პეფრაკელ D3 მალამო (ნატუროპათი) / Pefrakehl D3 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა
1 გ მალამო შეიცავს: Candida parapsilosis D3-ის 0.1 გ ხსნარს HAB-ის მე-5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერებები: 0.38 გ ბეწვის ცვილის სპირტიანი მალამო, 0.10 გ საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, 0.03 გ 40-50%-იანი
გლიცეროლმონოსტეარატი, 0.23 გ პროპილენგლიკოლი, 0.02 გ MgSO4 •7H2O, 0.01 გ რძემჟავა,
0.13 გ საინექციო წყალი

ჩვენება
– ნაწლავების ყველა მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების,
გენიტალური მიკოზების სახით
– პირისა და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება,აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი,
კბილის გრანულომა
– ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი
– აკნე

თვისებები
Pefrakehl-ი მიიღება საფუარა სოკოს Candida parapsilosis-საგან. იზოპათიის პრინციპის მიხედვით, პრეპარატს შეუძლია სიმბიოზის აღდგენა მცენარეულ ორგანიზმებსა (რომლებსაც მიეკუთვნება ეს სფუარა სოკო) და ძუძუმწოვრების ორგანიზმს შორის. წამალს შეუძლია გამოიწვიოს რეაქციები, მაგრამ მათი დათრგუნვა
მიზანშეწონილი არ არის. რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი ქრება და დაავადებასთან დაკავშირებით გვმატებს ოპტიმიზმს, რომ დავადებას მოვარჩენთ.

მიღების წესი და დოზირება
დღეში 1-3-ჯერ თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
არ გამოიყენება საფუარა სოკოების (Candida parapsilosis) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს

სიფრთხილის ზომები
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ცეტილსტეარილის სპირტმა (ბეწვის ცვილის სპირტიანი მალამოს შემადგენელი კომპონენტი) შესაძლოა კანის შემოსაზღვრული დაზიანება (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი) გამოიწვიოს. ასევე პროპილენგლიკოლმაც
შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება მითითება Candida parapsilosis ასევე წარმოადგენს კომბინირებული პრეპარატ Exmykehl-ის მოქმედ ნივთიერებას
გამოშვების ფორმა: 30 გ მალამო
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება