ექტოჰიალი / Ectohyal

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატები რქოვანას დატენიანებისათვის
შემადგენლობა:
ექტოინი® -05%, ნატრიუმის ჰიალურონატი 0.2%
Ectoin® +HA 0.2%
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, წყალი, ციტრატის ბუფერი
ექტოჰიალი® თვალის წვეთები:
• ატენიანებს მშრალ და გაღიზიანებულ თვალს
• აღადგენს და ინარჩუნებს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსს თვალის ზედაპირზე
• იცავს თვალს შემდგომი დეჰიდრატაციისგან
• ხსნის უცხო სხეულის შეგრძნებას, წვას და ქავილს
• ახდენს თვალის უჯრედების რეგენერაცაის
• გამოიყენება კონტაქტური ლინზების მოხმარებისას (შესაძლებელია ლინზებზე დაწვეთება)
• არ შეიცავს კონსერვანტებს
• გამოიყენება 0 ასაკიდან
ექტოინი®-ექსტრემოლიტები სიცოცხლისათვის, სინთეზირდება ექსტრემოფილებში (ექსტრემალურ გარემოში მცხოვრები მიკროორგანიზმები)
ექტოინი®-ბუნებრივი, უჯრედის დამცავი მოლეკულაა, ანთების საწინააღმდეგო, ოსმოპროტექტორული და უჯრედების ბიომოლეკულების სტაბილიზაციის უნარის მქონე თვისებებით
ექტოინი®-უჯრედებს იცავს ოსმოსური სტრესისგან, გადახურებისა და გამოშრობისგან (Yancey 2005).
ექტოინი®-აუმჯობესებს პროტეინების შემცველი ლიპიდური შრის დატენიანებას და ამ მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნებას. Harishandra et al.  2011
ექტოინი®-ახდენს მრავალშრიანი ლიპიდების სტაბილიზაციას (მეიბომის ჯირკვლების ლიპიდების) Dwiwedi et al. 2014
ექტოინი®-ეწინააღმდეგება ცრემლის აპკის რიგიდიფიკაციას (გაუხეშებას) Dwiwedi et al. 2014
ნატრიუმის ჰიალურონატს გააჩნია მუკომიმეტიური, მუკოადჰეზიური და ვისკოელასტიური თვისებები, აღადგენს საცრემლე აპკის მთლიანობას, ატენიანებს, პოხავს და იცავს თვალის ზედაპირს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან.
ექტოინის® და ჰიალურონის მჟავის კომბინაცია უზრუნველყოფს რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირის სრულფასოვან რეგენერაციას.
ექტოჰიალი® ხსნის გარემოს მავნე ფაქტორების (ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მარილიანი და ქლორიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე) და ასევე თვალზე ქირურგიული ჩარევით, კონიუნქტივიტით და კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეულ: თვალის სიმშრალეს, უცხო სხეულის შეგრძნებას, წვას და ქავილს.
ჩვენებები:
• მშრალი კერატოკონიუნქტივიტი
• “მშრალი თვალის” სინდრომის თანმდევი დაავადებები
• გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით განპირობეული გამოვლინებები: ცრემლდენა, ქავილი, წვა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება
• სტივენ-ჯონსის სინდრომი, შაგრენის დაავადება
• ქუთუთოების დაავადება
• ჰორმონალური დარღვევები (მენოპაუზა)
• აღდგენითი თერაპია რქოვანაზე ლაზერული და თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში
უკუჩვენებები:
შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები:
• დარჩენილი სითხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იგივე პაციენტის მიერ პირველადი გახსნიდან 12 საათის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ ფლაკონი შენახული იყო თავდახურულ, ვერტიკალურ მდგომარეობაში და არ შეხებია სხვა საგნებს.
• სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, ინსტალაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 10-15 წუთი.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
ორსულებში და მეძუძურ დედებში კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
შესაძლებელია გამოყენება ექიმის რეკომენდაციით
გამოყენების წესი:
1-2 წვეთი 2-3ჯერ (ან მეტჯერ) დღეში.
ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ექტოჰიალი®  თვალის წვეთები კარგად გადაიტანება.
ერთეულ შემთხვევაში ექტოჰიალის® წვეთებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის ხანმოკლე გაღიზიანება.
შენახვის პირობები:
ექტოჰიალის თვალის წვეთები ინახება 2 +25 °C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა: 15 ფლაკონი, ერთი ფლაკონი შეიცავს 0, 35 მლ სითხეს
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ბიტოპი (BITOP). გერმანია

გაფრთხილება