ჟანგბადის კონცენტრატორები ოჯახისა და ბიზნესისათვის

ჟანგბადის კონცენტრატორები ოჯახისა და ბიზნესისათვის

რა არის ჟანგბადის კონცენტრატორები

სისხლში ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობა იწვევს ბევრი უსიამოვნების გამოვლენას. ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც აქვს ჟანგბადის კონცენტრატორებისასუნთი სისტემისა და გულის დაავადებები. ეს მდგომარეობა უფრო ხშირად აღინიშნება ჩრდილოეთში, მთიან ადგილებსა და დიდ ქალაქებში. ადრე ეს პრობლება მოუგვარებლად ითვლებოდა, ახლა კი სიტუაცია შეცვალა ჟანგბადის კონცენტრატორებმა.

ჟანგბადის  კონცენტრატორი – არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გარემოდან გამოყოფს ჟანგბადის მოლეკულებს. ამგვარად, კონცენტრატორი მასში შეისრუტავს ჰაერს და ატმოსფეროში გამოაქვს ჟანგბადის კონცენტრირებული ნაკადი.
ასეთი აპარატი აუცილებელია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადით თერაპიას. მას განსაკუთრებით ხშირად იყენებენ მედიცინაში ხმარებადი შეკუმშული ჟანგბადის შემცვლელად.

დაავადებები, რომლებიც მოითხოვენ ჟანგბადის კონცენტრატორები -ს გამოყენებას

აპარატების სიმარტივემ და კომპაქტურობამ ისინი გახადა მიმზიდველი მათთვის, ვისაც აწუხებს ჟანგბადის უკმარისობა. მოწყობილობის ეს თვისებები საშუალებას იძლევა მკურნალობა კომფორტულად ჩატარდეს არა მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში, არამედ სახლშიც. ყველაზე ხშირი დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადით თერაპიის მეთოდის გამოყენებას:

  • ფილტვების ჰიპერტენზია;
  • ორსულობის დროს ნაყოფის ჰიპოქსია;
  • მუკოვისციდოზი;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;
  • ბრონქული ასთმა;
  • გულის უკმარისობა და სხვა.
  • გარდა ამისა, სპორტსმენების ორგანიზმი მოითხოვს ჟანგბადით გაჯერებას, ვინაიდან აქტიური ვარჯიშის პერიოდში იხარჯება სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა.

ჟანგბადის კონცენტრატორები -ს მუშაობის პრინციპი

ჟანგბადის კონცენტრატორი შედგება ერთნაირი ზომის ორი ცილინდრისგან. მათში მოთავსებულია ბურთების ფორმის ცეოლითი, რომელიც ქმნის ე.წ. მოლეკულურ საცერს. სწორედ აქ ხდება ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება. ასეთ „საცერში“ გავლის შემდეგ აზოტისა და სხვა აირების მოლეკულები ყოვნდება, ჟანგბადი კი აგრძელებს გავლას. ამგვარად, აპარატის მიერ გამოყოფილი აირი 95%-ით შედგება ჟანგბადისგან.

ჟანგბადის კონცენტრატორი

ჟანგბადის კონცენტრატორის არჩევის კრიტერიუმები

ბაზარზე წარმოდგენილია კონცენტრატორების დიდი რაოდენობა. უამრავი ფირმისა და მოდელების დასახელებებში გარკვევა არც ისე ადვილია. არჩევანზე კი დამოკიდებულია მკურნალობის ხარისხი.

მოწყობილობის ასარჩევად ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ეფექტურობა;
  • კომპაქტურობა და პორტატულობა;
  • ხმაურის დონე;
  • გარანტიის ვადა;
  • ღირებულება.
ეფექტურობა

მოცემული კრიტერიუმი მიუთითებს ერთ წუთში გამომუშავებული ჟანგბადის რაოდენობაზე. ამასთანავე, მისი კონცენტრაცია უნდა იყოს 90%.

ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით, აუცილებელია ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადის რაოდენობის ცოდნა, ასევე აპარატის გამოყენების სიხშირე. საჭიროების მიხედვით, აპარატს იყენებენ დღე-ღამეში 30-60წთ, ზოგჯერ კი მოხმარების ხანგრძლივობა აღწევს 24სთ-ს. განვიხილოთ ორივე ვარიანტი.

როდესაც საჭიროა ტექნიკური აპარატის 24 სთ-ით გამოყენება, უნდა შეირჩეს ისეთი მოდელი, რომელიც წუთში გამოიმუშავებს 5ლ 90%-იან ჟანგბადს. სჯობს თავი აარიდოთ უფრო დაბალი მაჩვენებლების მქონე აპარატებს. მათ იყენებენ უფრო მსუბუქ შემთხვევებში, ასევე უშუალოდ ჟანგბადის კოქტეილების დასამზადებლად.

