ვინივარტერ – ბიურგერის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვინივარტერ – ბიურგერის დაავადება – მაობლიტირებელი თრომბანგიტი. პროცესი უმთავრესად ლოკალიზდება ქვედა კიდურების სისხლძარღვებში, იწვევს მათ ობლიტერაციას და ტროფიკულ ცვლილებებს ქსოვილებში. კლინიკურად აღინიშნება სიცივის შეგრძნება და ცივი ქვედა კიდურები, ტკივილი წვივის კუნთებში, განსაკუთრებით სიარულისას (დროგამოშვებით სიკოჭლე). პულსაცია კიდურის პერიფერიულ არტერიებში არ ისინჯება ან მკვეთრადაა შესუსტებული. მკურნალობის გარეშე პროცესი მთავრდება თითების, ტერფის, და ბოლოს, კიდურის განგრენით, უ ხშირესად მშრალით. ეტიოლოგია უცნობია, დაავადების პროგრესირებაში მნიშვნელობა აქვს თამბაქოს წევას. ავადდებიან უპირატესად შუახნის მამაკაცები. სინონიმები: ბიურგერის დაავადება, ბიურგერის ენდოარტერიტი, ბილროთ – ვინივარტერ – ბიურგერის დაავადება, ვინივარტერის დაავადება, ფრიდლენდერის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა