ენტენორმი / ENTENORM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: ლაქტობაცილა აციდოფილუსი – 9.0 მგ, ლაქტობაცილა ბიფიდუსი – 5.0 მგ, იოგურტის კულტურა  – 20.0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზაცია. პრეპარატში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები შედიან ნორმული ნაწლავების მიკროფლორის შემადგენლობაში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის სტიმულაციაში, ვიტამინების წარმოქმნაში, დეტოქსიკაციური და საჭმლის მომნელებელი ფუნქციების უზრუნველყოფაში.

ენტენორმის ანტიმიკრობული აქტივობა გამოხატულია სტაფილოკოკების, პროტეუსის, ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის მიმართ და დაკავშირებულია მიკრობთა უნართან წარმოქმნან რძემჟავა, ლაქტოცინი, წყალბადის ზეჟანგი, ლიზოციმი და სხვა.

რძემჟავა ბაქტერიები აქვეითებენ ნაწლავების PH-ს და ამით ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.
ჩვენებები
ენტენორმი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის დისბაქტერიოზის (ძირითადად გამოწვეული ანტიბიოტიკების და ქიმიოპრეპარატების მიღებით) პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში; მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის და კოლიტის, დიარეის, მეტეორიზმის დროს; ანტიბიოტიკო-, ქიმიო- და სხივურ თერაპიასთან ერთად ან მათ შემდეგ; ალერგიული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.
მიღების
წესები და დოზები
პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში ინიშნება თითო კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
სამკურნალოდ: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1/2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს (კაფსულის შიგთავსი ერევა მცირე რაოდენობით სითხეს ან საკვებს);
1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს;
3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 20-30 დღე;
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში – 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს, მკურნალობის ხანგრძლივობაა 25-30 დღე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი
მოვლენები
ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი.
ორსულობა
და
ლაქტაცია
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
ენტენორმის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.
ჭარბი
დოზირება
არ არის გამოვლენილი.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.
შენახვის
პირობები და ვადები
ინახება მაცივარში (2-10)ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
გამოშვების ფორმა:
კაფსულა #20
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება