რიზოქსანი

რიზოქსანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რიზოქსანი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორები

წამლის ფორმა: კაფსულები.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, მქრქალი, კორპუსი და სახურავი სპილოსძვლისფერი, რომელიც შეიცავს ერთგვაროვან ყვითელ-ყავისფერ ფხვნილს თეთრი ნაწილაკებით; შენახვის პროცესში შესაძლებელია კონგლომერატების წარმოქმნა.

შემადგენლობა:
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ბაყაყურას ნაყოფების მშრალი ქსტრატი      140 მგ
ყვითელი კოჭას ფესვების მშრალი ექსტრაქტი      25 მგ
ქრისტესისხლას ბალახისა და ფესვების მშრალი ექსტარქტი 80 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჟელატინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
რიზოქსანი – კომბინირებული მცენარეული პრეპარატია, რომლის ეფექტი განპირობებულია მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით.
ბაყაყურას შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდ – სილიბინინს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული და ანტიტოქსიური მოქმედება. ურთიერთქმედებს ჰეპატოციტების მემბრანებთან და ახდენს მათ სტაბილიზაციას, ხელს უშლის ტრანსამინაზების დაკარგვას; ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, აინჰიბირებს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვის პროცესს, იცავს უჯრედულ სტრუქტურებს რღვევისგან (ამასთან ამცირებს მალონის დიალდეჰიდის წარმოქმნას და ჟანგბადის შთანთქმას). აფერხებს უჯრედში რიგი ჰეპატოტოქსიური ნივთიერებების შეღწევას. ასტიმულირებს რნმ-პოლიმერაზას, ზრდის ცილების და ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს და აჩქარებს დაზიანებული ჰეპატოციტების რეგენერაციას. ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებისას აბლოკირებს აცეტალდეჰიდის გამომუშავებას და იკავშირებს თავისუფალ რადიკალებს, ინახავს გლუტათიონის მარაგს, ხელს უწყობს ჰეპატოციტებში დეტოქსიკაციის პროცესებს.
კურკუმინს, ყვითელი კოჭას მოქმედ ნივთიერებას,  გააჩნია ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ნაღვლის გაჯერებას ქოლესტერინით, ფლობს ბაქტერიოციდურ და ბაქტერიოსტატიკურ აქტივობას Staphylococcus aureus, Salmonella spp., Mycobacterium tuberculosis მიმართ.
ალკალოიდ ხელიდონინს, რომელსაც შეიცავს ქრისტესისხლა, გააჩნია სპაზმოლიზური, ანალგეზიური და ნაღველმდენი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ – რიზოქსანის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ კლინიკური ფარმაკოკინეტიკური დაკვირვებების წარმოება შეუძლებელია;

გამოყენების ჩვენებები
მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს:
– ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები (მათ შორის ალკოჰოლური და მედიკამენტური);
– სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული Hჰეპატიტი;
– ღვიძლის ციროზი;
– ტკივილის სინდრომი (სპაზმური ხასიათის) ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების  (ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დისკინეზიები) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს;
– პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
– ნაღვლის სადინრების დილატაცია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
– დისპეფსია.

გამოყენების წესი და დოზები
რიზოქსანი მიიღება შიგნით, კვებამდე, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
მკურნალობის დასაწყისში – 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში (მაქსიმუმ 2 კვირის განმვლობაში), შემდეგ 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
კურსის გამეორება შესაძლებელია 1-3 თვეში.

უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; სანაღვლე გზების ობსტრუქცია.

გვერდითი მოქმედება
ხანდახან პრეპარატის კომპონენტებზე შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება სუსტი დამარბილებელი მოქმედება, ზოგჯერ – დისკომფორტი ფერდქვეშა არეში. ხანგრძლივი გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
რიზოქსანი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკურნალი ექიმის დაკვირვებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.
გამოყენება პედიატრიაში
12 წლამდე ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზირება
ამ დრომდე რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის მიღებისას ჭარბი დოზირების მდგომარეობები აღწერილი არ არის.
პრეპარატის დიდი რაოდენობის მიღებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის გამოყენება, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: – კაფსულა # 30
მყარი ჟელატინის კაფსულები. 15 კაფსულა ბლისტერზე.
2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ADIPHARM LTD, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook