ერინიტი – ERINIT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება:  პენთაერითრიტის ტეტრანიტრატი/Pentaerithrityl tetranitrate
კლინიკურფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ორგანული ნიტრატი, ანტიანგინალური საშუალება.
შემადგენლობა:
1 ტაბ.
პენთაერითრიტის ტეტრანიტრატი……………….. 0,01 გ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას ნიტროგლიცერინთან, მაგრამ მასთან შედარებით იგი ნელა შეიწოვება ლორწოვანი გარსით და ავლენს შედარებით ნელა, მაგრამ შედარებით ხანგრძლივ მოქმედებას. პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ მისი სასურველი შედეგი აღინიშნება 30-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 4-5 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს(პროფილაქტიკა, მათ შორის პოსტინფარქტული პერიოდი).
სტენოკარდიის შეტევის კუპირებისათვის პრეპარატი ნაკლებად ვარგისია, ვინაიდან მისი მიღებისას სასურველი შედეგი აღინიშნება ნელა.
უკუჩვენებები:
გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რომელიც მიმდინარეობს ჰიპოტონიით, ჰემორაგიული ინსულტი, თავის ტვინის ტრავმვა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, პრეპარატისა და სხვა ორგანული ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მიღების წესი და დოზირება:
ერინიტი გამოიყენება პერორალურად (საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე) დოზით 0,01-0,02 გ (1-2 ტაბლეტი). ღამით სტენოკარდიის შეტევის პრევენციისათვის პრეპარატი ინიშნება დოზით 0,02 გ ძილის წინ. მკურნალობის კურსის ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 კვირას. მკურნალობის განმეორებითი კურსი ინიშნება შესვენებებით, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია მისი მიმართ ტოლერანტობის განვითარება.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, ხანდახან აღინიშნება ფაღარათი. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები დოზის შემცირების და/ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ქრება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციისას უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. დიჰიდროერგოტამინისა და ერინიტის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ანტიანგინალური ეფექტის დაქვეითება, რის გამოც მათი კომბინაცია ითვლება არარაციონალურად. ანაპრინილისა და ერინიტის კომბინაცია დასაშვებია.
განსაკუთრებული მითითებანი:
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ალკოჰოლური სასმელებისაგან თავშეკავება.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: “ბიოსინთეზი”

გაფრთხილება