რელივორა კომპლექს ამპულები (ნატუროპათი)

რელივორა კომპლექს ამპულები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რელივორა კომპლექს ამპულები (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
2 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: აქტიურ სუბსტანციებს: Drosera D3-ის 50.0 μლ ხსნარს, Echinacea angustifolia D4-ის 500 μლ ხსნარს, Juglans D4-ის (HAB 1934) 500 μლ ხსნარს, HAB-ის 3ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch –  გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიურ ხსნარი

ჩვენება
– ორგანიზმის დაცვითი ძალების, ტემპერატურის მატების პროცესების სტიმულაცია
– სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (შეუპოვარი მშრალი ხველა), ბრონქიტი, ყივანახველა

თვისებები
პრეპარატი Relivora complex-ი ექიმებს სთავაზობს კომპონენტების ახალ კომბინაციას. ეს კომპონენტები პრეპარატში შერჩეულია ისეთი შეფარდებით, რომელიც მაქსიმალური სინერგიული მოქმედების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, Relivora complex-ის ცალკეულ კომპონენტებს გააჩნიათ შემდეგი გამოყენება: Drosera
rotundifolia-ს ექსტრაქტი ხასიათდება ბრონქოლიზური, სეკრეტოლიზური და სპაზმოლიზური მოქმედებით; Echinacea angustifolia- ს სამედიცინო გამოყენება ნაჩვენები და გამართლებულია ზოგადი ინფექციების დროს ორგანიზმის არასპეციფიური დაცვითი ძალების გაძლიერებისათვის, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის
დროს, უროგენიტალური სისტემის მორეციდივე ინფექციების და ანთებითი პროცესების დროს, ოტოლარინგოლოგიაში, დერმატოლოგიაში. Juglans regia-ში, მთრიმლავი ნივთიერებების მაღალი
შემცველობის გამო, ინიშნება ექსუდაციური დიათეზის დროს. იგი ძირითადად გამოიყენება გარეგანი ფორმით – კანის დაავადებების, აკნეს, ეგზემას, პიოდერმიის, ჩირქგროვების დროს; ეთერზეთი მოქმედებს
სოკოს საწინააღმდეგოდ, წყალზე მომზადებული ექსტრაქტი კი ქსოვილოვან კულტურებში ანტივირუსულ მოქმედებას ავლენს; კომპლექსურ პრეპარატ Relivora-ში პირველად მოხერხდა ნაფთოქინონშემცველი სამკურნალო მცენარეების (Juglans და Drosera) და იმუნომასტიმულირებელი ფაქტორების – Echinacea-ს ნატიფი კომბინირება.

მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ 2 მლ ი.მ., ი.ვ., კანქვეშ ან კანში.
ბავშვებში დოზა და ინექციის ფორმა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

გვერდითი მოქმედებები
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ქოშინი, თავბრუსხვევა და/ან არტერიული წნევის ვარდნა

უკუჩვენებები
მოქმედი ნივთიერებების, დამხმარე ნივთიერებების ან რთულყვავილოვანების
მიმართ მომატებული მგრძნობელობა. არ მიიღება პროგრესირებადი სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკოზი, კოლაგენოზები, გაფანტული სკლეროზი, შიდსი, აივ-ინფექცია და სხვა აუტოიმუნური დაავადებები.
ალკოჰოლიზმისა და ღვიძლის დაავადებების დროს Relivora complex-ის წვეთები, სპირტის შემცველობის გამო, მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგი

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის

მითითებები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას!

გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება