პენციკლოვირი – PENCICLOVIR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პენციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ საშუალებას. იგი აქტიურია მარტივი ჰერპესის გამომწვევი ვირუსის, აგრეთვე შემომსალტველი ლიქენის მიმართ. პრეპარატი უჯრედებში ფოსფორილერების გზით გარდაიქმნება ტრიფოსფატად, რომელიც თრგუნავს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს.
ჩვენებები
მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული დაზიანებული კანის მკურნალობა.
დოზირების რეჟიმი
გარეგანად – პრეპარატი დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე ყოველ 2 სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 4 დღემდე.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პენციკლოვირის მიმართ მომატებული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
თვალის ირგვლივ მდებარე კანზე და ლორწოვან გარსზე პრეპარატის წასმა რეკომენდებული არ არის.

გაფრთხილება