ენოქსაპარინ ნატრიუმი – ENOXAPARIN SODIUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტს. მიეკუთვნება დაბალმოლეკულური ჰეპარინის ჯგუფს (მოლეკულური მასა დაახლოებით 4500 დალატონი), გააჩნია თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება, ხასიათდება გამოხატული აქტიურობით Xa ფაქტორის და სუსტი ზემოქმედებით IIa ფაქტორის მიმართ. არაფრაქციონირებული სტანდარტული ჰეპარინისაგან განსხვავებით მისი ანტიაგრეგანტული თვისებები უფრო ნათლად არის გამოხატული.
ჩვენებები
თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა განსაკუთრებით ორთოპედიულ პრაქტიკაში და ზოგად ქირურგიაში;
ღრმა ვენების თრომბოზების მკურნალობა;
ჰიპერკოაგულაციის პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ მუცლის კედლის წინა ან უკანა ლატერალურ მიდამოში წელის დონეზე.
ჰემოდიალიზის დროს იგი შეჰყავთ ინტრაარტერიალურად.
ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისათვის უნიშნავენ 20 მგ (0.2 მლ) ერთხელ დღეში კანქვეშ. თუ თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაღალია, დოზას ზრდიან 40 მგ-მდე ერთხელ დღეში.
ზოგად ქირურგიულ და ონკოლოგიურ ოპერაციამდე პრეპარატი შეყავთ 2 საათით ადრე, ხოლო ორთოპედიული ოპერაციის დროს 12 საათით ადრე.
ღრმა ვენების თრომბოზის სამკურნალოდ შეყავთ 1 მგ/კგ კანქვეშ.
ჰიპერკოაგულაციის პროფილაქტიკისათვის ექსტრაკორპორიული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, პრეპარატი შეყავთ ინტრაარტერიულად 1 მგ/კგ.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზირების დაცვისას გართულებები საკმაოდ იშვიათია. პრეპარატით მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ასიმპტომური თრომბოციტოპენია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შექცევადი ხასიათის მომატება.
ინექციის ადგილას – შეწითლება და მტკივნეულობა. ხანდახან ყალიბდება მკვრივი ანთებითი კვანძები, რომლებიც რამოდენიმე დღეში გაიწოვება და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
ძალიან იშვიათად შეყვანის ადგილას ვითარდება ნეკროზი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
იშვიათად ადგილი აქვს ადგილობრივ და სისტემურ ალერგიულ რეაქციებს.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის, ჰეპარინის და მისი წარმოებულების მათ შორის დაბალმოლეკულური ჰეპარინის მიმართ. * მდგომარეობა, რომლის დროსაც მაღალია სისხლდენის წარმოშობის რისკი, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის შეყვანა კუნთში არ არის დაშვებული.
♦  დაბალმოლეკულური ჰეპარინები არ არის ურთიერთჩანაცვლებადი.
♦  ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მკურნალობის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას აუცილებელია პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი.
♦  პრეპარატის დანიშვნის წინ საჭიროა შეწყდეს ჰემოსტაზას გამაძლიერებელი საშუალებით მკურნალობა.
♦  თრომბოციტების მაჩვენებლების საწყის დონესთან შედარებით 50%-ით შემცირების შემთხვევაში ჰემოქსაპარინის მკურნალობას წყვეტენ და ნიშნავენ ადექვატურ საშუალებას.
♦  იგი სიფრთხილით გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების იშემიური ტიპის ცერებრული სისხლმიმოქცევის დარღვევის, მძიმე ხასიათის არტერიული ჰიპერტონიის, დიაბეტური რეტინოპათიის, განმეორებითი ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.
♦  იგი სიფრთხილით ინიშნება აგრეთვე ღვიძლის მძიმე დაავადებების შემთხვევაში.
♦  არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიის დროს.
♦  არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
♦  ლაქტაციის პერიოდში წყვეტენ ძუძუთი კვებას.

გაფრთხილება