ლატენსინ D6 წვეთები (ნატუროპათი)

ლატენსინ D6 წვეთები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლატენსინ D6 წვეთები (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
5 მლ შეიცავს: Bacillus cereus M.U. 345a*(DSM 5104) D6-ის 5 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch
– გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი ჩვენება ყველა ქვემწვავე და ქრონიკული დაავადება:
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, სინუსიტები, ბრონქიტი, ასთმური ბრონქიტი
– რევმატიული ხასიათის სიმპტომები და სახსრების ქრონიკული დაავადებები
– კანის ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული დერმატიტი, ეგზემა, ნეიროდერმიტი
– ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კოლიტი
– კუჭის ლორწოვანი გარსის ყველა დაავადება
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევა
– ბაზედოვის დაავადება
თვისებები Latensin-ი წარმოადგენს არაპათოგენური Bacillus cereus M.U. 345a* (DSM 5194)-ის სუსპენზიას, რომელიც ცილების, პოლისაქარიდების და ფერმენტების შემცველობის შედეგად ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს ორგანიზმის დაცვითი ძალების მნიშვნელოვან აქტივაციას იწვევს. იმუნოლოგიურ ტესტებში დადგინდა
გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება. გარდა ამისა, T-ლიმფოციტების პროლიფერაციის ძლიერი ზრდა Latensin-ს ახასიათებს, როგორც ძლიერ იმუნომოდულატორს.

მიღების წესი
და დოზირება დასალევად:
მიიღება დღეში 1-3-ჯერ 2-5 წვეთი, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
5-10 წვეთის შეზელვა კვირაში 2-3-ჯერ დაზიანებულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში

გვერდითი მოქმედებები
Latensin-ი ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში ინექციის ადგილზე აღინიშნება სიწითლე, რომელიც სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად სწრაფად ქრება.
ასეთი რეაქცია შეიძლება შევაფასოთ არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც მისი ეფექტურობის გამოვლენა უკუჩვენებები ცხელება, დასუსტებული მდგომარეობა

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. ამის მიუხედავად, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ვაქცინაციის ჩატარებისას უნდა დავიცვათ Latensin-ით მკურნალობის დაწყებამდე 4-კვირიანი ინტერვალი. იმუნოსუპრესიული პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ
შესაძლოა Latensin-ის ეფექტურობა შეამციროს. მითითებები Latensin-ი შესანიშნავი საშუალებაა ეგრეთ წოდებული `პარატუბერკულოზისა~ და ყველა იმ დაავადების დროს, როდესაც კვანძები წარმოიქმნება.

გამოშვების ფორმა: წვეთები 5 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება