კოენზიმ კომპოზიტუმი – COENZYME COMPOSITUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილთა მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი ამპულაში 2.2 მლ შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.
100 მლ

Acidum ascorbicum Д6 …………………………… 5 მლ
Thiaminum hydrochloricum Д6 …………………. 1 მლ
Pyridoxinum hydrochloricum Д6 ………………. 1 მლ
Natrium riboflavinum phosphoricum Д6 ……… 1 მლ
Nicotinamidum Д6 ………………………………… 3 მლ
Acidum citricum Д8 ………………………………. 1 მლ
Acidum cis-aconiticum Д8 ………………………. 1 მლ
Acidum fumaricum Д8 …………………………… 1 მლ
Acidum alpha-ketoglutaricum Д8 ……………… 1 მლ
Acidum DL-malicum Д8 …………………………. 1 მლ
Acidum succinicum Д8 ………………………….. 1 მლ
Barium oxalsuccinicum Д10 …………………… 1 მლ
Natrium diethyloxalaceticum Д6 ………………. 1 მლ
Natrium pyruvicum Д8 ………………………….. 1 მლ
Cysteinum Д6 …………………………………….. 1 მლ
Pulsatilla pratensis Д6 ………………………….. 1 მლ
Hepar sulfuris Д10 ………………………………. 1 მლ
Sulfur Д10 …………………………………………. 1 მლ
Adenosinum triphosphoricum Д10 ……………. 1 მლ
Nadidum Д8 ………………………………………. 1 მლ
Magnesium oroticum Д6 ……………………….. 1 მლ
Cerium oxalicum Д8 …………………………….. 1 მლ
Acidum alpha-liponicum Д6 ……………………. 1 მლ
Beta vulgaris conditiva Д4 ……………………… 1 მლ
Coenzymum A Д8 ………………………………… 1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოკსიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათ მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
ბლოკირებული ფერმენტული სისტემების სტიმულაცია და ფუნქციის ნორმალიზაცია დეგენერაციული დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კუნთებში ან კანქვეშ.
პრეპარატის კანქვეშა ინექციისას მასში ვიტამინების შემცველობის გამო შესაძლებელია ინექციის ადგილას უმნიშვნელო ტკივილი.

გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია.
უკუჩვენებები: არ გააჩნია
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება