პეროქსიგელი 3%

პეროქსიგელი 3%. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პეროქსიგელი 3%  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): წყალბადის ზეჟანგი/
HYDROGEN PEROXIDE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ალუმინის ტუბში 15 გ
წყალბადის ზეჟანგი 3%………….10 გ
დამხმარე ნივთიერებები:
EDTA 500 მგ, ტილოპური CB – 1.5 გ., ეთანოლი 96.5% – 5.0 გ, ორთოფოსფორმჟავა 85% – pH 3.5-4.5, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს წყალბადის ზეჟანგს 3% კონცენტრაციით. შერჩეულ შტამებზე პრეპარატის მიკრობიოლოგიური აქტივობის გამოკვლევისას დადასტურებულია მისი აქტიურობა არა მარტო გრამდადებითი (Staphilococcus aureus) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (Pseudomonas aeruginosa) არამედ საფუარას პათოგენური სოკოების (Candida albicans, Aspergilus Niger) მიმართ, რის შედეგადაც დადგენილია ამ ახალი ფორმის მეტი ეფექტურობა წყალბადის ზეჟანგის ცნობილ ხსნართან შედარებით.
პრეპარატი ხსნარისგან განსხვავებით 2-ჯერ სტაბილურია. პრეპარატის ჭრილობის ზედაპირზე გაშრობის შემდეგ მასზე წარმოიქმნება დამცავი აპკი, რომელიც იცავს ჭრილობას განმეორებითი ინფიცირებისაგან. პრეპარატს გააჩნია აგრეთვე სუსტად გამოხატული მომწვავი თვისება, რაც ხელს უწყობს მცირე ზომის ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერებას.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ჭრილობის, კანის ნაკაწრისა და ექსკორიაციის დეზინფექციისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
გელის მცირე რაოდენობა დაიტანება უშუალოდ ჭრილობაზე, ნაკაწრზე ან ექსკორიაციაზე. დაზიანებულ უბანზე.

გვერდითი მოვლენები:
პაციენტებში პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობით პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქცები (ურტიკარია).

უკუჩვენებები:
* პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის წინააღმდეგნაჩვენები.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის მნიშვნელოვანი დაზიანების დროს, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: P.P.E. GEMI,პოლონეთი

გაფრთხილება