პერიტოლი

პერიტოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პერიტოლი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდი/CYPROHEPTADINE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ, შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდი……….     4 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი.
სიროფი: ფლაკნში 100 მლ
1 მლ
ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდი……….     400 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბინის მჟავა, საქაროზა, მწვავე ნატრიუმი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ტუტი-ფრუტის ესენცია, ეთანოლი, საღებავი არიავიტი ყვითელი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური, ანტიქოლინერგული და სუსტად გამოხატული სედატიური მოქმედება. პრეპარატის ანტიალერგიული ეფექტი განპირობებულია მისი ანტიჰისტამინური მოქმედებით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.

ჩვენებები:
ალერგიული მდგომარეობები, განსაკუთრებით თანხლებული ქავილით, მაგალითად: მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ეგზამატოზური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, შრატის დაავადება, მწერების ნაკბენი;
კარცინოიდული სინდრომის სახელწოდებით ცნობილი დაავადების სიმპტომური მკურნალობა;
სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილი (შაკიკი, ჰისტამინური თავის ტკივილი);
პაციენტები ანორექსიით და დასუსტებული ავადმყოფები. მადის გასაძლიერებლად და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნეიროგენული ანორექსიის, იდიოპათიური ანორექსის, ქრონიკული დამაუძლურებელი დაავადებების, გამოფიტვის დროს, გადატანილი ინფექციების შემდეგ ან გამოჯანმრთელების ეტაპზე მყოფი პაციენტებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
პერიტოლის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის დანიშნულებით.

ტაბლეტები
მოზრდილები:
– ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ-ს (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
– ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს შესაძლებელია დღეში 6 მგ (ე.ი. 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ).
– მწვავე შაკიკის დროს რეკომენდებული დოზაა დღეში 4 მგ (1 ტაბლეტი). თუ შაკიკის შეტევა არ გაივლის, ამ დოზის განმეორება შეიძლება ნახევარ საათში. არ უნდა მოხდეს 8 მგ-ზე მეტი დოზის მიღება (2 ტაბლეტი) 4-6 საათის განმავლობაში.
– შემანარჩუნებელი დოზა: ჩვეულებრივ, ეფექტურია დღეში 12 მგ-ის მიღება (1 ტაბლეტი 3-ჯერ).
– მაქსიმალური დღიური დოზა: 32 მგ (2 ტაბლეტი 4-ჯერ).
– ხანდაზმულებისათვის და/ან დასუსტებული პაციენტებისათვის პერიტოლის ტაბლეტების დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან, მათ აქვთ მაღალი მგრძნობელობა ანტიჰისტამინური პრეპარატების ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მიმართ (მაგალითად: თავბრუსხვევა, ძილიანობა და ჰიპოტენზია).
ბავშვები:
– პერიტოლის მიცემა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
– 2 წლის ზემოთ ბავშვებისათვის რეკომენდებული დღიური დოზაა 0.25 მგ/კგ სხეულის წონაზე, ანუ 8 მგ/კგ.მ.
– ბავშვები 2-6 წლამდე ასაკში: შესაძლებელია 4-6 მგ-ის მიცემა (1-1/2 ტაბლეტი) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ-ს (3 ტაბლეტი).
– ბავშვები 7-14 წლამდე ასაკში: ჩვეულებრივი დოზაა 8-12 მგ (1 ტაბლეტი 2 ან 3-ჯერ დღეში). თუ საჭიროა დღიური დოზის მიცემა ერთ მიღებაზე, რეკომენდებულია მისი მიღება ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (4 ტაბლეტი).
ბავშვებისათვის, განსაკუთრებით მცირე ასაკობრივ ჯგუფში, რეკომენდებულია პერიტოლის სიროფის მიცემა.
– პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ამ პაციენტებში შესაძლოა მოხდეს აქტიური ნივთიერების მეტაბოლიზმის დაქვეითება, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
– პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით: პრეპარატის აქტიური კომპონენტი, ძირითადად, გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
– პერიტოლის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ ეფექტს.
– პერიტოლის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

სიროფი
მოზრდილები:
– ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ-ს (10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში).
– ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს შესაძლებელია დღეში 6 მგ-ის მიღება (ე.ი. 5 მლ 3-ჯერ).
– მწვავე შაკიკის დროს რეკომენდებული დოზაა 4 მგ (10 მლ ერთხელ) დღეში. თუ შაკიკის შეტევა არ გაივლის, ამ დოზის განმეორება შეიძლება ნახევარ საათში. არ უნდა მოხდეს პრეპარატის 8 მგ-ზე მეტი დოზით მიღება (10 მლ 2-ჯერ) 4-6 საათის განმავლობაში.
– შემანარჩუნებელი დოზა: ჩვეულებრივ, ეფექტურია დღეში 12 მგ-ის მიღება (10 მლ 3-ჯერ).
– მაქსიმალური დღიური დოზა: 32 მგ (სიროფის 20 მლ 4-ჯერ).
– ხანდაზმულებისათვის და/ან დასუსტებული პაციენტებისათვის პერიტოლის სიროფის დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან, მათ აქვთ მაღალი მგრძნობელობა ანტიჰისტამინური პრეპარატების ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მიმართ (მაგალითად: თავბრუსხვევა, ძილიანობა და ჰიპოტენზია).
ბავშვები:
პერიტოლის მიცემა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
– 2 წლის ზემოთ ბავშვებისათვის რეკომენდებული დღიური დოზა 0.25 მგ/კგ სხეულის წონაზე, ანუ 8 მგ/კგ.მ.
– ბავშვები 2-6 წლამდე ასაკში: შესაძლებელია 4-6 მგ-ის მიცემა (5 მლ 2-3-ჯერ) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ-ს (10 მლ 3-ჯერ).
– ბავშვები 7-14 წლამდე ასაკში: ჩვეულებრივი დოზაა 8-12 მგ (10 მლ 2 ან 3-ჯერ დღეში). თუ საჭიროა დღიური დოზის მიცემა ერთ მიღებაზე, რეკომენდებულია მისი მიღება ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (10 მლ 4-ჯერ).
ერთი ჩაის კოვზი იტევს 5 მლ-ს, ერთი დესერტის კოვზი იტევს 10 მლ-ს.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ამ პაციენტებში შესაძლოა მოხდეს აქტიური ნივთიერების მეტაბოლიზმის დაქვეითება, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით: პრეპარატის აქტიური კომპონენტი, ძირითადად, გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
– პერიტოლის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ ეფექტს. პერიტოლის მიღების დავიწყების შემთხვევაში დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

გვერდითი მოვლენები:
პერიტოლის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა: ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ეს მოვლენები არ გაივლის 3-4 დღეში.
♦ სედატიური მოქმედება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გაბრუება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა (ატაქსია), მხედველობის აკომოდაციის დარღვევა (მიდრიაზი), მხედველობის გაორება (დიპლოპია), მხედველობითი ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ტრემორი, მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ნერვული გამტარებლობის ანთება, თავის ტკივილი, სისუსტე. შესაძლებელია კანის ზოგადი სიწითლე, გამონაყარი კანზე და ფოტომგრძნობელობის მომატება.
♦ გვრედითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სისტემასთან: ანემია, სისხლის უჯრედოვანი ელემენტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რიცხვის შემცირება. შეიძლება მოხდნს ცალკეული ფორმიანი ელემენტების რიცხვითი თანაფარდობის შეცვლა (მაგალითად, აგრანულოციტოზი), რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ლორწოვანი გარსების დაზიანება.
♦ შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება ან გაძლიერება და/ან ექსტრასისტოლია.
♦ ბრონქული სეკრეტის შესქელება, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ცხვირის გასავლების დახშობა.
♦ შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში. არასასიამოვნო შეგრძნება, ყაბზობა ან ფაღარათი, ნაღვლის დინების დარღვევა, ღვიძლის ანთება ან კანის და თვალების სკლერის გაყვითლება.
♦ შეიძლება განვითარდეს მოშარდვის ხშირი სურვილი, შარდის ბუშტის გაძნელებული დაცლა, შარდის შეკავება.
♦ პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს პაციენტები ხშირად იმატებენ წონაში.
! ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:
* ალერგია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მიმართ;
* ასთმის მწვავე შეტევეა;
* ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა: გლაუკომა, კუჭის მასტენოზირებელი წყლული, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი შესაბამისი სიმპტომებით (და შარდის შესაძლო შეკავებით);
* სხვა სამკურნალო საშუალებით მკურნალობისას მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფიდან;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
! დაუშვებელია ამ პრეპარატის მიცემა 2 წლამდე ააკის ბავშვებისათვის. არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატ პერიტოლის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს, ამიტომ პერიტოლი წინააღმდეგნაჩვენებია ამ ჯგუფის პაციენტებისათვის.
* ეს პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
იმის გამო, რომ პერიტოლს შეუძლია ძილიანობის გამოწვევა, მკურნალობის კურსის დასაწყისში მისი მიღება რეკომენდებულია ვახშმის შემდეგ.
« ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში უფრო ხშირია პრეპარატ პერიტოლის გვერდითი მოვლენები – თავბრუსხვევა, ძილიანობა და არტერიული წნევის დაქვეითება.
« პერიტონის დანიშვნისას ბავშვთა ასაკში, აუცილებლად უნდა შესრულდეს ექიმის ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების შესახებ. ზოგიერთი ბავშვი მკურნალობის კურსის განმავლობაში მოუსვენარი ხდება. თუ ბავშვის ქცევის შეცვლა დაკავშირებულია მიღებულ პრეპარატთან, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ამ პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში:
«ბრონქული ასთმა;
« მომატებული თვალშიდა წნევა;
« ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება;
« ნებისმიერი გულ-სისხლძარღვოვანი დაავადება;
« მაღალი არტერიული წნევა.
ამ შემთხვევაში პერიტოლის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
« აუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება. სიფერმკრთალე, კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება, სისხლნაჟღენთები, უჩვეულო ან შეუჩერებელი სისხლდენა.
« ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ მათი შედეგებით გამოვლინდება, რომ ეს სიმპტომები გამოწვეულია მიღებული პრეპარატით, ექიმს შეუძლია შეწყვიტოს მკურნალობა.
« პერიტოლის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 128 მგ ლაქტოზას. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტოზის დეფიციტი, გალაქტოზემია და გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი.
« პერიტოლის სიროფი შეიცავს საქაროზას. სიროფის ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 2 გ საქაროზას, დესერტი კოვზი კი (10 მლ) – 4 გ-ს. ამიტომ სიროფის მიცემა არ შეიძლება პაციენტებისათვის ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობით, გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის და, ასევე, საქაროზა/მალტაზას უკმარისობით.
« პერიტოლის სიროფი შეიცავს 5% ალკოჰოლს. სიროფის ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 0.25 გ ალკოჰოლს, დესერტის კოვზი (10 მლ) კი – 0.5 გ-ს პერიტოლის სიროფის მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტებს შემდეგი მდგომარეობებით: ღვიძლის დაავადება, ალკოჰოლიზმი, ეპილეფსია, თავის ტვინის დაავადება და ტრავმა ან „ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)“ სხვა პათოლოგია. ამ სიროფით ბავშვების ხანგრძლივი მკურნალობა (ერთ კვირაზე მეტი) შესაძლებელია მხოლოდ რისკის და სარგებელის საფუძვლიანი შედარების შემდეგ. დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელის მიღება ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.

ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატ პერიტოლით მკურნალობის პირველი კურსის საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა, ძალიანობა ან სტუპორი. ასეთი შეგრძნებების გამოვლენის შემთხვევაში თავი უნდა იქნას შეკავებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და იმ სამუაშოების შესრულებისგან, რომელიც დაკავშირებული უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. შემდგომში ამ შეზღუდვის დონე და ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, კომა, აგზნება და კრუნჩხვები, პირის სიმშრალე, ფიქსირებული გადიდებული გუგები, სახის სიწითლე და დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ.
მკურნალობა: რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის შეყვანა. შეიძლება საჭირო გახდეს სხვა დამხმარე თერაპიის ჩატარება. სასარგებლოა ზოგიერთი საფაღარათო საშუალების გამოყენება, ახდენს ნაწლავების შიგთავსის განზავებას.
არ არის მიზანშეწონილი იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას; ჰიპოტენზიის კუპირება შეიძლება ვაზოპრესორული პრეპარატების შეყვანით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება აწმყოში ან რამდენიმე ხნის წინ გამოყენებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.
– მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებს ან ახანგრძლივებს პრეპარატ პერიტოლის ანტიქოლინერგულ ეფექტებს.
– საძილე, სედატიური და ანქსიოლიზური ნივთიერებები აძლიერებს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიურ ეფექტს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტი იღებს ერთ-ერთ ასეთ პრეპარატს პერიტოლთან ერთად. თუ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია დანიშნული პრეპარატების შესახებ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC,უნგრეთი

გაფრთხილება