პაბიმედი

პაბიმედი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პაბიმედი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტრიმეტაზიდინი/TRIMETAZIDINE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური პრეპარატი, მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი………  20 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა:
ჰიდროქისპროპილომეთილცულელოზა E5, ჰიდროქსიპროპილომეთილცელულოზა E15, ჰიდროქსიპროპილცელულოზა.
პოლიეთილენგლიკოლი 4000, წითელი ლაქი E124, კოშენილის წითელი E124.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრიმეტაზიდინი იცავს ორგანიზმის უჯრედებს იშემიის არასასურველი შედეგებისაგან უჯრედშიდა მეტაბოლიზმისა და ჰომეოსტაზის პროცესებზე ზემოქმედების გზით. ახდენს უჯრედშიდა მეტაბოლური აციდოზის განვითარების პრევენციას.
ტრიმეტაზიდინი ასევე უჯრედში ზრდის მაღალენერგეტიკული შენაერთების კონცენტრაციას. პრეპარატი ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ხელს უშლის ლიპიდების დამჟავებას.
თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

ჩვენებები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა;
ოტორინოლარინგოლოგია: თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის დამხმარე მკურნალობა;
ოფთალმოლოგია: მხედველობის დაქვეითებისა და სისხლძარღვოვანი წარმოშობის მხედველობის არეს დარღვევების დამხმარე მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულებით.
ჩვეულებრივ მიიღება 40-60 მგ დღეში 2-3 თანაბარ დოზად, ე.ი. ერთი ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმნიშვნელო დარღვევა, თავის ტკივილი, ძლიერი გულისცემის შეგრძნება.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები, რომელიც ეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრიმეტაზიდინის გამოყენებას.
ამის გამო ტრიმეტაზიდინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მწვავე საჭიროების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:
ტრიმეტაზიდინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინირებული მკურნალობის დროს.
◄პაციენტებში თირკმელების უკმარისობით აუცილებელია შესაბამისად პრეპარატის დოზის შემცირება.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე:

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე.

ჭარბი დოზირება:
რეკომენდებულზე დიდი დოზების მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: Pharmaceutical work POLFA in Pabianice, პოლონეთი

გაფრთხილება