ვეა სპრეი / VEA SPRAY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვიტამინი E /tocoferol acetat

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დამატენიანებელი,  ანტიოქსიდანტი, ქავილის საწინააღმდეგო საშუალება

ვიტამინი
E სპრეის ფორმით, მშრალი ზეთი –  სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან ფენას
• გამოიყენება ბავშვებში დაბადების პირველივე დღეებიდან და ორსულებში
• არ შეიცავს: სტეროიდებს, შემნახველებს, პარაბენს, დანამატებს, არომატიზატორებს
• არ შეიცავს წყალს, რომ არ შეიქმნას მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის სასარგებლო გარემო
• ნიკელზე და გლუტეინზე ტესტირებული
ჩვენება
კანი
• მუდმივი მოვლის საშუალება ახალშობილებში (განსაკუთრებით ალერგიისკენ მიდრეკილი კანისთვის)
• ურტიკარია – იდიოპათიური, მედიკამენტოზური
• ჩუტყვავილა – დაავედების დასაწყისი – ამცირებს ქავილს და არ  ახდენს ფორების ბლოკირებას. ფუფხის წარმოქმნის ეტაპი – აძლიერებს ეპითელიზაციას, ხელს უწყობს ფუფხის მოვარდნას სისხლდენის გარეშე, აღმოფხვრის ჰიპერტროფული ნაწიბურების წამოქმნას.
• ქუნთრუშა – დეეპითელიზაციის პრევენცია
• ნაოფლი – აბაზანის შემდეგ შეიზილება გამშრალებულ კანზე
• ქავილი ორსულობის დროს
თმა
მსხვრევადი და დაზიანებული თმა – 1 თვე ყოველ დილით, შემდეგ 2-3 ჯერ კვირაში

გამოყენების წესი
• გამოიყენება 2-3 -ჯერ დღეში, ასევე ყოველ 1-2 საათში – 7-14-28 დღე (დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე)
• ახალშობილებში, როგორც მუდმივი  მოვლის საშუალება 2-3 ჯერ (დაბანის შემდეგ)1 დაჭერა = 1 დოზა; 50მლ = 350 მონოდოზა

გამოშვების ფორმა:
50 მლ
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია:
Hulka Srl, იტალია

გაფრთხილება