ვიტალ მიქს FOS – VITAL MIX FOS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა:
დოზირებადი თავსახურის:
სიმინდის დექსტრინები, მალტოდექსტრინი, DL–ფოსფორილსერინი (0,086%), გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ტიტრირებული 7%–იანი გინკოფლავონოგლიკოზიდებით და 2%–იანი გინკოტერპინებით (0,086%).
ანტიაგლომერატული ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნიკოტინ ამიდი – ვიტ. PP (0.046%), კოენზიმი Q10 (0,043%), პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის D–პანთოტენატი – ვიტ. B5(0.015%), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი – ვიტ.B6 (0.0051%), რიბოფლავინი – ვიტ B2 (0.0041%), თიამინის ჰიდროქლორიდი – ვიტ. B1(0.036%).
დამხმარე ნივთიერებები: სოიო და მისი პროდუქტები.
ფლაკონი:
წყალი, ფრუქტოზა;
დამატკბობელი: სორბიტოლი, არგინინის ასპარტატი (0,243%);
მჟავიანობისათვის: ლიმონმჟავა;
სხვა ინგრედიენტები: კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის ბენზოატი, გინკო ბილობას ფოთლების ჰიდროალკოჰოლური ექსტრაქტი (0,086%), ელეუტეროკოკის ფესვის თხევადი ექსტრაქტი (0,043%), ლიმონის არომატიზატორი.

შემადგენლობა დოზა დღეში 2 ფლაკონი %RDA
დღეში 2 ფლაკონი
ნიაცინი 10,8 მგ 60
პანთოტენის მჟავა 3,6 მგ 60
ვიტამინი B1 0,84 მგ 60
ვიტამინი B2 0,96 მგ 60
ვიტამინი B6 1,2 მგ 60
კოენზიმი Q10 10 მგ
ფოსფორილსერინი DL 20 მგ
Ginkgo Biloba მშრალი ექსტრაქტი 20 მგ
Ginkgo Biloba თხევადი ექსტრაქტი 20 მგ
Eleutheracoccus თხევადი ექსტრაქტი 10 მგ
არგინინის ასპარტატი 56,7 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფოსფორილსერინი: წარმოადგენს ფოსფორისა და გოგირდის წყაროს, ააქტივებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში და ხელს უწყობს აღქმისა და აზროვნების პროცესების გაუმჯობესებას.
კოენზიმი Q10: შედის ორგანიზმის ყველა უჯრედის შემადგენლობაში. მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, უზრუნველყოფს უჯრედის შემადგენლობაში. მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, უზრუნველყოფს უჯრედს ენერგიით, განსაკუთრებით მიოკარდიოციტებს. გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.
B ჯგუფის ვიტამინები: წყალში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნებიან, უზრუნველყოფენ მეტაბოლური პროცესების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ელეუტერაკოკი: ადაპტოგენური და მატონიზირებელი ნივთიერებაა, რომლის შემადგენლობაში არსებული მასტიმულირებელი ინგრედიენტები აღადგენენ ორგანიზმის ფსიქო–ფიზიკურ სტატუსს.
არგინინის ასპარტატი: მონაწილეობს ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში.
გინკობილობა: ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და შედეგად აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ქსოვილთა ოქსიგენაციას და ტროფიკას. გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.
ჩვენებები:
ვიტამინებისა და ფოსფორილირებული ამინომჟავების დეფიციტი,მათზე გაზრდილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება;
ყურადღბისა და/ან მეხსიერების დარღვევა;
ფსიქიური და გონებრივი განვითარების შეფერხება.
დოზირების რეჟიმი:
1–2 ფლაკონი დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა 15–20 დღე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.
თავსახურის შიგთავსი ჩატუმბეთ ფლაკონში, შეანჯღრიეთ და დალიეთ მიღებული სუსპენზია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტითრომბოლიზურ პრეპარატებს.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომრლ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 10მლ №12. დოზირებადი თავსახურით.
მწარმოებელი: Montefarmaco OTC S.p. A -Bollate (Milan), Italy

გაფრთხილება