როდესაც საჭიროა დღეში რამდენიმე სთ-ის ხანგრძლივობის ჟანგბადით თერაპია, შეიძლება იყიდოთ მოდელი, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 3ლ 90%-იან ჟანგბადს წუთში.

ხმაურის დონე

ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია ჟანგბადით თერაპიის პროცედურის ხანგრძლივობასა და აპარატის მუშაობაზე. გასაგებია, რომ თუ ის მუშაობს 30-60წთ, მის მიერ გამოცემული ხმების ცვალებადობა პაციენტმა შეიძლება აღიქვას, როგორც კანონზომიერი მსუბუქი უსიამოვნება. ამავეს ვერ ვიტყვით აპარატებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ჟანგბადით თერაპიას მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ამ ხმაურის გამო პაციენტს შეიძლება ძალიან ასტკივდეს თავი, განუვითარდეს უძილობა, მოემატოს გაღიზიანებადობა, აგრესია, სტრესი და ბევრი სხვა უარყოფითი შედეგი. ფონურმა ზუზუნმაც კი შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნებები.

ამ თავისებურების გათვალისწინებით, პაციენტისთვის შეარჩიეთ რაც შეიძლება ჩუმი მოწყობილობა. სამწუხაროა, რომ არ არსებობს მოდელები, რომელთა ხმოვანი ტალღები იქნებოდა 31დბ-ზე ნაკლები; ადამიანის ყური ხომ იჭერს 20დბ-დან დაწყებულ ხმებს. ყველაზე ჩუმ აპარატებად ითვლება ისინი, რომელთა ხმოვანი ძალაც შეადგენს 31-40დბ-ს.

კომპაქტურობა და პორტატულობა

იმ მოდელებისთვის, რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ ერთ შენობაში მუშაობისთვის, ზომა არც ისე მნიშვნელოვანია. ყველაზე ძლიერი დანადგარები არის სტაციონარული გამოყენების თავიანთი გაბარიტებისა და წონის წყალობით. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ სურთ ცხოვრების გატარება პასიურ დასვენებაში. აქტიურ ადამიანებს (განსაკუთრებით სპორტსმენებს) ურჩევნიათ გამოიყენონ მოწყობილობა, როგორ ამბობენ „მოძრაობისას“. ქუჩებში მოუხერხებელი, არაგაბარიტული და უბრალოდ მძიმე აპარატით გადაადგილება უკიდურესად დისკომფორტულია. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ მის ფორმას, ზომასა და წონას.

მცირე გაბარიტიანი კონცენტრატორების უმრავლესობა გამოიმუშავებს 5ლ-ზე ნაკლებ კონცენტრირებულ ჟანგბადს წუთში; მათი ნაწილი კი გამოყოფს 5-6ლ-ს წუთში (განსაკუთრებით იმპულსური რეჟიმის გამოყენების დროს).

გარანტიის ვადა და მოწყობილობის ღირებულება

მოწყობილობების უმრავლესობა, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ მაღაზიებში ჩვენი სახლისთვის, გვჭირდება, მაგრამ არ ითვლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად. კონცენტრატორი კი მიეკუთვნება იმ მცირერიცხვოვანი პარატების ნაწილს, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე. ამის გამო, მას ყიდულობენ არა რამდენიმე წლით, არამედ მან უნდა იმუშავოს ბევრი წელი. მსგავსი სიტუაცია მოითხოვს ფრთხილად და გულმოდგინედ მოემზადოთ ყველა შესაძლო სიტუაციისთვის.

დასაწყისისთვის (ჯერ კიდევ მოწყობილობის მოდელის შერჩევის ეტაპზე) ყურადღება მიაქციეთ გარანტიის ვადას, რომელსაც აფორმებს კომპანიის თანამშრომელი. შეძენის დროს შემოთავაზებულ საგარანტიო ფურცელზე შეიძლება მითითებული იყოს მაქსიმალური საგარანტიო ვადა – 5 წელი. კონცენტრატორის შიდა ფილტრებს გამოცვლის გარეშე შეუძლიათ იმუშავონ 10 წლამდე.

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მაღალია ხარისხის მაჩვენებლები, მით მეტის გადახდა მოგიწევთ. თუ მხედველობაში იქნება მიღებული ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი და შერჩეული იქნება მაქსიმუმები – ასეთი მოწყობილობა საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ:

  • ყველაზე მაღალფასიანი სტაციონარული მიმართულების ხარისხიანი მოწყობილობები არის ამერიკული და გერმანული მოდელები;
  • არც თუ ისე ძვირადღირებულ ჩინურ აპარატებსაც აქვთ კარგი ხანგრძლივობის საგარანტიო ფურცელი.

მინი ბიზნესის ბიზნეს გეგმა