კეტოკონაზოლი (აქტიური ნივთიერება) – KETOCONASOLE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოვან დააავადებათა საწინააღმდეგო საშუალება გამოირჩევა ფუნგიციდური და ფუნგისტატიკური აქტივობით რიგი სოკოების მიმართ, როგორიცაა ფერადი ლიქენის (ქატოსებრი ლიქენის) გამომწვევი Pityrosporum orbiculare, რიგი დერმატოკიმოზების გამოწვევი სოკოები (Trichophyton spp., Epidermophyton flocosum, Microsporum spp) კანდიდოზის გამომწვევი (Candida spp.) და აგრეთვე სისტემური მიკოზების გამომწვევი სოკოები (Cryptococcus spp.,) აქტიურია აგრეთვე გრამდადებითი კოკების მიმართაც Staphylococcus spp., Streptococcus spp, მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ერგოსტეროლის სინთეზზე ინჰიბიტორულ (დამთრგუნველ) ზეგავლენასთან, რის შედეგადაც მიკროორგანიზმების მემბრანაში ლიპიდური შედგენილობა ირღვევა.
ჩვენებები
სოკოვანი ინფექცია კუჭ-ნაწლავის არხში, სასქესო ორგანოები, კანში, თმაში (სებორეული დერმატიტის ჩათვლით), ფრჩხილებში სისტემური მიკოზები.
პროფილაქტიკა სოკოვანი ინფექციის მომატებული რისკის პირობებში.
დოზირების რეჟიმი
შიგნით მისაღები დოზები ზრდასრულებისა და 30 კგ მეტი მასის ბავშვებში 200-400 მგ ფარგლებშია დღეღამეში.
ბავშვებში: 30 კგ ნაკლები მასის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზაა 4-8 მგ/კგ. პრეპარატს ერთჯერადად იღებენ საკვებთან ერთად.
გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის დოზირების რეჟიმი ჩვენებაზე და სამკურნალო ფორმაზეა დამოკიდებული.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილის დარღვევა, ფოტოფობია, პარესთეზიები, თრომბოციტოპენია, ეკზანთემა. უიშვიათესად – თმის გაცვენა, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი), გინეკომასტია, დაქვეითებული ლიბიდო, ოლიგოსპერმია, ართრალგია, ცხელება.
უკუჩვენებები
* მკვეთრი გადახრები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებში;
* ორსულობა, ლაქტაცია;
* ჭარბი მგრძნობელობა კეტოკონაზოლისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პერორალური მიღების შემთხვევაში პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი აუცილებელია.
♦ თუ კანის დაავადების სამკურნალოდ გლუკოკორტიკოიდები იყო გამოყენებული, ავადმყოფს კეტოკონაზოლი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ დაენიშნება.

გაფრთხილება