კუჭ-ნაწლავის დისპეფსიის და ნორმალური რეგულაციის დარღვევის დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
1. | |||
ლურჯი ღიღილოს ყვავილები
შიშველი ძირტკბილას ფესვი |
50 გრ.
50 გრ. |
1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, ვადუღოთ 10 წუთი, გავაციოთ და გავწუროთ.დავლიოთ დღეში 3-4-ჯერ. თითო სუფრის კოვზით, კუჭ-ნაწლავის დისპეფსიის დროს. | |
2. | |||
მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი
ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები ბაღის პიტნის ფოთლები ჭაობის კოთხუჯის ფესურა სამკურნალო კატაბალახას ფესვი |
30 გრ.
30 გრ. 20 გრ. 10 გრ. 10 გრ.
|
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.დავლიოთ ნახევარი ჭიქით დილით და საღამოს, კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად. | |
3. | |||
მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი
ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები სარეპტის მდოგვის თესლები ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი შიშველი ძირტკბილას ფესვი |
30 გრ.
20 გრ. 20 გრ. 10 გრ. 30 გრ. |
1 სუფრის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.დავლიოთ ნახევარი ჭიქით დილა-საღამოს კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად. | |
4. | |||
ჭაობის კოთხუჯის ფესურა
სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვი სამკურნალო კატაბალახას ფესვი ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები ბაღის პიტნის ფოთლები მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი |
10 გრ.
10 გრ. 10 გრ. 20 გრ. 29 გრ. 30 გრ.
|
1 სუფრის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.დავლიოთ ნახევარი ჭიქით დილა-საღამოს კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგე-ბლად. |
მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
გადასვლა საწყის გვერდზე >>>