კონტრიკალი – CONTRYCAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): აპროტინინი/APROTININ
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიბრინოლიზის ინჰიბიტორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
ფლაკონში 10000 ATpE, შეფუთვაში 10 ამპ.
გამხსნელთან კომპლექტში.
1 ფლ.
აპროტინინი…………………     10000 ATpE
დამხმარე ნივთიერება: 2 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამხსნელის სახით.
ჩვენებები:
მწვავე პანკრეატიტი;
ოპერაციის შემდგომი პანკრეატიტის და ცხიმოვანი ემბოლიის პროფილაქტიკა;
ჰიპერფიბრინოლიზის შედეგად განვითარებული სისხლდენები და სისხლჩაქცევები: პოსტტრავმული, ოპერაციის შემდგომი, მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მის შემდგომ; მძიმე ჰემორაგიული გართულებები თრომბოლიზური თერაპიის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
მწვავე პანკრეატიტის დროს: დაუყოვნებლივ ვენაში (ნელა) შეჰყავთ 200000-300000 ATpE კონტრიკალი, შემდგომში 24 სთ-ის განმავლობაში ვენაში წვეთობრივად 200000-300000 ATpE. აღნიშნული მკურნალობა გრძელდება დაავადების კლინიკური სურათის და ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე.
ოპერაციის შემდგომი პანკრეატიტის პროფილაქტიკა: კონტრიკალი შეჰყავთ ვენაში ნელა 200000 ATpE დოზით დღეში როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება.
შოკური მდგომარეობის მკურნალობა: დასაწყისში კონტრიკალი ვენაში შეყავთ ნელა 200000-300000 ATpE დოზით, ხოლო შემდგომში ყოველ 4 სთ-ში 140000 ATpE დოზით.
ცხიმოვანი ემბოლიის პროფილაქტიკა: დასაწყისში კონტრიკალი ვენაში შეყავთ ნელა 200000 ATpE დოზით, შემდგომში ყოველდღიურად ვენაში დაახლოებით 200000 ATpE, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება.
სისხლდენების დროს: დასაწყისში კონტრიკალი ვენაში შეჰყავთ ნელა 300000 ATpE დოზით, ხოლო შემდგომში ყოველ 4 სთ-ში 140000 ATpE დოზით.
ბავშვებში კონტრიკალის სადღეღამისო დოზა შეადგენს 140000 ATpE/კგ სხეულის წონაზე.
გამოყენების წესი: ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 2 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. აღნიშნული ხსნარი შეჰყავთ ავადმყოფებში მწოლიარე მდგომარეობაში ვენაში ინექციის სახით (ნელა, მაქსიმალურად 5 მლ წთ-ში) ან ხანმოკლე, ან ხანგრძლივი წვეთოვანი ინფუზიის სახით.
ავადმყოფებში კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ნეკროზით და მუცლის ღრუში ფერმენტების შემცველი გამონაჟონის დროს, შესაძლებელია კონტრიკალის დამატებითი შეყვანა მუცლის ღრუში.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის განმეორებითი ინექციის დროს შესაძლებელია: კანზე გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომები ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე. გარდა ამისა, შესაძლებელია ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია, კანის სიფერმკრთალე, ქოშინი, გაძლიერებული ოფლდენა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში საჭიროა კონტრიკალის განსაკუთრებული სიფრთხილით დანიშვნა;
* ორსულობის I ტრიმესტრი.
განსაკუთრებული მითითებები:
* ალერგიული რეაქციის და შოკის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა კონტრიკალის შეყვანის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
* აუცილებლობის შემთხვევებში აღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით იყენებენ ზოგად მეთოდებს, მაგ. ადრენალინის ერთი ან რამოდენიმე ინექციას ვენაში 0.05-0.1 მგ დოზით, პრედნიზოლონის ინექცია და პლაზმის შემცვლელების შეყვანა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კონტრიკალი ამცირებს სტრეპტოკინაზას და უროკინაზას აქტივობას.
შესაძლებლობის მიხედვით, კონტრიკალის კომბინაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან, განსაკუთრებით b-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან რეკომენდებული არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: AWD, გერმანია

გაფრთხილება