზათიოპრინთან და სხვა იმუნოდეპრესიული სამკურნალო საშუალებებთან (მეთოტრექსატის გარდა) ერთად გამოყენების შესახებ. კომპლექსური თერაპიის რისკი დაუდგენელია, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის შემთხვევაში. რადგან მსგავსი ტიპის მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს  დამატებითი ან სინერგიული ტოქსიკურობა (მაგ: ჰეპატო-ან ჰემატოტოქსიკურობა), აღნიშნული პრეპარატის გამოყენება სხვა ბაზისურ საშუალებეთან ერთად (მაგ:მეტოტრექსატი) არ არის სასურველი. პოტენციურად მიელოტოქსიური საშუალებების გამოყენებას შესაძლებელია უკავშირდებოდეს ჰემატოლოგიური ეფექტების მაღალი რისკი. უმუნოდეპრესანტები ზრდიან ინფექციის განვითარების რისკს, ასევე ავთვისებიანი, განსაკუთრებით ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებების რისკს.
კლინიკური მონაცემები არ არსებობს ლეფლუნომიდით მკურნალობის პერიოდში ვაქცინაციის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. მით უმეტეს არ არის რეკომენდირებული ვაქცინაციის ჩატარება ცოცხალი ვაქცინებით. გასათვალისწინებელია პრეპარატ ელაფრას ხანგრძლივი T1/2 როდესაც მისი შეწყვეტის შემდეგ იგეგმება ცოცხალი ვაქცინით აცრის ჩატარება.

განსაკუთრებული მითითებები
ელაფრას დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ.
მკურნალობის დაწყებამდე გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია აღინიშნოს გვერდითი ეფექტების მომატება იმ პაციენტებში, რომლებიც მანმადე ღებულობდნენ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო სხვა ბაზისურ საშუალებებს, რომელთაც გააჩნიათ ჰეპატო-ან ჰემატოტოქსიური მოქმედება.
ლეფლუნომიდის აქტიურ მეტაბოლიტს -A771726 ახასიათებს ხანგრძლივი T1/2, რაც ჩვეულებრივ შეადგენს  1-4 კვირას. ლეფლუნომიდის აქტიური მეტაბოლიტის- AH1726 ხანგრძლივი T1/2 გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია განვითარდეს ან შენარჩუნდეს სერიოზული არასასურველი ეფექტები
(მაგ: ჰეპატოტოქსიურობა, ჰემატოტოქსიურობა ან ალერგიული რეაქციები-იხილეთ ქვემოთ). ასეთ შემთხვევაში საჭიროა “გამორეცხვის” პროცედურის ჩატარება (ლეფლუნომიდით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ  ინიშნება ქოლესტირამინი დოზით 8გ დღეში სამჯერ 11 დღე ან 50გ აქტივირებული ნახშირი დღეში ოთჯერ 11 დღე).
პროცედურის განმეორება შესაძლებელი კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით. სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ლაიელის სინდრომის ტიპის მწვავე იმუნოლოგიური/ალერგიული რეაქციების დროს “გამორეცხვის” სრული პროცედურის ჩატარება აუცილებელია. ტოქსიკურობის მსგავსი შემთხვევების გამოვლენისას ან სხვა ბაზისურ პრეპარატზე გადასვლისას (მაგ: მეტოტრექსატი) ლეფლუნომიდით მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია “გამორეცხვის” პროცედურის ჩატარება.
რამდენადაც ლეფლუნომიდის აქტიური მეტაბოლიტი A771726 უკავშირდება ცილებს და გამოიყოფა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით და ნაღვლისმიერი სეკრეციით სისხლის პლაზმაში A771726 შემადგენლობის დონემ შესაძლებელია მოიმატოს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპოპროტეინემია.
აღინიშნება ღვიძლის მწვავე დაზიანების იშვიათი შემთხვევები, ცალკეულ შემთხვევებში ლეფლუნომიდით მკურნალობის ფონზე სრულდება ფატალურად.
აღნიშნული შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. მართალია არ არის დადგენილი მოცემული არასასურველი ეფექტების მიზეზობრივი კავშირი ლეფლუნომიდთან და ხშირ შემთხვევაში აღინიშნება საეჭვო ფაქტორები, აუცილებელია კონტროლზე რეკომენდაციების ზუსტად შესრულება.
ალანინამინოტრასფერაზას (ალტ) დონე უნდა შემოწმდეს ლეფლუნომიდით მკურნალობის დაწყებამდე, შემდეგ ყოველ 2 დღეში პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ერთჯერ ყოველ 6-8 კვირაში.
ალტ-ს მომატებული დონის გამოხატულების და ხანგრძლივობის მიხედვით არსებობს შემდეგი რეკომენდაციები დოზის კორექციასა და პრეპარატის მიღების შეწყვეტაზე.
თუ ალტ-ს ზედა ზღვრის ნორმა 2-3ჯერ არის მომატებული შესაძლებელია დოზის 20 დან 10მგ–მდე /დღ. შემცირებით ლეფლუნომიდით მკურნალობის გარძელება, მხოლოდ ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს აღნიშნული მაჩვენებლები.
თუ ალტ-ს 2-3 ჯერ მომატებული ზედა ზღვრის ნორმა ნარჩუნდება ან თუ ალტ-ს დონის ზრდა 3-ჯერ მეტად აღინიშნება ლეფლუნომიდის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს “გამორეცხვის” პროცედურა.
რადგან შესაძლებელია განვითარდეს დამატებითი ჰეპატოტოქსიური ეფექტები, რეკომენდირებულია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება ლუფლუნომიდით მკურნალობის პერიოდში.
მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს სისხლის სრული კლინიკური ანალიზი, მათ შორის უნდა განისაზღვროს ლეიკოციტების ფორმულა და თრომბოციტების რაოდენობა, აღნიშნული ანალიზები განმეორებით უნდა ჩატარდეს ყოველ 2 კვირაში მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 6-8 კვირაში.
პაციენტებში, რომელთაც მანამდე აღენიშნებოდან ანემია, ლეიკოპენია ან/და თრომბოციტოპენია, ან პაციენტებში, როემლთაც აქვთ ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა ან მზგავსი დარღვევების განვითარების რისკი, არსებობს ჰემატოლოგიური დარღვევების განვითარების საფრთხე. მზგავსი შემთხვევების დროს საჭიროა “გამორეცხვის” პროცედურების ჩატარება სისხლის პლაზმაში A771726 დონის შესამცირებლად.
სერიოზული ჰემატოლოგიური რეაქციების, მათ შორის პანციტოპენიის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია შეწყდეს პრეპარატ ელაფრას და ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება, რომელიც ამცირებს ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნას და უნდა დაიწყოს “გამორეცხვის” პროცედურა.
რამდენადაც ლეფლუნომიდი დიდხანს ნარჩუნდება ორგანიზმში, სხვა ბაზისურ პრეპარატზე (მაგ მეთოტრექსატი) გადასვლამ შესაბამისი “გამორეცხვის” პროცედურების ჩატარების გარეშე შესაძლებელია დამატებითი რისკის განვითარება გამოიწვიოს, მაშინაც კი როდესაც სხვა პრეპარტზე გადასვლის შემდეგ დიდი დრო გავიდა  (მაგ; კინეტიკური ურთიერთქმედება, ორგანოტოქსიურობა).
თუ ბოლო პერიოდში ჩატარდა მკურნალობა ჰეპატოტოქსიური ან ჰემატოტოქსიური პრეპარატებით (მაგ: მეტოტრექსამი) შესაძლებელია გაიზარდოს გვერდითი ეფექტების რიცხვი, ამიტომ ლეფლუნომიდით მკურნალობის დაწყებისას საჭიროა დეტალურად გადაიხედოს ყველა დადებითი თუ უარყოფითი ასპექტები, რაც უკავშირდება მოცემული პრეპარატის მიღებას.
წყლულოვანი სტომატიტის განვითარების შემთხვევაში ლეფლუნომიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
არსებობს მონაცემები სტივენ-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ლეფლუნომიდს. კანის რეაქციების ან/და ლორწოვანი გარსის რექციების განვითარების შემთხვევაში უნდა გადაიდოს პრეპარატ ელაფრას და სხვა ნებისმიერი მასთან დაკავშირებული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს “გამორეცხვის” პროცედურა.

აუცილებელია პრეპარატის სრულად გამოყოფა ორგანიზმიდან. მზგავს შემთხვევებში პრეპარატის განმეორებით დანიშვნა უკუნაჩვენებია.
ინფექციები. ცნობილია, რომ ლეფლუნომიდის მსგავსი პრეპარატების და იმუნოსუპრესული თვისებების მქონე საშუალებების გამო პაციენტი უფრო მგრძნობიარე ხდება სხვადასხვა სახის ინფექციების მიმართ, მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციების მიმართ (ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სოკოთი და მიკროორგანიზმებით, რომლებსაც ინფეციის გამოწვევა შეუძლიათ მხოლოდ დაქვეითებული იმუნიტეტის პირობებში). მოცემული ინფექციური დაავადებები, როგორც წესი მიმდინარეობს მძიმედ და საჭიროებს ადრეულ და ინტენსიურ მკურნალობას. მწვავე ინფექციური დაავადებების განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ლეფლუნომიდის შეწყვეტა და “გამორეცხვის” პროცედურების დაწყება.
აუცილებელია ყურადღებით მოხდეს იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც აღენიშნებათ დადებითი რეაქცია ტუბერკულინზე, რადგან არსებობს ტუბერკულოზის რეაქტივაციის რისკი.
ლეფლუნომიდით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა ფილტვების ინტერსტიციალური პროცესის იშვიათი შემთხვევები. ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველება და დისპნოე შესაძლებელია გახდეს ლეფლუნომიდის შეწყვეტის მიზეზი.
ლეფლუნომიდით მკურნალობი დაწყებამდე და მისი დაწყებიდან პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევის დონე.

რეკომენდაციები მამაკაცებისათვის.
არ არსებობს მონაცემები ფეტოტოქსიურობის გავნითარების რისკის (რაც უკავშირდება პრეპარატის ტოქსიკურ ზეგავლენას სპერმატოზოიდზე)შესახებ მამაკაცებში ლეფლუნომიდის გამოყენებისას. შესაძლო რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად, როდესაც იგეგმება ბავშვის გაჩენა საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და “გამორეცხვის” პროცედურის დაწყება.
პრეპარატის მამაკაცებში გამოყენების პერიოდში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება პარტიონის ორსულობისაგან პრევანციისათვის.

ტრანსპორტის მართვა და სხვა მექანიზმების გამოყენება
სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვის და ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რაც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქო მოტორულ რეაქციებს.

გამოშვების ფორმა
აპკით დაფარული ტაბლეტები 10მგ ან 20მგ.
პოლიმერულ ფლაკონში 10,15,20,28,30,42,50,56,60,90,98 ან 100 ტაბლეტი. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით)
მწარმოებელი: Haupt pharma, გერმანია

გაფრთხილება