პროპიონიბაქტერიუმ ავიდუმ D5 კაფსულები (ნატუროპათი) / Propionibacterium Avidum D5 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Propionibacterium avidum D5, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

ჩვენება
– კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ვასკულარული შაკიკი, ყურებში შუილი.
– ცისტიტი

თვისებები
Propionibacterium მიეკუთვნება უძლიერეს ბაქტერიულ იმუნომოდულატორებს. უჯრედული კედლის განსაკუთრებული სტრუქტურის გამო, რომელიც მონოციტურ-მაკროფაგური სისტემით აქტიურდება,
შეუძლიათ იმუნური სისტემის ძლიერი სტიმულაცია. ამას ეფუძნება მათი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. პრეპარატი შეიცავს Propionibacterium avidum KP 40 – უჯრედულ კედელს, ჰომეოპათიზირებულმა უჯრედული კედლის ფრაქციებმა, არასპეციფიური
იმუნური დაცვის სტიმულაციის დროს გამოავლინა საინტერესო დამოკიდებულება მეათედეული პოტენციების
დანიშვნის დროს. მაგალითად, იმუნოსტიმულაციის გამოვლინება გამოხატულია მხოლოდ D5 პოტენციით.
Propionibacterium avidum კარგი საშუალებაა სისხლის მიმოქცევის ზოგადი სტიმულაციისათვის,
განსაკუთრებით თავის, კიდურების და ასევე სხეულის სხვა ნაწილებში.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1-3 კაფსულა კვირაში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, საუზმის წინ ან საღამოს, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითებები
შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმა: 5 კაფსულა
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება