ვიტაბულარდი / VITABOULARD

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

ჩვენებები
:
ვიტაბულარდი ნაწლავის ფლორის ბალანსის შემანარჩუნებელი საკვები დანამატია. წარმოადგენს იდეალურ საშუალებას ყველა ტიპის დიარეის სამკურნალოდ. იგი გამოიყენება ანტიბიოტიკების მიღებით ან მოუწესრიგებელი კვებით გამოწვეული ნაწლავის დაზიანებული მიკროფლორის აღდგენისა და ნორმალიზაციისათვის. ბულარდის საქარომიცეტები მდგრადია კუჭის მჟავე არის მიმართ და უცვლელად გადადიან ნაწლავში. ბულარდის საქარომიცეტები ზრდიან ნაწლავის ფერმენტულ ფუნქციონირებას, რითაც ააქტიურებენ ნაწლავის ეპითელიუმის დისაქარიდებს. მათ ახასიათებთ მრავალი პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმის მიმართ პირდაპირი ანტაგონისტური მოქმედება, ბუნებრივი მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც მათი ერთდროული გამოყენების საშუალებას იძლევა, ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული ნაწლავური გართულებების პრევენციისთვის.

პროდუქტი ასევე შეიცავს ინულინს და ხსნად უჯრედისს. ასევე – ვიტამინ B6 და B12, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაწლავური ფლორის სწრაფ აღდგენას, მათ შორის მწვავე შემთხვევებში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ  ფუნქციონირებას.
შემადგენლობა: ბულარდის საქარომიცეტები CNCM-I-1079, ინულინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), ციანკობალამინი (ვიტამინ B12), დამხმარე ნივთიერება – მცენარეული წარმოშობის მაგნიუმის სტეარატი;
გარსი: ბუნებრივი წარმოშობის DRcaps კაფსულები (ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, გელანის გუმფისი).
დოზირება:
1-10 წლამდე – 1 კაფსულა დღეში ერთხელ;

მოზრდილებში – 1-2 კაფსულა დღეში, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად; პროდუქტის მიღება აგრეთვე დასაშვებია ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები:
კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროდუქტის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. პროდუქტში შემავალი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: ვიტაბულარდთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების შემთხვევები არ არის ცნობილი.
სიფრთხილის ზომები: ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია დღიური რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი არ ცვლის სხვადასხვა სახის ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
შენახვის პირობები: მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისადმი. პროდუქტი უნდა ავარიდოთ მაღალ ტემპერატურას ან ტემპერატურათა მკვეთრ სხვაობას. ინახება გრილ და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, სასურველია ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C.
ვარგისობის ვადა
ეხება ორიგინალ შეფუთვაში და მითითებულ პირობებში შენახულ პროდუქტს.
გამოშვების ფორმა:
გასტრო-რეზისტენტული კაფსულა #15
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Erba Vita, იტალია

გაფრთხილება