კოლისტატი-ჰუმანითი / COLISTATE-HUMANITY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კოლისტიმეთატ ნატრიუმი/ colistimethate sodium

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკები
ათქ კოდი: J01XB01

შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას – კოლისტიმეთატ ნატრიუმს 1,000,000 სე / 2,000,000 სე / 3,000,000 სე
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჰიგროსკოპული ფხვნილი.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბცია უმნიშვნელოა.
ჯანმრთელ მოხალისეებში და სხვადასხვა ინფექციების მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, შრატში კონცენტრაციები შეადგენდა ნულიდან პოტენციურად თერაპიულ კონცენტრაციებამდე 4მგ/ლ-ს ან მეტს. ამიტომ, სისტემური აბსორბციის შესაძლებლობის გათვალისწინება ყოველთვის უნდა მოხდეს საინჰალაციო ფორმის გამოყენებისას. ნებულაიზერით გამოყენებისას შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი აბსორბცია, რაც შესაძლებელია დამოკიდებული იყოს აეროზოლის ნაწილების ზომაზე, ნებულაიზერის სისტემაზე და ფილტვების სტატუსზე.
კისტოზური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში, გაყოფილ დოზებად, 30-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით, 7.5მგ/კგ/დღეში მიღების შემდეგ, წონასწორულ მდოგმარეობაში, Cmax შეადგენდა 23±6 მგ/ლ და Cmin 8 საათის შემდეგ შეადგენდა 4.5±4 მგ/ლ. ყოველ 8 საათში ერთხელ 2 მლნ სე-ს მიღებისას, ერთი და იგივე პაციენტებში 12 დღის მანძილზე, Cmax შეადგენდა 12.9 მგ/ლ (5.7 – 29.6 მგ/ლ) და Cmin – 2.76მგ/ლ (1.0- 6.2 მგ/ლ). ჯანმრთელ მოხალისეებში 150მგ-ის (2 მლნ სე დაახლოებით) ბოლუსური ინექციის დროს, 18 მგ/ლ პიკური შრატისმიერი დონეები შეინიშნებოდა ინექციიდან 10 წუთში.
განაწილება
ნატრიუმის კოლისტიმეთატის ცილებთან კავშირი დაბალია. პოლიმიქსინები რჩებიან ღვიძლში, თირკმელებში, ტვინში, გულში და კუნთებში. კისტოზური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში ჩატარებულ ერთ-ერთ კველევაში წონასწორულ მდგომარეობაში შეინიშნებოდა დისტრიბუციის მოცულობა 0.09ლ/კგ. ჯანმრთელ მოხალისეებში 150მგ ბოლუსური ინექციის დროს (დაახლოებით 1 მლნ სე) 18მგ/ლ შრატისმიერი პიკური დონეები შეინიშნებოდა ინექციიდან 10 წუთში. კისტოზური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში 7.5მგ/კგ დღეში გამოყენებისას 30-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით, წონასწორულ მდგომარეობაში Cmax შეადგენდა 23 (±6) მგ/ლ და Cmin 8 საათს შემდეგ – 4.5 (±4) მგ/ლ. კისტოზური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში ჩატარებულ მეორე კვლევაში 2 მლნ სე-ის ყოველ 8 საათში ერთხელ 12 დღის მანძილზე გამოყენებისას, Cmax შეადგენდა 12.9 მგ/ლ (5.7 – 29.6მგ/ლ) და Cmin – 2.76 მგ/ლ (1.0-6.2მგ/ლ).
მეტაბოლიზმი
ნატრიუმის კოლისტიმეთატი  in vivo კონვერტირდება ფუძედ. ვინაიდან, დოზის 80% აღდგება უცვლელი სახით შარდში და არ გამოიყოფა სანაღვლე გზებით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ნარჩენი პრეპარატი ინაქტივირდება ქსოვილებში. მექანიზმი უცნობია.
გამოყოფა
ნატრიუმის კოლისტიმეთატის ფარმაკოკინეტიკა  თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს,  ბავშვებში  და მოზრდილებში, ასევე ხანდაზმულებში  ერთმანეთის მსგავსია, მონაცემები შეზღუდულია ახალშობილებში გამოყენების შესახებ, რომელთა მიხედვით სავადრაუდოა, რომ ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში და მოზრდილებში მსგავსია, მაგრამ მსგავს პაციენტებში უნდა მოხდეს სისხლის პლაზმაში  პიკური მაღალი დონეების და გახანგრძლივებული ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაძლებლობის გათვალისწინება და სისხლის პლაზმაში დონეების მონიტორინგი.
პარენტერული მიღების შემდეგ ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელები, პარენტერული დოზის 40%-ის გამოყოფით შარდში 8 საათის განმავლობაში და დაახლოებით 80% 24 საათში.
ვინაიდან, ნატრიუმის კოლისტიმეთატი  ჭარბად გამოიყოფა შარდში, დოზირების შემცირება საჭიროა  თირკმლის უკმარისობის დროს აკუმულაციის თავიდან ასაცილებლად.
ჯანმრთელ მოხალისეებში ინტრავენური მიღების შემდეგ ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1.5 საათია. კისტოზური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში ერთჯერადი ინტრავენური ინფუზიის დროს 30 წუთის განმავლობაში, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 3.4 ± 1.4 საათს.
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
კოლისტიმეთატი (ასევე ცნობილი როგორც კოლისტინი) წარმოადგენს ციკლურ პოლიპეპტიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც წარმოებულია Bacillus polymyxa var. colistinusand-სგან და მიეკუთვნება პოლიმიქსნის ჯგუფს. პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკები წარმოადგენენ კათიონურ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ უჯრედული მემბრანის დაზიანებით. პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკები გრამუარყოფით ბაქტერიებზე მოქმედებენ სელქციურად, რომელთაც გააჩნიათ ჰიდროფობური გარე მემბრანა. ფიზიოლოგიური ეფექტის შედეგი ბაქტერიისთვის სასიკვდილოა.
მიკრობიოლოგია:
ნატრიუმის კოლისტიმეთატი  არის ზედაპირულად აქტიური საშუალება, რომელიც აღწევს ბაქტერიაში და ანგრევს უჯრედის მემბრანას. როგორც გამოვლინდა, მას გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება შემდეგი მიკროორგანიზმების უმრავლესობა შტამების მიმართ:
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Enterobacteraerogenes, Escherichia coli, Klebsiellapneumoniae, and Pseudomonas aeruginosa.
რეზისტენტობა
რეზისტენტული ბაქტერია ხასიათდება ეთანოლამინის ან ამინოარაბინოზას ჩანაცვლებით გამოწვეული ლიპოპოლისაქარიდების ფოსფატური ჯგუფის მოდიფიცირებით. ბუნებრივად რეზისტენტული გრამუარყოფითი ბაქტერიები როგორიც არის, Proteus rnirabilis და Burkholderiacepacia, ამჟღავნებენ მათი ლიპიდური ფოსფატების სრულ ჩანაცვლებას ეთანოლამინით ან ამინოარაბინოზით.
მგრძნობელობა
ზოგიერთი სახეობებისთვის რეზისტენტობის გავრცელება განსხვავდება გეოგრაფიულად და დროის მიხედვით და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მოპოვება, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობის დროს.
აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ექსპერტების რჩევების გათვალისწინება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ ნივთიერების სარგებელი ზოგიერთი ინფექციის ტიპის დროს, სავარაუდოა.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
Acinetobacter species*, Citrobacter species, Escherichia coli, Haemophilus influenza, Pseudomonas aeruginosa
სახეობები როდესაც შეძენილი რეზისტენტობა წარმოადგენს პრობლემას
Enterobacter species, Klebsiella species,
მემკვიდრეობით რეზისტენტული ორგანიმზები
Brucella species, Burkholderiacepacia and related species, Neisseria species, Proteus species, Providencia species, Serratia species
ანაერობები
ყველა გრამდადებითი ორგანიზმი
*გაითვალისწინეთ, რომ მგრძნობელობის in vitro დემონსტრირების შედეგად, შეუძლებელია კლინიკური ეფექტის წინასწარ განსაზღვრა Acinetobacter-ის სახეობებისთვის.
გამოყენების ჩვენებები
ნატრიუმის კოლისტიმეთატის საინექციო ხსნარი ინიშნება საწყისი თერაპიის სახით, სერიოზული ინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან გრამუარყოფითი ორგანიზმების მიმართ.
• ზოგიერთი სერიოზული ინფექციის ინტრავენური მკურნალობა, როგორიც არის ქვედა სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციები. გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამომწვევი მგრძნობიარეა და უკუნაჩვენებია ან არაეფექტურია სხვა უამრავი ეფექტური  და ნაკლებად ტოქსიკური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები.
• კისტოზური ფიბროზით დაავადებული პაციენტებში, შესაძლებელია კოლისტიმეთატის ნატრიუმის გამოყენება ინჰალაციის სახით, Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ფილტვის სერიოზული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
დოზირება და მიღების წესი
რეკომენდებული დოზები
დოზირება განისაზღვრება ინფექციის სიმწვავისა და ტიპის მიხედვით, ასევე გამომწვევის მგრძნობელობის, ასაკის, წონის და თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.
შრატის კონცენტრაციების შემოწომება განსაკუთრებით რეკომენდებულია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ახალშობილებში და კისტოზური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში. 10-15მგ/ლ შრატისმიერი დონეები (დაახლოებით 125-200 ე/მლ) ადექვატური უნდა იყოს უმრავლესობა ინფექციებისთვის.
მიღების წესი
ინექცია
მოზრდილებში ნორმალური დოზა უნდა განზავდეს 10მლ სტერილურ საინექციო წყალში, იმისათვის, რომ მოხდეს გამჭვირვალე ხსნარის მიღება, რომლის შეყვანაც ხდება მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში. ხსნარი გამოიყენება ერთჯერადად, ნარჩენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი განადგურება. განზავების დროს დაიცავით პროდუქტი აქაფებისგან.
ინფუზია
ნატრიუმის კოლისტიმეთატის შეყვანა უნდა მოხდეს 50მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარის 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან სტერილურ საინექციო ხსნარში განზავებით. რეკომენდებულია მინიმუმ 5-დღიანი მკურნალობა. კისტოზური ფიბროზის დროს სასუნთქი გზების ინფექციების გამწვავების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 12 დღის მანძილზე.
ნებულაიზერი
საჭირო რაოდენობის ფხვნილი უნდა გაიხსნას  2-4მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში და ჩაისხას ნებულაიზერში. ალტერნატიულად, შეიძლება სტერილური საინექციო წყლის გამოყენება. ხსნარი შესაძლებელია იყოს ოდნავ შემღვრეული და შენჯღრევისას შესაძლოა აქაფდეს.
ანტიბიოტიკის მისაღებად, როგორც წესი სასურველია რეაქტიული ან ულტრაბგერითი ნებულაიზერის გამოყენება. რის შედეგადაც, იქმნება პროდუქტის მეტი ნაწილის სასუნთქ გზებში მიწოდების შესაძლებლობა, ნაწილაკების დიამეტრით 0.5-5.0 მიკრონი, შესაბამისი კომპრესორის გამოყენების შემთხვევაში. ნებულაიზერს და კომპრესორს თან უნდა ახლდეს მწარმოებლების ინტრუქციები მათი გამოყენების შესახებ. ნებულაიზერიდან პროდუქტის მოწოდება შესაძლებელია გამოიყოფოდეს ჰაერში ან შესაძლებელია ფილტრის მორგება. ნებულაიზერის გამოყენება უნდა მოხდეს კარგად ვენტილირებად ოთახში. ხსნარი გამოიყენება ერთჯერადად და ნარჩენის შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი განადგურება.
ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები)
ბავშვები <2 წლის: 500,000 – 1,000,000 ერთეული, დღეში ორჯერ.
60კგ-მდე: 50,000 ერთეული/კგ/დღეში, მაქსიმუმ 75,000 ერთეული/კგ/დღეში. საერთო დღიური დოზა უნდა გაიყოს სამ დოზად და მიღება მოხდეს 8 საათიანი ინტერვალებით.
>60კგ: 1-2 მლნ სე დღეში სამჯერ. მაქსიმლაური დოზაა 6 მლნ სე 24 საათში.
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის ზომიერი და მწვავე უკმარისობისას, კოლისტიმეთატის გამოყოფა შეყოვნებულია. ამიტომ, უნდა მოხდეს დოზის და დოზებს შორის ინტერვალის კორექცია, იმისათვის რომ არ მოხდეს აკუმულაცია. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოადგენს დოზის რეჟიმის მოდიფიცირების სახელმძღვანელოს 60კგ ან მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში. უნდა აღინიშნოს, რომ კორექცია უნდა მოხდეს ასევე პაციენტის ინდივიდუალურად შემოწმების შემდეგ სისხლში კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის არსებობის მიხედვით.
დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს

ხარისხი კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) 60კგზე მეტი სხეულის წონა
მსუბუქი 20-50 1-2 მლნ სე ყოველ 8 საათში
ზომიერი 10-20 1 მლნ სე ყოველ 12-18 საათში
მწვავე <10 1 მლნ სე ყოველ 18-24 საათში

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
ორსულობა
ორსულობის კატეგორია C
ორსულებში არ ჩატარებულა ადექვატური და კარგად-კონტროლირებული კვლევები. ვინაიდან, ნატრიუმის კოლისტიმეთატი გადის პლაცენტურ ბარიერს, მისი გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნატრიუმის კოლისტიმეთატი ლაქტატში. თუმცა, კოლისტინის სულფატი გამოიყოფა ლაქტატში. ამიტომ, ნატრიუმის კოლისტიმეთატის გამოყენება ლაქტაციის დროს ხდება სიფრთხილით.
გამოყენება პედიატრიაში
კლინიკურ კვლევებში ნატრიუმის კოლისტიმეთატის მიიღებოდა პედიატრიულ პაციენტებში (ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებში და მოზრდილებში). თუმცა, გვერდითი მოვლენები მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში იყო მსგავსი. პედიატრიულ პაციენტებში ტოქსიკურობის სუბიექტური სიმპტომები არ შეინიშნებოდა. რეკომენდებულია პედიატრიული პაციენტების სათანადო მონიტორინგი.
გერიატრიული პაციენტები
ხანდაზმულებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან ხანდაზმულებს მეტად აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
სქესი
სქესთან დაკავშირეული სხვაობა ნატრიუმის კოლისტიმეთატის უსაფრთხოების პროფილში არ შეინიშნებოდა.
ღვიძლის უკმარისობა: ნატრიუმის კოლისტიმეთატის უსაფრთხოების პროფილის განსხვავება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეინიშნებოდა.
გვერდითი მოვლენები
განსაკუთრებული სიფრხთილით გამოიყენება პორფირიის დროს.
შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობის განვითარება და შესაძლებელია იყოს დოზაზე დამოკიდებული. ნეფროტოქსიურობის მსგავსი გამოვლინებები შექცევადია ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის დროს. მკურნალობის დროს საჭიროა თირკმლის საბაზისო ფუნქციის შემოწმება და მონიტორინგი. საჭიროა შრატისმიერი კონცენტრაციების მონიტორინგი.
ანტიბიოტიკების ინჰალაციის დროს შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება. მისი პრევენცია ან მკურნალობა შესაძლებელია ბეტა-2-აგონისტების გამოყენებით. სირთულეების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის მოხსნა.
უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებისათვის, რომლებთაც ახასიათებთ მომატებული მგრძნობელობა წამლისა და მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ასევე მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ანტიბიოტიკები (ამინოგლიკოზიდები და პოლიმიქსინი) მონაწილეობენ ნერვის ტრანსმისიაზე ნერვ- კუნთოვან შენაერთში. მოცემული მოქმედების გამო, მათი ერთდროულად გამოყენება ნატრიუმის კოლისტიმეთატის საინექციო ხსნართან დაუშვებელია. კურარეს მსგავსი მიორელაქსანტი (მაგ., ტუბოკურარინი) და სხვა პრეპარატები, როგორიც არის სუქცილინქოლინი, გალამინი, დეკამეთონიუმი და ნატრიუმის ციტრატი, აძლიერებენ ნეირომუსკულურ მაბლოკირებელ ეფექტს და გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, პაციენტებში, რომელთა მკურნალობაც ხდებოდა ნატრიუმის კოლისტიმეთატის საინექციო ხსნარით.
ნატრიუმის ცეფალოტინს შეუძლია გააძლიეროს საინექციო კოლისტიმეთატის ნეფროტოქსიკურობა. ნატრიუმის ცეფალოტინკს და ნატრიუმის კოლისტიმეთატის ერთად გამოყენება დაუშვებელია.
ავტომობილის მართვის უნარი
ნატრიუმის კოლისტიმეთატის პარენტერული მკურნალობის დროს, შესაძლებელია ნეიროტოქსიკურობის განვითარება თავბრუსხვევით, დაბნეულობით და მხედველობის დარღვევით.
მსგავსი ეფექტების შემთხვევაში, პაციენტები უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას.
ჭარბი დოზირება
ნატრიუმის კოლისტიმეთატის ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია განვითარდეს ნეირომუსკულური ბლოკადა, რომელიც გამოიხატება პარესთეზიით, ლეთარგიით, დაბნეულობით, თავბრუსხვევით, ატაქსიით, ნისტაგმით, მეტყველების დარღვევით და აპნოეთი. სასუნთქი კუნთების დამბლამ შესაძლოა გამოიწვიოს აპნოე, სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი. პრეპარატით ჭარბმა დოზირებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, შარდის შემცირებული გამოყოფით და სისხლის შარდიოვანას აზოტის და კრეატინინის კონცენტრაციების მომატებით.
ჭარბი დოზირების ნებისმიერი შემთხვევის მსგავსად, ნატრიუმის კოლისტიმეთატის თერაპია უნდა შეწყდეს და გატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები. სპეფიციკური ანტიდოტი არ არსებობს. უცნობია, ნატრიუმის კოლისტიმეთატი გამოიდევნება თუ არა ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10მლ-იანი შუშის ფლაკონი, რეზინის საცობით და ალუმინის ხუფით, მოთავსებულია მონომუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
განზავებული ხსნარი
საინექციო და საინფუზიო ხსნარები
ნატრიუმის კოლისტიმეთატის განზავებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში მაცივარში 2-8° C ტემპერატურაზე.
ნებულაიზერისთვის განკუთვნილი ხსნარი
ნებულაიზერისთვის განკუთვნილ ხსნარებს გააჩნიათ იგივე სტაბილურობა და შეიძლება მათი შენახვა 24 საათის განმავლობაში მაცივარში 2-8°C ტემეპრატურაზე. პაციენტები, რომლებიც თვითონ მკურნალობენ ანტიბიოტიკებით ნებულაიზერის მეშვეობით, უნდა გამოიყენონ ახლადმომზადებული ხსნარები.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
ვარგისობის ვადა
30  თვე
გამოშვების ფორმა: 1000000სე ფხვნილი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და საინჰალაციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: BDR Pharmaceuticals International Pvt.Ltd. ინდოეთი

გაფრთხილება