ემფ (ნატუროპათი) / EMF (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

პრეპარატი EMF ახდენს ბუნებრივი ან ხელოვნური ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებასთან დაკავშირებული დარღვევების კორექციას: ქრონიკული ასთენია, დაღლილობა, თავის ტკივილი, უძილობა, ალერგიული სინდრომები და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევა. პრეპარატი გამოიყენება პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომლებიც დარღვეულ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრობენ. პრეპარატში შემავალი სუისორგანული კომპონენტები და მელატონინი ახდენს ცენტრალური ენდოკრინული ჯირკვლების რეაქტიულობის მოდულირებას, ხოლო სილიციუმი, ფოსფორი, სპილენძი, მაგნიუმი, თუთია და სელენი ახორციელებენ დეტოქსიკაციას ელექტრომაგნიტური და გეოპათოგენური ზემოქმედებით.

შემადგენლობა
Glandula suprarenalis 2CH, Corpus pinealis suis 2CH, Melatonin 4CH, Silicea 4CH, Phosphorus 4CH, Cuprum 4CH, Magnesium 2CH, Zincum 2CH, Selenium 2CH.

ჩვენებები
იმ დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომლებიც ელექტრომაგნიტური და გეოპათოგენური ზემოქმედების შედეგად ვითარდება.

შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური მიღებისათვის. 15 წვეთი დილით და საღამოს.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება