ეფერალგანი – EFERALGAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პარაცეტამოლი/PARCETAMOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუპოზიტორიები ბავშვებისათვის: შეფუთვაში 10 ც.
1 სუპ.
პარაცეტამოლი……………….        80 მგ
1 სუპ.
პარაცეტამოლი  ………………..      150 მგ
1 სუპ.
პარაცეტამოლი …………………       300 მგ
დამხმარე ნივთიერება: ნახევრადსინთეზური გლიცერიდები 1 გ.

სიროფი ბავშვებისათვის: ფლაკონში 90 მლ.
5 მლ
პარაცეტამოლი  …………………      150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
მაკროგოლი 6000, საქაროზას ხსნარი, საქარინი (ნატრიუმის მარილი), სორბინოლის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, კარამელ-ვანილის არომატიზატორი, წყალი.
შუშხუნა ტაბლეტები C ვიტამინით: ტუბში 10 ტაბ, შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.
1 ტაბ.
პარაცეტამოლი …………………       330 მგ
ასკორბინის მჟავა …………………   200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კალიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სორბიტოლი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის დოკუზატი, პოვიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეფერალგანი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მნიშვნელოვნად გამოხატული ანთების საწინაღმდეგო მოქმედება.
ეფერალგანი C ვიტამინით კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს და ასკორბინის მჟავას. იგი ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და ამაღლებს მათ რეზისტენტობას.

ჩვენებები:
ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადების დროს.
პრეპარატი  გამოიყენება თავის, ყელის, კბილის ტკივილის და მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.
ეფერალგანის სუპოზიტორიები 80 მგ გამოიყენება 3-5 თვემდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა 6-8 კგ);
სუპოზიტორიები 150 მგ – 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში (10-14 კგ);
სუპოზიტორიები 300 მგ – 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებში (20-30 კგ).
ეფერალგანის სიროფი ინიშნება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა 6-32 კგ)
ეფერალგანი C ვიტამინით გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით:
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური დღეღამური დოზა – 60 მგ/კგ სხეულის ზონაზე. სუპოზიტორიები გამოიყენება რექტალურად (უმჯობესია გამწმენდი ოყნის ან ნაწლავის თავისი სურვილით დაცლის შემდეგ).
სუპოზიტორიები 80 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 6-8 კგ (3-5 თვის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
სუპოზიტორიები 150 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 10-14 კგ (1-3 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
სუპოზიტორიები 300 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 20-30 კგ (5-10 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
სიროფი: მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ეთად საკვების მიღებიდან 1-2 საათში.
ზუსტი დოზირებისთვი გამოიყენება საზომი კოვზი, რომელზეც აღნიშნულია დანაყოფები, ერთჯერადი დოზის მაჩვენებელი (15 მგ/კგ), ბავშვებისათვის შესაბამისი სხეულის წონით: 4, 8, 12 ან 16 კგ. დანაყოფები, რომლებიც არ არის აღნიშნული, შეესაბამება შუალედურ წონას: 6, 10 ან 14 კგ (იხილე ცხრილი), პრეპარატი შეიძლება მიეცეს ბავშვს განზავების გარეშე ან წყალში ან რძეში განზავებული.

ბავშვის ასაკი ბავშვის სხეულის წონა (კგ) საზომ კოვზზე ნიშნული

(პარაცეტამოლი მგ/ხსნარის მოცულობა)

1-3 თვე მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
3-5 თვე 6-8 6 (90 მგ/3 მლ)
5 თვიდან 1 წლამდე 8-10 8 (120 მგ/4 მლ)
1-2 წელი 10-12 10 (150 მგ/5 მლ)
2-3 წელი 12-14 12 (180 მგ/6 მლ)
3-4 წელი 14-16 14 (210მგ/7მლ)
4-6 წელი 16-20 16 (240 მგ/8 მლ)
6-7 წელი 20-22 16+4 (300მგ/10მლ)
7-8 წელი 22-24 16+6 (330 მგ/11 მლ)
8-9 წელი 24-26 16+8 (360 მგ/12 მლ)
9-10 წელი 26-28 16+10 (390 მგ/13მლ)
10-11 წელი 28-30 16+12 (420 მგ/14 მლ)
11-12 წელი 30-32 16+14 (450 მგ/15 მლ)

ეფერალგანი C ვიტამინით:
ბავშვები:

