კონსეპტივი /doppelherz conceptive for man

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი მოწინავე ფორმულა
მამაკაცებისათვის ვისაც სურს სპერმის ხარისხის გაუმჯობესება

როდესაც წყვილს აქვს ჩასახვის სურვილი, წარმატების მეტი ალბათობაა, თუ ორივე კაციც და ქალიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ცხოვრების წესს და დიეტას. სპეციფიური საკვების მიღება არის აუცილებელი ოპტიმალური რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის.
დოპელჰერცი ® აქტივი კონსეპტივი მამაკაცებისათვის შემუშავებული იქნა კაცების სრულყოფილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. მისი ფორმულა შეიცავს თუთიას და სელენს, რომლებიც აუცილებელია ნორმალური სპერმატოგენეზისა და ნაყოფიერებისათვის. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ტესტოსტერონის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას, ფოლის მჟავა, ვიტამინი B12 და რკინა უზრუნველყოფენ სპერმის უჯრედების წარმოქმნის მაღალ სისწრაფეს სპერმატოგენეზის დროს. ვიტამინი A სპერმის უჯრედების მომწიფებისათვის არის საჭირო.
დოპელჰერცი ® აქტივი კონსეპტივი მამაკაცებისათვის შეიცავს აგრეთვე ანტიოქსიდანტებს როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი E, კოენზიმ Q10, გლუტატიონი და ლიკოპენი და ასევე ისეთ ბიოაქტიურ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა L-აგრინინი, მაკას, ციმბირული ჟენშენის და ფიჭვის ქერქის ექსტრაქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
კარნიტინი ახდენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების მიტოქონდრიებში ტრანსპორტირებას სადაც ისინი უჯრედების ენერგიის მისაღებად გამოიყენებიან.
ქრომი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ნორმალური გლუკოზის დონის შენარჩუნებას.
B-ვიტამინები, რკინა და თუთია ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ წარმოქმნას.
ვიტამინ D3-თან  ერთად დოპელჰერცი ® აქტივ კონსეპტივ მამაკაცებისათვის  კაფსულაში არსებული  საკვები დანამატების ერთობლიობა უზრუნველყოფს მამაკაცის სიცოცხლისუნარიანობას და სრულყოფილ ჯანმრთელობას.

შემადგენლობა 1 კაფსულა   შემადგენლობა 1 კაფსულა
L-აგრინინი 100 მგ ვიტამინი B1 2,2 მგ
L-კარნიტინი 100 მგ ვიტამინი B2 2,8 მგ
მაკას ექსტრაქტი 100 მგ ნიკოტინამიდი 24 მგ
ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი 50 მგ ვიტამინი B6 2,8 მგ
ლიკოპენი 1,5 მგ ფოლის მჟავა 400 მკგ
ინოზიტი 20 მგ ვიტამინი B12 5 მკგ
ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი 20 მგ ბიოტინი 150 მკგ
ციტრუსის ბიოფლავონოიდები 2 მგ პანტოთენის მჟავა 10 მგ
გლუტატიონი 2,5 მგ რკინა 14 მგ
კოენზიმ Q10 2 მგ თუთია 15 მგ
ვიტამინი A 750 მკგ მანგანუმი 1 მგ
ვიტამინი D3 15 მკგ სპილენძი 1 მგ
ვიტამინი E 30 მგ სელენი 55 მკგ
ვიტამინი C 60 მგ ქრომი 40 მკგ

რეკომენდებული დოზა:
დღეში 1 ტაბლეტი საკვების მიღების დროს საკმარისი წყლით. არ დაღეჭოთ.
არ გადაჭარბებოთ ზემოთ აღნიშნულ რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან მრავალფეროვან დიეტას. მოარიდეთ ბავშვებს.
ენერგეტიკული ღირებულება:
1 კაფსულა შეესაბამება 0.2 კკალ / 0.8 კჯ.
არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Queisser Pharma GmbH & Co. გერმანია

გაფრთხილება