პატენტექს ოვალი

პატენტექს ოვალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პატენტექს ოვალი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნონოქსინოლი/nonoxynol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაგინალური კონტრაცეპტივები სპერმიციდული მოქმედებით

შემადგენლობა
აქაფებადი სანთელი შეიცავს 75 მგ ნონოქსინოლ-9-ს.
სხვა ინგრედიენტები: პოლიეთილენის გლიკოლი 1500, პოლიეთილენის გლიკოლი 1000, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის დოდეცილ სულფატი, ღვინის მჟავა.

რა არის პატენტექს ოვალის აქაფებადი სანთლები და რისთვის გამოიყენება იგი
პატენტექს ოვალი არის კონტარცეპტივი, რომელიც შეჰყავთ საშოში. ის დნება სხეულის ტემპერატურაზე და წარმოქმნის წვრილბუშტუკოვან და მკვრივ ქაფს, რომელშიც აქტიური ინგერდიენტი კარგად ნაწილდება.
აქტიური ინგრედიენტის შემცელი ქაფი თრგუნავს სპერმის გადაადგილებას, გარდა ამისა ქაფი ქმნის ბარიერს ისე, რომ ხელს უშლის სპერმის შეღწევას საშვილოსნოში. კონტრაცეპტიული უნარი ვლინდება გამოყენებიდან 10 წუთის შემდეგ და გრძელდება დაახლოებით ერთი საათი.

ჩვენებები
ქალების კონტარცეფცია.

პატენტექს ოვალის აქაფებადი სანთლების გამოყენებამდე
არ შეიძლება პატენტექს ოვალის აქაფებადი სანთლების გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
• თუ წინა გამოყენებისას პრეპარატის მიმართ გამოვლინდა ცუდი ამტანობა ან თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების – ნონოქსინოლ-9 ან პატენტექს ოვალის სხვა ინგრედიენტების მიმართ.
• საშოს ან საშვილოსნოს ყელის ანთების დროს;
• უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხდლენის დროს;
• საშოდან დიდი რაოდენობის ლორწოვანი გამონადენის დროს;
• ორსულობის და ლაქტაციის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში (მშობიარობის შემდგომი ექსუდაცია);

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პატენტექს ოვალის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევაში:
• როდესაც გამოიყენება 14 წლამდე ახალგაზრდებში.
პატენტექს ოვალის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 14 წლამდე მოზარდებში, უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

• საეჭვო კონტაქტების დროს:
პატენტექს ოვალი არ იცავს სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციური დაავადებებისგან და შესაბამისად შიდსისგან. ამის გამო საჭიროა კონდომის გამოყენება რისკ კონტაქტების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ არის აღწერილი პატენტექს ოვალის გვერდითი ეფექტები. ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები, შესაბამისად არ შეიძლება მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე
პატენტექს ოვალის აქაფებადი სანთლები არ ახდენს რაიმე ზეგავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

მიღების წესი და დოზები
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მაშინ პრეპარატი გამოიყენება ქვემოთ მოცემული მეთოდის შესაბამისად:
1. სქესობრივ ურთიერთობამდე სულ მცირე 10 წუთით ადრე თითის საშუალებით საშოში ღრმად შეყავთ აქაფებადი სანთლები.
2. თუ შეყვანიდან 1 საათის განმავლობაში არ მოხდა ეაკულაცია რეკომენდირებულია სანთლის ხელახალი შეყვანა.
3. თითოეული სქესობრივი აქტის დაწყებამდე – არა აქვს მნიშვნელობა რა დროა გასული – ყოველთვის გამოიყენება ახალი სანთელი და საჭიროა  დამატებით 10 წუთი ლოდინი.
არ შეიძლება პატენტექსის გამოყენება 3 ჯერზე მეტად 24 საათის განმავლობაში.

საჭიროა შემდეგი ინფორმაციის ყურადღებით წაკითხვა:
1. პატენტექს ოვალის  გამოსაყენებლად აქაფებადი სანთლების ამოღება უნდა მოხდეს ფოლგაზე მითითებული ადგილიდან.
2. სქესობრივ აქტამდე საჭიროა პატენეტექს ოვალის შეყვანა ღრმად საშოში.
3. შეყვანის შემდეგ აუცილებელია სულ მცირე 10 წუთი დალოდება.
ეფექტის ხანგრძლივობა: თუ შეყვანიდან 1 საათის განმავლობაში არ მოხდა ეაკულაცია, მაშინ რეკომენდირებულია ახალი სანთლის გამოყენება.
4. რატომ არის საჭირო 10 წუთი ლოდინი?
პატენტექს ოვალის აქტიური ნივთიერება დნება და ქაფდება სხეულის ბუნებრივ ტემპერატურაზე. დამცავი ქაფი, რომელიც ასევე ანაწილებს პრეპარატს (ორმაგი დაცვა) წარმოიქმნება 10 წუთის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება იგი საიმედო კონტრაცეფციული საშუალება.

ყურადღება! თითოეული სქესობრივი აქტის დაწყებამდე – არა აქვს მნიშვნელობა რა დროა გასული – ყოველთვის გამოიყენება ახალი სანთელი და საჭიროა  დამატებით 10 წუთი ლოდინი.

რა ხდება თუ ქაფი გარეთ გამოდის?
საშოს ზომები განსხვავდება ქალებში. მიუხედავად ამისა პეტერნტექს ოვალი უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეფციას. პატარა საშოს შემთხვევაში ქაფის ნაწილი შეიძლება საშოდან გარეთ გამოვიდეს სქესობრივი აქტის დაწყებამდე. ეს ხელს არ შეუშლის სიამედო დაცვას.

როგორია კონტრაცეპტივის საიმედოობა
არცერთი მეთოდი არ უზრუნველყოფს 100% დაცვას არასასურველი ორსულობის წინააღმდეგ. თუმცაღა საიმედოობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია პროდუქტის სწორად გამოყენება. ეფექტურობის გასაზრდელად რეკომენდირებულია დამატებით მექანიკური კონტრაცეპციის გამოყენება. გასათვალისწინებელია, რომ პატენტექს ოვალის ეფექტურია მხოლოდ 1 საათი!
პრეპარტთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები:
ხშირი (აღენიშნება 1-10 ადამიანს 100-დან): სითბოს შეგრძნება და ადგილობრივი გაღიზიანება, ისევე როგორც საშოს სიმშრალე ან წვა, ტკივილი, ვაგინალური გამონადენი. მტკივნეული შარდვა შეიძლება აღენიშნოს ორივე პარტნიორს.

შენახვის პირობები და ვადები ინახება არა უმეტეს 25°C

გამოშვების ფორმა: 75 მგ აქაფებადი ვაგინალური სანთელი №12

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Merz Pharma, გერმანია

გაფრთხილება