ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ვესტფალის სინდრომი – (C. F. Westphal, გერმ. ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი, 1833 – 1890; სინ.: ოჯახური პერიოდული ჰიპოკალიემიური დამბლა, პაროქსიზმული მიოპლეგია) პაროქსიზმული დამბლის ჰიპოკალიემური ფორმა, რომელიც ხასიათდება უეცრად წარმოქმნილი კუნთოვანი სისუსტის ხანგრძლივი შეტევებით, ზედა და ქვედა კიდურების სრულ დამბლამდე; აღინიშნება ვეგეტატიური დარღვევები, ასევე სუნთქვის დარღვევები და ტაქიკარდია. სისხლში კალიუმის დონე მკვეთრად დაქვეითებულია.ვესტფალის სინდრომი – პაროქსიზმული დამბლა, ოჯახური პაროქსიზმული მიოპლეგია. კიდურთა პერიოდული დამბლა, მემკვიდრეობითი დაავადება. ხასიათდება კიდურთა დამბლის ან პარეზის შეტევისებური წარმოშობით, მყესთა რეფლექსების ჩაქრობით, კუნთების ელექტროაგზნებულობის გარდამავალი დაკარგვით, სისხლის შრატში კალიუმის შემადგენლობის დაქვეითებით, სინონიმი: ვესტფალ – გოლდფლამის დამბლა. [“3”]