რებას D5 ამპულები (ნატუროპათი)

რებას D5 ამპულები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რებას D5 ამპულები (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
2 მლ შეიცავს: პეიერის ფოლაქების ლიოფილიზირებული სტერილური ექსტრაქტის D5/D12 (PPX) 2 მლ წყალხსნარს, HAB-ის მე- 5ბ და მე-11 სტატიის მიხედვით (HAB _ Homeopatic Arzneinbuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
პრეპარატი გამოიყენება ანთებების, განსაკუთრებით ქრონიკული და მორეციდივე ანთებების დროს, რომელიც მიმდინარეობს ჰუმორული დაცვის დარღვევით – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ქრონიკული ჰეპატიტი, ლაკუნური ანგინა

თვისებები
ბაზელში, ანატომმა პეიერმა (1653-1712) პირველად აღწერა წვრილნაწლავში არსებული ლიმფოიდური ქსოვილის გროვები, რომლებსაც მოგვიანებით მისი სახელი – პეიერის ფოლაქები ეწოდა. ისინი იმუნური სისტემის ნაწილებია ნაწლავის კედელში განლაგებული. ფოლაქები ორგანიზმის იმუნური სისტემის უჯრედების 70-80%-ს შეიცავს.
ნაწლავი, მისი სტრუქტურული და ფუნქციური აგებულების, ასევე უზარმაზარი ფართობის გამო, განიცდის უდიდესი რაოდენობის ანტიგენების ზემოქმედებას. ძირითადად, კვების პროდუქტების კომპონენტების და მათი დაშლის პროდუქტების, ასევე ვირუსული და პარაზიტული წარმოშობის სუბსტანციების, ტოქსინების და ფერმენტების ზემოქმედებას. პეიერის ფოლაქები წარმოადგენს იმუნოლოგიური კონტაქტის ადგილს
იმ ნაწილაკებისათვის, რომლებიც შინაგან გარემოში არასაკმარისი ბარიერის და/ან პერსორბციის (უჯრედგარეშე სითხიდან შედარებით მსხვილი სუბსტანციების, ბაქტერიული უჯრედების და დაშლილი ქსოვილის ნარჩენების შთანთქმა) შედეგად შეიჭრნენ. ამ ანტიგენებს შეუძლია ადგილობრივი და სისტემური რეაქციების გამოწვევა. მათი რეზორბცია ხდება ძირითადად პეიერის ფოლაქების სუბეპითელური მაკროფაგების საშუალებით, ხოლო შემდეგ ტრანსპორტირდება მეზენტერიულ ლიმფურ კვანძებში. ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული იმუნოლოგიური
დაცვითი მექანიზმების ამუშავება არ ხდება ან ჰიპერრეაქციის შედეგად მავნე ზემოქმედებას ახდენს. დაცვის დარღვევა განაპირობებს ინფექციებს, აუტო- და ჰიპერიმუნური რეაქციების არასწორ რეგულაციას. Rebas-ის დამზადება ხდება ღორის პეიერის ფოლაქებისაგან, ის წარმოადგენს ჰუმორული დაცვის გამაძლიერებელ
და იმუნური სისტემის აღმდგენ საშუალებას. ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებისაგან უწყვეტად წარმოიქმნება იმუნოლოგიურად არაკომპეტენტური ლიმფოციტები. ამ უჯრედების ნაწილი ძვლის ტვინში ერევა სისხლს და გარდაიქმნება იმუნოლოგიურად კომპეტენტურ B-ლიმფოციტებად. ასეთ B-ლიმფოციტებთან ანტიგენის კონტაქტის შემდეგ დიფერენციაციის გზით ყალიბდება პლაზმური უჯრედები, მათი ფუნქციაა მკაცრად სპეციფიური ჰუმორული ანტისხეულების წარმოქმნა. Rebas-ი ააქტიურებს B-ლიმფოციტებიდან პლაზმური უჯრედების წარმოქმნას და ამ გზით პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ანტისხეულების პროდუქციის გაძლიერებაზე. იმუნოლოგიურად არაკომპეტენტური ლიმფოციტების მეორე ნაწილის დიფერენცირება ხდება თიმუსში. T-ლიმფოციტების მსგავსად,
ისინი უჯრედულ იმუნიტეტს განსაზღვრავენ. უჯრედის ზედაპირზე არსებული სპეციფიური რეცეპტორების დახმარებით მათ შეუძლიათ ანტიგენების ამოცნობა და შეკავშირება. ანტიგენებთან პირველი კონტაქტის შემდეგ T-ლიმფოციტები წარმოქმნიან ეგრეთ წოდებულ ეფექტორულ უჯრედებს (T-ქილერები, T-ჰელპერები), რომლებიც შემდეგში უშუალოდ მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში. T-ქილერებს შეუძლია უცხო უჯრედების განადგურება,
რითაც სიმსივნის საწინააღმდეგო დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. T-ქილერების ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია T-ჰელპერები, რომლებიც, ასევე, მონაწილეობენ ჰუმორულ დაცვაში, ანტისხეულების პროდუქციაში. Rebas-ი არა მარტო ააქტიურებს T-ლიმფოციტების წარმოქმნას, არამედ იმავდროულად ასტიმულირებს ეფექტორული უჯრედების პროლიფერაციას. T-ლიმფოციტების აღნიშნული გამოხატული სტიმულაცია, რომელიც თიმუსის ცალკეული ფრაქციების მოქმედების ექვივალენტურია,
ერთმნიშვნელოვნად იქნა ცდებით დადასტურებული.

მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივ: 2 მლ კვირაში 2-ჯერ ი.მ., კანქვეშ ან კანში

გვერდითი მოქმედებები
ვინაიდან პრეპარატში შედის სპეციფიური ორგანული კომპონენტი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგძნობელობას მის მიმართ. ასეთ დროს მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

უკუჩვენებები
არ ინიშნება, პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ (Folliculi lymphatici aggregati) ჰიპერმგძობელობის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება