ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გორგალი – (glomerulus corpusculi renis) თირკმლის სხეულაკის მომტან და გამომტან არტერიოლებს შორის მდებარე თირკმლის სხეულაკის 100 – მდე სისხლის კაპილარისაგან შემდგარი კაპილარული ბადე. ამოფენილია ფენესტრირებული ენდოთელიოციტებით. ფილტრაციის საშუალებით მონაწილეობს შარდის წარმოქმნაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გორგალი – (glomerulus) ნათხემის ქერქის მარცვლოვანი შრის დამახასიათებელი სტრუქტურა. წარმოიქმნება მარცვალა უჯრედების დენდრიტებისაგან, რომელიც სინაპსურ კავშირს ამყარებს აფერენტულ – (ხავსისებრ) ბოჭკოებთან და დიდი ვარსკვლავისებრი ნეირონების აქსონებთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა