კოლპოტროფინი ® – COLPOTROPHINE ®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პრომესტრიენი/PROMESTRIENE
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კოლპოტროფინი ® ვაგინალური კაფსულები;
კოლპოტროფინი ® საცხი.
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პრომესტრიენი…………………….. 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 219), ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 217), სამედიცინო ვაზელინი, ჰიდროგენიზირებული პოლიიზობუტანი, ოლეინმჟავა სორბიტი, კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი უწყლო, სამედიცინო ჟელატინი, გლიცერინი, დიმეტიკონი, გასუფთავებული წყალი.
საცხის თითოეული 100 შეიცავს:
პრომესტრიენი…………………. 1 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E219),
ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E217),
გაჯერებული ცხიმის მჟავების მონო – და დიგლიცერიდების ნარევი, გაჯერებული ცხიმის სპირტების პოლიგლიკოლის ეთერი, ოლეინის მჟავას დეცილის ეთერი, კაპრინისა და კაპრილის მჟავების ტრიგლიცერიდები, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატები განკუთვნილია ინტრავაგინალური გამოყენებისათვის. პრომესტრიენი ავლენს ადგილობრივ ესტროგენულ ეფექტებს ქალის სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე და ამით აუმჯობესებს მათ ტროფიკას. პრომესტრიენი იცავს და აღადგენს ვაგინალურ ეპითელიუმს და ამით ხელს უწყობს მის პროლიფერაციას. ინტრავაგინალური გამოყენების შემდეგ საშოში სისტემური ესტროგენული ეფექტი არ აღინიშნება. საცხის გამოყენების შემდეგ პრომესტრიენის 1%- ზე ნაკლები სწრაფად რეზორბირდება და აღწევს სისხლის სისტემურ დინებაში.
ჩვენებები:
საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიული ცვლილებები, განპირობებული ესტროგენების დეფიციტით, მათ შორის საშოს სიმშრალე, ქავილი, დისპარეუნია, პოსტოპერაციული თერაპია საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ;
საშოს ეპითელიუმის აღსადგენად საშოს ანთებითი პროცესების შემდეგ;
საშვილოსნოს ყელის ეროზიების ქირურგიული მკურნალობის შემდეგ;
ინტრავაგინალური შეღწევით ქირურგიული ჩარევებისას;
საშოსა და საშვილოსნოს ყელის დაზიანებების შესახორცებლად მშობიარობის შემდეგ.
გამოყენების წესი:
კაფსულები: საშოში შეიყვანება 1 კაფსულა დღეში 20 დღის განმავლობაში.
საცხი: მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ წაისმევა თხელ ფენად და ოდნავ შეიზილება მასაჟისებური მოძრაობებით საშოს ლორწოვან გარსში. შემდეგ ყოველ 2 დღეში ერთხელ, კლინიკური გაუმჯობესების ნიშნების მიღებამდე 3 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრომესტრიენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს ან საშოს ესტროგენდამოკიდებული
(სარძევე ჯირკვლების, ეპითელიომის) სიმსივნეები.
ლაქტაციის პერიოდში, მამაკაცის ლატექსის პრეზერვატივების გამოყენების დროს რეკომენდებული არ არის.
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატი კარგად აიტანება; ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები გაღიზიანებისა და ქავილის სახით საცხის წასმის ან კაფსულის შეყვანის ადგილას.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. მეტრორაგიის განვითარებისას სიმპტომური თერაპია ტარდება.
ურთიერთქმედებები:
კოლპოტროფინს შეუძლია ნებისმიერი სპერმიციდული საშუალების ინაქტივირება.
ჭარბი დოზა:
ვაგინალური გამოყენების შემდეგ სისტემური ესტროგენული ეფექტი არ აღინიშნება. ჭარბი დოზის შემთხვევები არ გამოვლენილა.
შენახვის პირობები:
საცხი: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვაგინალური კაფსულები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 5 წელი.
გამოშვების ფორმა:
საცხი: 15 გ ალუმინის ტუბში.
ვაგინალური კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში.
აფთიაქიდან გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ექიმის რეცეპტით).
მწარმოებელი: Laboratoire Theramex – 6, MONACO Cedex

გაფრთხილება