ემოფიქსი / EMOFIX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰემოსტაზური ბარიერული მალამო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ჰემოსტაზური ბარიერული მალამო: ტუბში 30 გ, შეფუთვაში აპლიკატორი კანულა.

შემადგენლობა: ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, საფუარის პროტეინის ექსტრაქტი, ფოსფატიდილქოლინი, ტოკოფეროლის აცეტატი, ფუტკრის ცვილი, სოიოს ზეთი, სტეარილის სპირტი, კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის ქლორიდები, გლიცერილის მონოსტეარატი, მეთილ და პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, BHT.

ჩვენებები
ემოფიქსი არის ჰემოსტაზური მალამო ბარიერული ფუნქციით, რომელიც ნაჩვენებია კანის და ლორწოვანი გარსების ჰემორაგიული ეპიზოდების პრევენციის და შეჩერებისთვის, როგორიცაა, ძლიერი, მცირე, ან ტრავმული სისხლდენა ცხვირიდან, მცირე ჭრილობები და ა.შ.

დოზირების რეჟიმი
ჰემორაგიული შემთხვევის სამკურნალოდ: დაიტანეთ მალამოს საჭირო რაოდენობა დაზიანებულ ადგილას.
ცხვირიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენცია: მწვავე პერიოდიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში დაიტანეთ მალამო დღეში 2-ჯერ, ან ექიმის რკომენდაციის მიხედვით. მალამოს ცხვირის ლორწოვანზე დატანისას რეკომენდებულია აპლიკატორის, კანულას გამოყენება.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები
წვის შეგრძნება, ცხვირის ტკივილი და რინორეა შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის პირველ დღეებში. ზემოხსენებული სიმპტომები გაქრება მკურნალობის კურსის განმავლობაში. თუ არ შეწყდა, მიმართეთ ექიმს.
გამოყენების შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ აპლიკატორი, ნუ ათხოვებთ სხვას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
მალამო ტუბში 30 გ
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება