ვიბრიონი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვიბრიონი – (ფრანგ. Vibrion<ლათ. vibro – ვირხევი, ვიგრიხები, ვცახცახებ), მძიმის მსგავსად მოხრილი, შოლტიანი ბაქტერია. სიგრძე 1 – 5 მკმ –  დეა, სისქე 0,3 – 0,6 მკმ – მდე. ეკუთვნის Vibrio – ს გვარს. ბინადრობს წყალში, ნიადაგში, ცხოველისა და ადამიანის ნაწლავებში. გვარში 100 – ზე მეტი სახეობაა, რომელთაგან ბევრი დამასნებოვანებელია, მაგ., ქოლერის გამომწვევი. V. cholerae; V. metchnikovii ასნებოვნებს მხოლოდ ფრინველებს, სხვა სახეობები თევზსა და ზოგიერთ უხერხემლო ცხოველს. [“1”] 2.  მოძრავი, მძიმისებურად მოხრილი, ან სწორი, გრამუარყოფითი ჩხირი, რომელიც სპორებს არ წარმოქმნის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა