ვი პლუსი / V-Plus

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
საკვები დანამატი
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა: კუნელის ექსტრაქტი(Howthorn extract) -300 მგ, კუროსთავას ექსტრაქტი (Tribulus terrestris extract)–200 მგ, ყურძნის წიპწების ექსტრაქტი (Grape seed extract)-100 მგ, კოენზიმ Q10 (Coenzyme Q10)-50 მგ, ბარამბოს ექსტრაქტი (Melissa extract) -100 მგ, გინკო ბილობას ექსტრაქტი (Ginkgo biloba extract) -40 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილპიროლიდონი,  მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონდიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  კუნელს აქვს გამოხატული  ანტიოქსიდანტური აქტივობა. ამცირებს ლიპიდების ზეჟანგურ დაჟანგვას. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს. ამცირებს კაპილარების განვლადობას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. არეგულირებს არტერიულ წნევას. თრგუნავს ცოგ-1-ს, ცოგ-2-სა და ლიპოქსიგენაზას სინთეზს. ამცირებს ჰისტამინის დონეს. არეგულირებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვს ასპირინის მსგავსი ანტიაგრეგანტული ეფექტი. კუროსთავა  ხასიათდება დიურეზული თვისებებით. არეგულირებს არტერიულ წნევას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ  ფუნქციონირებას.  თრგუნავს ლიპიდურ პეროქსიდაციას. აქვს მადის მასტიმულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი. ხსნის დაღლილობის შეგრძნებას. აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ყურძნის წიპწების ექსტრაქტი  ძლიერი ანტიოქსიდანტია. იცავს ღვიძლის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. ამცირებს  დსლ-სა  და საერთო ქოლესტერინის  დონეს სისხლში.  ამცირებს ინსულინორეზისტენტობას.  ძლიერი იმუნომოდულატორია. ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია ინტერლეიკინების (ილ-17) და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-ა)  დათრგუნვით. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. გააჩნია ფიტოესტროგენული აქტივობა. კოენზიმ  Q10 -ს  აქვს ანტიოქსიდანტური, ნეიროპროტექტორული და კარდიოპროტექტორული თვისებები. მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში. აძლიერებს ფერმენტების აქტივობას. ასტიმულირებს  აცეტილქოლინის სინთეზს  და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში. ხელს უწყობს ცხიმების წვას. ამცირებს სხეულის წონას. ბარამბოს  აქვს სედაციური, ჰიპოტენზიური, ანტისპაზმური მოქმედება. ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. გინკო ბილობა  შეიცავს გინკოლიდებს და ბილობალიდებს. არეგულირებს გლუკოზის დონეს.  ზრდის  ატფ-ის სინთეზს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. იცავს ორგანიზმს თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან.

ჩვენებები*გულსისხლძარღვთა სისტემის იშემიური დაავადებები, *არტერიული ჰიპერტენზია, *ათეროსკლეროზი, *შაქრიანი დიაბეტი,  *პერიფერიული  სისხლის  მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევები, *ქრონიკული ვენური უკმარისობა, *ჰემოროიდული კვანძები, *დემენცია,  მათ შორის ალცჰაიმერი *ნეიროსენსორული  დარღვევები  (თავბრუსხვევა.  ყურებში  შუილი),  *კანის   ასაკობრივი ცვლილებები, *ლიბიდოს დაქვეითება.
წინააღმდეგჩვენებები და გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის  მიმართ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: ვი პლიუსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში რომლებიც ღებულობენ ასპირინს და მის მსგავს პრეპარატებს.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის  დროს.

მიღების წესი და დოზირება:  1 – 2 ტაბლეტი დღეში.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება