რენი – RENNIE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტაციდური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები. თეთრი კრემისფერი ელფერის, კვადრატული ტაბლეტები ჩაზნექილი ზედაპირებით, ორივე მხარეს გრავირებით “Rennie”, მენთოლის სუნით.
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი…………………………  680 მგ,
მაგნიუმის ფუძე კარბონატი…………………..  80 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სახაროზა (475 მგ), პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, მენთოლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი შეიცავს ანტაციდურ ნივთიერებებს – კალციუმის კარბონატს და მაგნიუმის კარბონატს, რომლებიც უზრუნველყოფს კუჭის წვენის ჭარბი მარილმჟავას სწრაფ და გახანგრძლივებულ ნეიტრალიზაციას, რითაც ავლენს კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვით მოქმედებას. 3-5 წუთის განმავლობაში დადებითი ეფექტის მიღწევა განპირობებულია ტაბლეტების კარგი ხსნადობით და კალციუმის მაღალი შემცველობით.
ფარმაკოკინეტიკა:
კუჭის წვენთან რენის ურთიერთქმედების შედეგად კუჭში წარმოიქმნება კალციუმისა და მაგნიუმის ხსნადი მარილები. ამ შენაერთიდან კალციუმისა და მაგნიუმის აბსორბციის დონე დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. აბსორბციის მაქსიმალური დონეა – 10 % კალციუმი და 15-20% მაგნიუმი. შეწოვილი კალციუმისა და მაგნიუმის მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს პლაზმაში კალციუმისა და მაგნიუმის დონე. ამ  ხსნადი მარილებიდან ნაწლავებში წარმოიქმნება უხსნადი ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა განავალთან ერთად.
ჩვენება:
კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასთან და რეფლუქს-ეზოფაგიტთან დაკავშირებული სიმპტომები:
გულძმარვა, ბოყინი, კუჭის არეში პერიოდული ტკივილები, გადავსების ან სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრულ მიდამოში, მეტეორიზმი, დისპეფსია, (მათ შორის დიეტაში და წამლების მიღებაში დაშვებული შეცდომები განპირობებული, ალკოჰოლის, ყავის, ნიკოტინის მავნე მოხმარებით), ორსულთა დისპეფსია.

უკუჩვენება:
* თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰიპერკალციემია, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე.
გამოიყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის მიღება რეკომენდებული დოზებით ნაყოფისთვის და ახალშობილისთვის საფრთხეს არ წარმოქმნის.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული სხვა დოზირება, სიმპტომების გამოვლენისას უნდა დაიღეჭოს 1-2 ტაბლეტი (ან უნდა გედოთ პირის ღრუში, სანამ არ გაიწოვება ბოლომდე). აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება პრეპარატის მიღების განმეორება 2 საათის შემდეგ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 16 ტაბლეტს.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზის დაცვისას პრეპარატი კარგად გადაიტანება, თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ დიდი დოზებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების დარღვეული ფუნქცია, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნემია, ჰიპერკალცემია, ალკალოზი, რომელიც ვლინდება გულისრევით, ღებინებით, კუნთების სისუსტით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის დაუყონებლივი კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
სამკურნალო პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ანტაციდური პრეპარატების მიღებიდან 1-2 საათით ადრე ან მათი მიღების შემდეგ. ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკები, ფტორქინოლონები, ფოსფატები – ერთდროული გამოყენებისას რენი ამცირებს ამ პრეპარატების  შეწოვას.

განსაკუთრებული მითითებები:
თირკმელების დარღვეული ფუნქციის პაციენტთათვის პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღება რეკომენდებული არ არის.
თირკმელების დარღვეული ფუნქციის პაციენტებში, პრეპარატის დანიშვნისას, საჭიროა მაგნიუმისა და კალციუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი სისხლის პლაზმაში.
რენის დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელებში კონკრემენტების წარმოშობის რისკი.
მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 ტაბლეტი რენი შეიცავს 475 მგ საქაროზას.
თუ პრეპარატის მიღება ეფექტური არ არის, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
პრეპარატის გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე: გავლენას არ ახდენს.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: „ბაიერ კონსიუმერ კერ აგ“ (შვეიცარია),
წარმოებულია „ბაიერ სანტე ფამილიალ“, საფრანგეთი

გაფრთხილება