რიბომუნილი – RIBOMUNIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოკორექტორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 12 ც.
1 ტაბ.
რიბოსომები, რნმ-ის 70% ტიტრით     0.250 მგ, მათ შორის:
Klebsiella pnevmoniae-ის რიბოსომები……….        35 წილი
Streptococcus pyogenes -ის რიბოსომები…..        30 წილი
Streptococcus pnevmoniae-ის რიბოსომები….       30 წილი
Haemophilus  influenzae -ის რიბოსომები…….         5 წილი
Klebsiella pnevmoniae-ის მემბრანული ნაწილის პროტეოგლიკანები 1 ტაბ. – 0375 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რიბომუნილი ბაქტერიული წარმოშობის იმუნომოდულატორია და წარმოადგენს რიბოსომალურ-პროტეოგლიკანურ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედიან სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევები.
პრეპარატის შემადგენლობაში მყოფი რიბისომები შეიცავენ ანტიგენებს, რომლებიც იდენტურია ბაქტერიების ზედაპირული ანტიგენებისა და მათ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ხდება სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნა ამ გამომწვევების მიმართ (ვაქცინის ეფექტი).
მემბრანული პროტეოგლიკანები ააქტიურებენ არასპეციფიკურ იმუნიტეტს, რაც გამოიხატება მაკროფაგებისა და პოლინუკლეარული ლეიკოციტების ფაგოციტარული აქტივობის გაძლიერებაში.
პრეპარატი აძლიერებს Tდა B ლიმფოციტების ფუნქციას, lg A-ს ტიპის სეკრეტორული და პლაზმური იმუნოგლობულინების გამომუშავებას. ინტერლეიკინ-1-ის და ასევე ალფა- და გამა-ინტერფერონის პროდუქციას და ამით აიხსნება რიბომუნილის პროფილაქტიკური ეფექტი ვირუსული რესპირატორული ინფექციების დროს.
კომპლექსურ თერაპიაში რიბომუნილი საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ მკურნალობის ეფქეტურობა და შევამციროთ დაავადების ხანგრძლივობა, შევამციროთ მოხმარებული ანტიბიოტიკების და ბრონქოლიტიკების რაოდენობა და გავზარდოთ რემისია.
ჩვენებები:
მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
LOR-ორგანოების მორეციდივე ინფექციები (ოტიტი, სინუსიტი, რინიტი, ფარინგიტი; ანგინა).
სასუნთქი სისტემის მორეციდივე ინფექციების (ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია, ინფექციადამოკიდებული ბრონქული ასთმა) მკურნალობა და პროფილაქტიკა.
გვერდითი მოვლენები:
გარდამავალი ჰიპერსალივაცია მკურნალობის დასაწყისში.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ენიშნებათ აუტოიმუნური დაავადებებითა და აივ-ინფექციით დასნებოვნებულ პაციენტებს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 
5 წელი.
მწარმოებელი: Perre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

გაფრთხილება