პირაცეტამი

პირაცეტამი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პირაცეტამი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ჩვენებები
პირაცეტამი გამოიყენება ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ პრაქტიკაში.
პრეპარატი ნევროლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების დროს (ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი პარკინსონიზმი), რომლებიც ვლინდება ცერებრული სისხლძარღვების ქრონიკული უკმარისობით, მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევითა და თავის ტკივილით, თავის ტვინიში სისხლმიმოქცევის მხრივ ცვლილებებით;
თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობისას, ზემოთაღნიშნული მდგომარეობების დროს აღდგენითი თერაპიის მიზნით პაციენტის ფსიქიური აქტივობისა და მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით.
პირაცეტამი გამოიყენება აგრეთვე ნერვული სისტემის დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციისა და ემოციური სფეროს მხრივ დარღვევები.
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში პირაცეტამი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა წარმოშობის ნერვულ-დეპრესიული მდგომარეობები, რომელთა თანხმლებია ადინამიის ნიშნები, ასთენიურ სენესტოიპოქონდრიული დარღვევები და იდეატორული შეზღუდვა, აგრეთვე დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობა შიზოფრენიით შეპყრობილ პაციენტებში, სხვადასხვა ეთიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომებისას, სენილური და ატროფიული პროცესების, სხვადასხვა ფსიქიური დაავადებისას კომპლექსური თერაპიისათვის.
პირაცეტამი გამოიყენება დამხმარე საშუალებად დეპრესიული დაავადებების სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ანტიდეპრესიული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ რეზისტენტობა, აგრეთვე როდესაც ნეიროლეფსიური და სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ აუტანლობა. იგი გამოიყენება ზემოთაღნიშნული სამკურნალო საშუალებების მოქმედებით გამოწვეული სომატოვეგეტატური, ნევროლოგიური ან ფსიქიური გართულებების პრევენციიის ან ნიველირების მიზნით.
პირაცეტამი როგორც დამხმარე საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეპილეფსიის დროს.
პირაცეტამი ნარკოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება აბსტინენციის სინდრომის მოსახსნელად პრე და დელირიოზული მდგომარეობისას ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დროს, აგრეთვე ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მოწამვლის შემთხვევაში. პირაცეტამი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს გამოიყენება ასთენიური მდგომარეობის შესამცირებლად.
პრეპარატი პედიატრიაში გამოიყენება შესწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და თავის ტვინის პერინატალური დაზიანებების ნარჩენი მოვლენების ლიკვიდაციისათვის, რომლებიც გამოწვეულია ინფექციით, ჰიპოქსიით, სამშობიარო ტრავმით. აგრეთვე მას უნიშნავენ ოლიგოფრენიის, გონებრივი განვითარების მხრივ ჩამორჩენისას, ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს.
პირაცეტამი გერონტოლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება მოხუცთა დემენციის (მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება) სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი
პირაცეტამი ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად ჭამამდე საწყისი დოზით 1.2 გ-დან (400 მგ 3-ჯერ დღეში) 2.4 გ-მდე, ხანდახან დღეღამეში 3.2 გ-მდე ან მეტი. აღნიშნული დოზის მიღების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტი როგორც წესი აღინიშნება 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზას ამცირებენ 1.2-1.6 გ-მდე (400 მგ 3-4-ჯერ დღეში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 6-8 კვირის შემდეგ.
პირაცეტამით მკურნალობის დროს შესაძლებელია ფსიქოტროპული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
თავის ტვინის მწვავე დაზიანების სამკურნალოდ პირაცეტამი ინიშნება სხვა დეზინტოქსიკაციურ მეთოდებთან და აღდგენით თერაპიასთან კომბინაციაში, ხოლო ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალოდ – ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად.
– ბავშვებში პირაცეტამი გამოიყენება ყოველდღე 30-50 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით 2 მიღებაზე დილას და შუადღისას;
– 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 200 მგ-ის ოდენობით (დღეღამეში 600 მგ-ის ოდენობით).
– 5-დან 16 წლამდე ბავშვებში – 400 მგ დღეში 3-ჯერ (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.8 გ). აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატით მრავალწლიანი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ერთი წლის განმავლობაში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება.
იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნა მიღებული მორიგი დოზა, მაშინ მკურნალობის კურსს აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
პირაცეტამი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები ძირითადად აღინიშნება დღეღამეში 5 გ პრეპარატის მიღებისას და ხანდაზმულ პაციენტებში.
ზოგჯერ შესაძლებელია გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დისპეფსიური ხასიათის დარღვევები, სექსუალური სტიმულაცია, მოძრაობითი აქტივობა.
ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად მოსალოდნელია კორონარული უკმარისობის განვითარება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პირაცეტამის გამოყენებისას, განსაკუთრებით გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებში შესაძლებელია აფორიაქება, მოუსვენრობა, მოძრაობითი შეფერხება, ყურადღების მოდუნება, გაღიზიანებადობა, გაუწონასწორებლობა, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

უკუჩვენებები
* პირაცეტამის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* თირკმლების უკმარისობა;
* დეპრესია და მოუსვენრობა (აჟიტირებული დეპრესია);
* ჰანგტინგტონის დაავადება;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
* 1 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებსაც ცნს-ის მხრივ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები პირაცეტამის გამოყენებისას საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება
პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიური. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ურთიერთქმედება პირაცეტამსა და ცნს-ის მასტიმულირებელ, ასევე ნეიროლეფსიურ (ჰიპერკინეზის გაძლიერება) საშუალებებთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ამ უკანასკნელის ჰიპოფუნქციის დროს.

გაფრთხილება