ექინაცია / Echinacea

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები,
იმუნომასტიმულირებელი საშუალება
მოქმედი აქტიური ნივთიერება:

დასახელება რაოდენობა ერთ დოზაში
ექინაცია 1000 მგ

გამოყენების ჩვენება
გაციების, გრიპის, ვირუსული და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. კანისა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა. ანტიბიოტიკო და იმუნოდეპრესიული თერაპიის შემდგომი პერიოდი. რეკომენდირებულია იმუნიტეტის სტიმულირებისათვის ორგანიზმის საერთო გადაღლის დროს.

დოზირება და მიღების წესი
2 კაფსულა, 2-3-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღებისას. მკურნალობის ხანგრძლივობა 4-6 კვირა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება
სამკურნალო საშუალებების მიღების შემთხვევაში, ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Mason Vitamins, აშშ

გაფრთხილება