ბავშვის

ასაკი

ბავშვის

სხეულის წონა (კგ)

ერთჯერადად მისაღები

ტაბლეტების რაოდენობა

ტაბლეტების

მაქსიმალური რაოდენობა

8-12

წელი

25-33 1 3-4
12-15

წელი

33-50 1.5 4-6

ბავშვის ასაკისა და სხეულის წონის შესაბამისობა მოცემულია ორიენტირებულად.
ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის რეკომენდებული ბავშვებში მკურნალობა 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით.
მოზრდილები და ბავშვები 15 წლის ასაკის ზევით (სხეულის წონა 50 კგ და მეტი):
ჩვეულებრივ 2-3 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს (990 მგ პარაცეტამოლი). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა – 12 ტაბლეტი (3 960 მგ პარაცეტამოლი). დღე-ღამეში მიიღება არა უმეტესი 12 ტაბლეტისა.
პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს.
პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ჟილბერის სინდრომით და ხანდაზმულებში, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს და შესაბამისად სადღეღამისო დოზაც მცირდება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით – 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ხანდახან მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით.
სწორი ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანება სუპოზიტორიების გამოყენების დროს;
იშვიათად – ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ნეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).
პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რის გამოც აუცილებლია სისხლის სურათის შემოწმება.
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.
არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
*ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;
*სისხლის სისტემის დაავადებები; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
*სუპოზიტორიები 80 მგ არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში;
*სუპოზიტორიები უკუნაჩვენებია სწორი ნაწლავის ანთების ან სისხლდენის დროს;
*სიროფი უკუნაჩვენებია 1 თვემდე ასაკის ბავშვებში;
*ეფერალგანი C ვიტამინით არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები:
*ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჟილბერის სინდრომის (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია) არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება; პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
*სუპოზიტორიები არ გამოიყენება თუ ბავშვს აღენიშნება ფაღარათი.
1-3 თვემდე ასაკის ბავშვებში ეფერალგანის სიროფის გამოყენებისას მიღების წესი და დოზირებას განსაზღვრისათვის აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია. სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური ტესტებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში ტკივილი. 2 დღის შემდეგ მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოვლენა, რაც დაკავშირებულია ტოქსიკური მეტაბოლიტის N-მეთილ-ბენზოქინონიმინის დაგროვებასთან, რომელიც პარაცეტამოლის მიღების თერაპიულ დოზებში ინაქტივირდება გლუტათიონთან კონიუგაციის ხარჯზე. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის უჯრედების, თირკმელების უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბიტების დანიშვნა (გააქტივებული ნახშირი), აცეტილცისტეინის (ზრდის ღვიძლში გლუტათონის წარმოქმნას) და მეთიონინის შეყვანა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
-პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
-პარაცეტამოლი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის დროს. ეფერალგანის და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის, ღვიძლის მიკროსომული ფერმენტის და სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების გაძლიერება.
-ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ეფერალგანისა და ალკოჰოლური სასმელების კომბინაცია. პრეპარატის გამოყენება აგრეთვე ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც მიდრეკილება გააჩნიათ ალკოჰოლური სასმელების მიმართ.
– ეფერალგანის გამოყენებისას სისხლში შარდმჟავას და შაქრის რაოდენობის განსაზღვრის ტესტის ჩატარებისას მოსალოდნელა ცრუდადებითი შედეგი.
-ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლი) ერთდროული მიღება ზრდის ლევომიცეტინის ტოქსიკურობას. ეფერალგანი ზრდის არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას.
-ეფერალგანი C ვიტამინით – ვიტამინი C აძლიერებს პენიცილინისა და რკინის შეთვისებას; თრგუნავს ჰეპარინისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას; აძლიერებს სალიცილატებით მკურნალობის დროს კრისტალოურიის რისკს.
-ორალური კონტრაცეპტივების მიღება ამცირებს ორგანიზმის მიერ ვიტამინ C შეთვისების უნარს.
შენახვის პირობები:
ეფერალგანის სუპოზიტორიები 80 მგ და 150 მგ ინახება არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ეფერალგანის სუპოზიტორიები 300 მგ, ეფერალგანის სიროფი და ეფერალგანი C ვიტამინით ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of BRISTOL – MYERS SQUIBB, საფრანგეთი

გაფრთხილება