ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ეკონომოს დაავადება – ლეთარგიული ენცეფალიტი, ეპიდემიური ენცეფალიტი. იწვევს ფილტრში გამავალი ნეიროტროპული ვირუსი. დაავადების ხასიათი ეპიდემიურია. არის ცენტრალური ნერვული სისტემის რუხი ნივთიერიბის ანთება. ძირითადი ცვლილებებია შუა ტვინში (ანთება). კლინიკურად განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ პერიოდებს. მწვავე პერიოდში განარჩევენ: ლეთარგიულ ფორმას თვალის ნერვების დამბლით, ჰიპერკინეტურს და ამიოსტატიკურ აკინეტიკურ ფორმას. დაავადების ქრინიკული მიმდინარეობისას განარჩევენ: პარკინსონიზმსა და ფსიქიკურ დარღვევებს. ბავშვებსა და მოზრდილებში სახეზეა ნევროლოგიური სიმპტომები, ნარკოლეფსია, უნებლიე მოძრაობები, მიასთენია პარკინსონიზმის გარეშე. სინონიმი: კრიუშეს დაავადება. [“3”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა