ვიზარსინი / vizarsin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
სილდენაფილი/sildenafil

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ერექციის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები

რა
არის ვიზარსინი და როდის გამოიყენება
ვიზარსინი მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზა-5 (PDE5) ინჰიბიტორების პრეპარატების ჯგუფს. ის ხელს უწყობს მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლძარღვების მოდუნებას, და სისხლის მიდინებას პენისში სექსუალური აღგზნების შემთხვევაში. არ შეიძლება ვიზარსინის მიღება, თუ ერექტილური დისფუნქცია არ აღინიშნება. ვიზარსინის გამოყენება არ შეიძლება ქალებში.
ვიზარსინი გამოიყენება მამაკაცებში ერექტილური დისფუნქციის (იმპოტენცია) სამკურნალოდ, როდესაც მამაკაცში დარღვეული პენისის ერექციის უნარი სქესობრივი აქტის ჩასატარებლად.

რა უნდა ვიცოდეთ ვიზარსინის მიღებამდე
ვიზარსინი არ გამოიყენება:
– თუ ხართ ალერგიული სილდენაფილი ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის (იხ. პუნქტი 6) მიმართ;
– იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ ნიტრატებს, ვინაიდან ამ კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო დაქვეითება. ექიმს აცნობეთ, თუ ღებულობთ სტენოკარდიის მოსახსნელ პრეპარატებს. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
– იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ, აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა ამილ ნიტრიტი, ვინაიდან კომბინაციამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო დაქვეთება.
– თუ აღინიშნება გულის ან ღვიძლის დარღვევები.
– თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი ან გულის შეტევა, ან აღინიშნების დაბალი არტერიული წნევა.
– თუ აღინიშნება თვალის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები (როგორიცაა რეტინიტის პიგმენტოზა)
– თუ ადრე აღინიშნებოდა მხედველობის დაკარგბა, არა-არტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო (NAION).
განსაკუთრებული მითითებანი
ვიზარსინის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
– გაქვთ ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია), ლეუკემია (სისხლის უჯრედების კიბო), მრავლობითი მყელომა (ძვლის ტვინის კიბო).
– გაქვთ სასქესო ორგანოს დეფორმაცია ან პეირონის დაავადება.
– გაწუხებთ გულის მხრივ პრობლემები. ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა შეამოწმოს შეუძლია თუ არა გულს გაუძლოს სქესობრივი აქტით გამოწვეულ დამატებით დატვირთვას.
– გაქვთ კუჭი წყლული, ან სისხლდენის პრობლემები (მაგ. ჰემოფილია).
– აღინიშნება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, ვიზარსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან სასწრაფო დაკავშირება.

არ შეიძლება ვიზარსინის გამოყენება კომბინაციაში ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო (პერორალური ან ადგილობრივი) ნებისმიერ სხვა პრეპარატთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებანი პაციენტებისათვის ღვიძლის ან თირკმლების დარღვევებით
თირკმლების ან ღვიძლის დარღვევების შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება.
ბავშვები და მოზარდები
ვიზარსინი არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ, თუ ამჟამად ღებულობთ ან ადრე ღებულობდით რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას.

ვიზარსინის ტაბლეტებმა შეიძლება ზეგავლენა იქონიონ სხვა პრეპარატებზე, განსაკუთრებით გულმკერდში ტკივილის დროს გამოყენებულ პრეპარატებზე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, ექიმს შეატყობინეთ ვიზარსინის მიღება და მიღების დროს. ნუ მიიღებთ ვიზარსინს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ექიმთან შეთანხმების გარეშე.

არ შეიძლება ვიზარსინის გამოყენება ნიტრატებთან ერთად, ვინაიდან ამ პრეპარატების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. აუცილებლად ექიმს ან ფარმაცევტს შეატყობინეთ სხვა სამკურნალო საშუალებების (სტენოკარდიის მოსახსნელი) გამოყენების შესახებ.
არ შეიძლება ვიზარსინის მიღება აზოტის ოქსიდის დონორებთან, როგორიცაა ამილ ნიტრიტი (“პოპპერს”), ვინაიდან ასეთმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება. პროტეაზა ინჰიბიტორების (მაგ. აივ ინფექციის მკურნალობის დროს) გამოყენებისას, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ვიზარსინის მინიმალური დოზა (25 მგ).
ზოგიერთ პაციენტს, მაღალი არტერიული წნევის ან წინამდებარე ჯირკვლის გადიდების მკურნალობის დროს შეიძლება აღენიშნებოდეს თავბრუ, რისი მიზეზიც არის წნევის დაქვეითება სწრაფად დაჯდომის ან ადგომის დროს.  ზოგიერთ პაციენტში აღნიშნული სიმპტომები აღინიშნებოდა ვიზარსინის გამოყენებისას ალფა-ბლოკატორებთან და ვითარდებოდა ვიზარსინის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. სიმპტომების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, ვიზარსინი მიღებამდე რეგულარულად უნდა მიიღოთ ალფა-ბლოკატორების დღიური დოზა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ვიზარსინის მინიმალური დოზა (25 მგ).
ვიზარსინის მიღება საკვებთან, სასმელთან და სლკოჰოლთან ერთად
ვიზარსინის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. თუმცა, მძიმე საკვებთან ერთად მიღების დროს, ვიზარსინის მოქმედებას შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდეს.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება დროებით დაარღვიოს ერექციის უნარი, პრეპარატის მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ვიზარსინის მიღებამდე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ვიზარსინის გამოყენება ქალებში არ არის ნაჩვენები.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ვიზარსინმა შეოძლება გამოიწვიოს თავრუ და ზეგავლენა იქონიოს მხედველობაზე. ამიტომ ვიზარსინის მიღებამდე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი რეაქცია პრეპარატის მიმართ.
ვიზარსინი შეიცავს ლაქტოზას.
გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

როგორ მივიღოთ ვიზარსინი
ვიზარსინი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში დაუაკვშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეული საწყისი დოზა არის 50 მგ.
არ შეიძლება ვიზარსინის მიღება დღეში ორჯერ.
ვიზარსინი უნდა მიიღოთ დადგემილი სექსის წინ 1 საათით ადრე. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
თუ ფიქრობთ, რომ ვიზარსინი ეფექტი ან ძალიან ძლიერი, ან ძალიან სუსტია, დაუაკვშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
ვიზარსინი ხელს უწყობს ერექციას, მხოლოდ სტიმულაციის შემთხვევაში. ვიზარსინის მოქმედების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ჩვეულებრივ ის გრძელდება ნახევარი საათიდან 1 საათამდე. ვიზარსინის მოქმედების დაწყებას უფრო დიდი სჭირდება მძიმე საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში.

თუ, ვიზარსინი არ უწყობს ხელს ერექციას, ან თუ ერექცია საკმარისი ხანგრძლივობით არ გრძელდება სქესობრივი აქტის დასასრულებლად, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
ვიზარსინის ჭარბი დოზირება
შეიძლება აღინიშნებოდეს გვერდითი მოვლენების გაძლიერება. 100 მგ-ზე მაღალი დოზები არ ზრდიან ეფექტურობას.
არ შეიძლება ტაბლეტების რაოდენობის გაჭარაბება.
ჭარბი რაოდენობით ტაბლეტების მიღების შემთხვევაში დაუაკვშირდით ექიმს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაუაკვშირდით ექიმს ან ფარმაცეტვს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპაატის მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. ვიზარსინის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენები ხშირად მსუბუქი ან ზომიერია და ხანმოკლე ხანგრძლივობის.

იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება ტკივილი გულმკერდში სქესობრივი აქტის დროს ან მას შემდეგ:
– მიიღეთ ნახევრად მჯდომარე პოზიცია და დამშვიდდით.
– გულმკედრში ტკივილის სამკურნალოდ ნუ მიიღებთ ნიტრატეს.
– სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.

ყველა სამკურნალო საშუალებამ, ვიზარსინის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ქვემოთ მოცემული ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუაკვშირდეთ ექიმს: უეცარი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ხახის შეშუპება.
ვიზარსინის გამოყენების შემედეგ ზოგჯერ აღინიშნება გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია. იმ შემთხვევაში, თუ ერექცია 4 საათზე მეტ ხანს გრძელდება, სასწრაფოდ დაუაკვშირდით ექიმს.

თუ უეცრად შენიშნეთ მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა, შეწყვიტეთ ვიზარსინის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა (>1/10) არის თავის ტკივილი.
ხშირის გვერდითი მოვლენები (≥1/100): სახეზე წამოწითლება, მონელების გაძნელება, მხედველობის დარღვევა (ფოტომგრძნობელობა, დაბინდული მხედველობა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება), ცხვირის შეშუპება და თავბრუ.
არახშირი გვერდითი მოვლენები (≥1/1000): ღებინება, კანზე გამონაყარი, თვალში სისხლდენა, წითელი თვალები, თვალების ტკივილი, გაორებული მხედველობა, უჩვეულო შეგძრძნება თვალში, არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, შეხების შემცირებულის გრძნობა, ხმაური ყურებში, გულისრევა, პირის სიმშრალე, ტკივილის გულმკერდში და ადვილად დაღლილობა.
იშვიათი გვერდითი მოვ,ენები (≥1/10000): მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, გონების დაგააკრგვა, ინსულტი, ცხვირიდან სისხლდენა და სმენის დაქვეითება ან უეცარი დაკარგვა.
პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: აჩქარებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდში, უეცარი სიკვდილი, გულის შეტევა ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დროებითი დარღვევა. ამ მამაკაცების უმეტესობას, თუმცა არა ყველას, პრეპარატის მიღებამდე აღნიშნებოდა გულის მხრივ პრობლემები. არ არის შესაძლებელი დადგინდეს, ეს მოვლენები პირდაპირ არის დაკავშირებული თუ არა ვიზარსინის მიღებასთან. ასევე აღინიშნებოდა კრუნჩხვების შემთხვევები და კანის მძიმე რეაქციების გამოვლენილი გამონაყარით, ბუშტუკებით, კანის აქერცვლითა და ტკივილი, რომლებიც საჭიროებდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ჩათვლით მოვლენებისა, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაშიი, დაუაკვშირდით ექიმს ან ფარმაცეტს.
როგორ შევინახოთ ვიზარსინი
ვიზარსინი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობას.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების ლიკვიდაცია. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვიზარსინი
– აქტიური ნივთიერება არის სილდენაფილის ციტრატი. ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ სილდენაფილს (ციტრატის სახით).
– სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), უწყლო კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი, კროსკარმელოზა ნატრიუმი, ჰიპრომელოზა (E464), მაგნიუმის სტეარატი (E572),
გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518).
ვიზარსინის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
ვიზარსინი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, მოგრძო და ნიშნით “50”  ერთ მხარეს.
ვიზარსინი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები ხელმისაწვდომია კოლოფში 1 აპკით შემოგარსული ტაბლეტით ბლისტერში და ასევე კოლოფებში  4 ხ 1.8 ხ1 ან 12 ხ 1 შემოგარსული ტაბლეტი პერფორირებული ერთ. დოზის ბლისტერებში.
გამოშვების ფორმა:
50მგ ტაბლეტი №8
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება